ლევან სალუქვაძე საქართველო ბელარუსზე: "ახლა მოგინდათ ლამაზი თამაში?! ძლივს გავედითო ამბობთ და საქართველოს ნაკრები 70-იანი წლების ბრაზილია გგონიათ?!"

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველო ბელარუსის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მოვიგეთ ბელარუსთან და გავედით პლეი-ოფში... ეხლა თუ მოვიგებთ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე და თაობების ოცნება ასრულდება.

ბევრი წავიკითხე ძლივს გავედით, ესე გავედით, ისე გავედით... კარგით რა, თქვე კაი ხალხო! თან გავედით და ლამაზად გავიდეთ 70-წლების ბრაზილია ჰომ არ ვართ?!

ვართ საქართველოს ნაკრები და შეეგუეთ და გაუსწორეთ რეალობას თვალი, რომ სადაც მივედით, ძალიან კარგია რომ მივედით.

გვაქვს უნიკალური შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვყავს
გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის ღირსია, მაგრამ მოგვცეს ერთა ლიგით ამის შანსი არ სჯობია გავიდეთ?!

ადრე, რომ ვიტყოდით ანდორასთან მოვიგეთ და თამაში არ მოგვეწონაო, გამოვარდებოდნენ და რა არ მოგეწონათ მთავარია მოვიგეთო და ეხლა რა მოწონება-არმოწონებაზე დამიწყეთ საუბარი ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მერე?!

მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ირლანდიას და ალბანეთს ასჯერ შევხვდით უკვე და ნიდერლანდებთან ერთხელაც არ გვითამაშია.

მაკედონია ძალიან ძლიერი გუნდია და მგონია, რომ იქ თამაში იქნება დაზვერვა და ფინალური მატჩისთვის მზადება.

სიმართლე გითხრათ, მეც შემტევი და აქტიური ფეხბურთის მოყვარული ვარ, ეს არაერთხელ მინახავს და მინდა კიდევ ვნახო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ თამაშში მთავარია გავიდეთ და როგორ მოხდება ეს ენა არ მომიბრუნდება.

ერთადერთი ენა მომიბრუნდება იმაზე, რომ დააყენეთ ეს კვარაცხელია თავის ადგილას რა... რა კარგი ბიჭია და "თამაში გააკეთა". საუკეთესოა და იმ პოზიციაზე დააყენეთ რაც "რუბინში" აქვს.

მარცხენა ფლანგზეა მაგის ადგილი და ასე არის ბავშვობიდან. მოკლედ, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
აქ საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს - ლამაზად გავდივართ, თუ უშწოდ, არამედ იმაზე, რომ ისეთი თამაშით, როგორიც განახევრებულ ბელორუსთან ვაჩვენეთ, მაკედონიასთან ვერ მოვიგებთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და ქართული ფეხბურთი ღრმა ფრუსტრაციაში აღმოჩნდება... რა და როგორ შევცვალოთ და ვინ რომელ ფლანგზე მოვხოდოთ, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ დასკვნა ცალსახად სწორი უნდა გამოვიტანოთ - თუ ევროპაზე გასვლა გვინდა, იმაზე მთელი თავით გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც ბელორუსთან ვითამაშეთ...
მ.ტ.
15:08 10-10-2020
7
მართალს ამბობს ეს კაცი! ვაისი რომ არ ურევდეს "სასტავს" უკეთესად ვითამაშებდით. ყველა ხედავს რომ ამ წუთში ყველაზე უკეთესი შეტევაში მარცხნიდან კვარაცხელიაა და მარჯვნიდან შენგელია! ამას ბრმაც დაინახვას! ვაისი ვერხედავს? ესტონეთი- კვარაცხელიას ფლანგური შეტევა და კაჭარავას გოლი! მაკედონია- კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან შესვლა და პენალტი! ბელორუსი- კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან გარღვეა და ზუსტი პასი ისევ პენალტი! აბა ამას კაცი რომ ვერ დაინახავ რა უნდა თქვა! დაამატე შენგელია და ფლანგები ითამაშებენ როგორც ესპანეთი და პორტუგალია!
მწრთვნელი
15:28 10-10-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული