საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
AUEEE JIGARI XAR
x
11 ოქტომბერი 2020 23:19
2
შენგელია აუცილებლად უნდა იყოს სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ფლანგზე, მარცხენა ფლანგზე კი კვარაცხელია! თავით მოთამაშ ცენტრალური თავდამსხმელები კი კარგია, მაგრამ მგონი საბა ლობჟანიძე ყველას (ქვილითაი, კაჭარავა, ლობჯანიძე) აჯობებს! ყაზაიშვილი ოქრიაშვილი ამ ტრიოს უკან, ამათ უკან კი კანკავა, კვეკვესკირი. დაცვაში კაკაბაძე, კვირკველია, ტაბიძე! მოკლედ, სისტემა 3-4-3.
1. ლორია
2.კაკაბაძე, კვირკველია, ტაბიძე
3.კვეკვესკვირი, კანკავა
4.ყაზაიშვილი ოქრიაშვილი
5. შენგელია, ლობჟანიძე, კვარაცხელია.
რადგან კანკავა ვერ ითამაშებს, არ ვიცი ვინ უნდა შეცვალოს?! ასეთი ამპლუის, ჯიგარის და ფიზიკური შესაძლებლობების სხვა ფეხბურთელი არ გვყავს!
კარგი იქნება თუ დაწერთ კაკაბაძის ტრავმა რამდენად სერიოზულია?
aburjga
12 ოქტომბერი 2020 10:56
4
ზედმეტად არაკორეკტული და მომთხოვნი გულშემატკივარი გვყავს(თუმცა ცუდი ამაში არაფერია)მეგობართან ერთად უყურწ ,რომელიც არ არის ფეხბურთის ბალეშიკი და თამაშმა ისე მოხიბლა რომ მაკედონიასთან ერთად დავგეგმეთ ყურება,სხვათაშორის მეც მომეწონა თამაში უხვგოლიანი,კომბინაციური,ტემპიანი!მაგრამ მაინც არ მოგწონთ,)) ყველაფერი კარგადაა და უკეთესად იქნება,
თეოფა
13 ოქტომბერი 2020 03:02
2
თავიდანვე ვიცოდი,რომ ეს თამაში ფრედ დასრულდებოდა,როგორც რუსეთისა და თურქეთს მატჩი.არავინ სთქვას რომ პოლიტიკა და ფეხბურთი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან.


არ დაბლოკოთ




























....
14 ოქტომბერი 2020 16:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული