ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხა.
- ბატონო კაპაროს, მთლიანობაში შეაფასეთ თამაში.
- ძირითადად მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ცუდად არ დაგვიწყია, მეტოქესაც კარგი მომენტები ჰქონდა. ეს ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო.
- საქართველოს ნაკრებმა გაგაკვირვათ? რას ელოდით?
- საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არ გამაკვირვა.
- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის ნაწილი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმზე
უარესად ჩაატარეს?
- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის ნაწილი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმზე
- ფეხბურთში მეტოქე შენზე ზეწოლას ახორციელებს და სირთულეებს გიქმნის. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ნაკლები მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი გაგვიტანეს.
- ხორენ ბაირამიანმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. როგორ შეაფასებთ მის თამაშს.
- ხორენ ბაირამიანმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. როგორ შეაფასებთ მის თამაშს.
- ხორენი კარგი ფეხბურთელია და ყოველთვის უკეთესად თამაშობს.
- დღევანდელი ფრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ესტონეთის დამარცხება. გამთანგველი თამაშის გათვალისწინებით, შემადგენლობას შეცვლით?
- დღევანდელი ფრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ესტონეთის დამარცხება. გამთანგველი თამაშის გათვალისწინებით, შემადგენლობას შეცვლით?
- მოვიცადოთ, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.
იმასაც დააჯერებდნენ სომხები, რომ ფეხბურთი სომხების მოგონილია. ჯერ კიდევ დავით სასუნის დროს ვაგორებდით ბურთსო. :)