საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს 5 მოთამაშე დააკლდება. ესენია: გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია.

ამ ხუთეულიდან სამს ტრავმა აწუხებს (ჩაკვეტაძეს, კაშიასა და კაკაბაძეს), ჯაბა გუშინდელ მატჩში მიღებული ყვითლის გამო გამოაკლდება, ხოლო აბურჯანია კლუბში ბრუნდება.

შეგახსენებთ, ეს თამაში არის ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩი და არა პლეი-ოფის ფინალი.

პლეი-ოფის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს სათაური იმის მანიშნებელია,რომ წინასწარ არიან შეგუებული წაგებას.
Status quo
13 ოქტომბერი 2020 17:09
2
ესე იგი ვაისი ყოფილა ადმირალი))) მაგ გემის კურსს ვერ მიგვასწავლით? ))) ბიჭებს გაუმარჯოს, ვაისი არა კიდევ ტამბოლელი მგელი)))
საჭეთმპრობელი))
13 ოქტომბერი 2020 09:28
5
ერთა ლიგის დ დივიზიონის!!! ფინალამდე კი მივედით და იქნებ ფინალიც მოვიგოთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ რეალობის აღქმა უნდა დავკარგოთ?! ჯერ ის გავიხსენოთ რა გუნდებს მოვუგეთ ამ გზაზე, (თუ სწორად მახსოვს მაჩანჩალა ანდორასთან საერთოდ ფრე ვითამაშეთ) თამაშის ხარისხზე ხომ საერთო ზედმეტია საუბარი თუ ამას საერთოდ თამაში შეიძლება დაერქვას. ნაკრების წარმატებები ნამდვილად სასურველი და სასიხარულოა მაგრამ იმის საუბარი რომ ნაკრები განვითარდაო ალბათ რბილად რომ ვთქვათ ცოტა გადაჭარბებულია!!! არა?! უბრალოდ კარგი იქნება რომ რეალობისთვის თვალის გასწორება ვიცოდეთ და რაღაც ილუზიებს არ ვქმნიდეთ!!!
....
13 ოქტომბერი 2020 08:58
6
რათქმაუნდა ძალიან მინდა საქართველომ ყველა თამაში მოიგოს, მაგრამ ცოტა ხანი ც ლიგაში იყოს არც ეგა პრობლემა დიდი... ჩვენი დონის გუნდებთან თამაში კი ვისწავლეთ, მაგრამ დასახვეწი გვაქ, ც დივიზიონში მთლიანად უპირობო ფავორიტად უნდა ვიქცეთ, აბა ჯერ ჩვენ ნორვეგის და სერბეთის დონის გინდებს ვერ ვუგებთ
გოგა
12 ოქტომბერი 2020 19:45
14
მეც ანალოგიურს ვფიქრობ. საერთოდ არ მგონია წელს ც ლიგის მოგება ეგეთი აუცილებელი. ყოველშემთხვევაში ეხლა მთავარია ფინალზე ვიფიქროთ და ამ თამაშის შედეგი არ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. თან შემდეგი ერთა ლიგა შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი იყოს, სადაც ისევ ევროპაზე გასვლა იქნება შესაძლებელი. ბ-ში, რომ გადავიდეთ, შანსებზე აღარც ვილაპარაკებ და ეხა ც ლიგა სულ, რომ პირწმინდად მოვიგოთ, მსოფლიოზე მაქედან გასვლის შანსი მაინც თითქმის არაა.
nk
13 ოქტომბერი 2020 01:55
0
ეხლა გამოჩნდა, რომ ვაისი უფრო წინდახედულად მოიქცა და სათადარიგო მაგიტომაც ათამაშა: ეხლა უფრო ადვილია დანაკლისის აღდგენა და ძირითადს შეავსებს ნაკლებად მტკივნეულად სათადარიგოდან. ვაისი პროფესიონალია! არაა საჭირო ზედმეტად უღიტინოდ მაგ კაცს - ქართველი არაა, ტოპი არაა. ჩვენი ნაკრებია ტოპი? ხომალდი წინ მიდის და უნდა ხელი შევუწყოთ ამ წინსვლას!
გია
12 ოქტომბერი 2020 18:51
7
ნავალოვსკი და ჯიღაური იყო დაცვის ფლანგებზე შეცდომა.
David
13 ოქტომბერი 2020 10:10
0
რა რესურსის ვაისის ხელშია, მაგით დებს შედეგს, შენ კი ჯობია სხვა სპორტს უყურო ძამია. გიას მოპასუხეს ეხება ეგ
გოგა
13 ოქტომბერი 2020 08:22
1
ყველა გამოხმაურება
კანკავა გასაგებია, კაკაბაძე მართლა დანაკლისია, დანარჩენების ჩისკოს დედა არ ვატირე. დარდობთ თუ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12 ოქტომბერი 2020 18:03
27
Xoda kakras dacvashi unda iyvnen dvali tabidze kvirkvelia grigalava naxevardacva kvekve vako kvara kiteishvili tavdama okri da kvilitaia
Teknikuri kavkasielebi
12 ოქტომბერი 2020 16:13
3
ტრავმები გასაგებია,ჯაბა კანკავაც გასაგებია,მაგრამ აბურჯანიას კლუბში დაბრუნება,ძალიან უცნაურად მოჩანს.ვის აქვს ამისი უფლება?თან კარგად ითამაშა.ისედაც ექსპერიმენტული დაცვისათვის, საყრდენ ზონაშიც პრობლემები,ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს.ალბათ შემტევი შემადგენლობის დაყენება მოგვიწევს,რომ წინ აქტიურობის ხარჯზე ჩავახშოთ მეტოქის შეტევები.დაცვის საიმედოობის იმედზე,ძნელია რომ მთელი მატჩი დავრჩეთ.ალბათ გვილიას დაახმარს კვეკვესკირს,მათ წინ კი,კვარაცხელია თავის ფლანგზე,მარჯვნიდან შენგელია,ცენტრიდან კი,ოქრიაშვილი,ყაზაიშვილს შეცვლაზე შემოუშვებენ(წინა ორი თამაში,ძირითადში იყო და გადაღლილია),წინ კი,კაჭარავა ან ქვილითაია.გასაგებია,რომ დროის დეფიციტია,მაგრამ ერთ კვირაში სამი სანაკრებო მატჩი,თავისი გადაფრენებით,მეტისმეტი დატვირთვაა,ნებისმიერი გუნდისათვის.
სოსო
12 ოქტომბერი 2020 15:00
1
კლუბთან იყო შეთანხმება
semi
12 ოქტომბერი 2020 16:23
1
იქნებ ინფორმაცია მოგვეძია რა სიმძიმის ტრამვები აქვთ კაკაბაძეს და კაშიას ??? მემგინი ყვეაზე მნიშვნოლოვანია ამის გაგება ... თუ ვინმემ იცით ამის შესახებ გთხოვთ დაწეროთ
bejo
12 ოქტომბერი 2020 13:45
0
აბურჯანია კლუბში ბრუნდება რას ნიშნავს? რატომ?
გივი
12 ოქტომბერი 2020 13:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული