საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩავიდა

AutoSharing Option
დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები პოლონეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩაფრინდა.

ჩვენს ეროვნულ გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა და კლუბში დაბრუნებული გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ, ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან შეხვედრაში დაასვენა.

ერთა ლიგის C დივიზიონში მე-2 ჯგუფს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ.

ამ გუნდების მატჩი "პროესკი არენაზე" 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა თქვენ იცით, გაიმასხარავეთ თავი!!!
მანჩო
19:54 12-10-2020
74
ნეტავი,ვაისიც ჩაფრინდა სკოპიეში?
დ.დ.
20:59 12-10-2020
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული