UEFA: საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმში ჩაატარებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის C ჯგუფის მე-4 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და პრინციპულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

აღნიშნული მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისის შეგირდებს დაახლოებით ერთთვიანი პაუზა ექნებათ. C ჯგუფში "ჯვაროსნები" მომდევნო მატჩს სომხებთან 15 ნოემბერს, ესტონელებთან კი 18-ში ჩაატარებენ.

საინტერესოა, რომ უეფას ოფიციალურ გვერდზე დაფიქსირებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, "ბათუმი არენაზე" ითამაშებს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ სფფ-ს არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, ახალ არენაზე ჯერჯერობით საფეხბურთო მატჩი არ გამართულა.

altსაქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვაა, საინტერესოა..

ისე, ჩვენს სათამაშო გრაფიკს ვუყურებ და რაგინდა თქვა..

ჯე იყო და ბელარუსთან თამაში და მერე ეგრევე სომხეთი და მაკედონია

ახლა 12ში ევროშესარჩევის ფინალი და მერე ეგრევე ისევ სომხეთთან და სამდღეში ესტონეთთან.

მაგრამ ფაქტია ყველა ვხვდებით რომელი შეხვედრაა უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის )

წარმატებები ჩვენებს!
Biankonneri
19:56 12-10-2020
3
სტადიონი და კონსტრუქცია უმაგრესია. პირველად დაგებული მინდორი უვარგისი გამოდგა. ჩამოიყვანეს თურქი სპეციალისტები, რომ გადაეკეთებინათ ეს მინდვრის საფარი. რაღაცას დაამსგავსეს, თუმცა რატომ ხდება ასე? ალბათ, დღევანდელი ქართული რეალობა
jumber
23:47 12-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული