ბელარუსული გამოცემა: ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია უნდა გავიდეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულ ბელარუსულ სპორტულ საიტ pressball.by-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი სერგეი აზარკევიჩი წერს, თუ რატომ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები.

"ბელარუსის ნაკრებმა "წლის მატჩი" თბილისში წააგო და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ერთმანეთს ქართველები და მაკედონიელები შეხვდებიან. ლოგიკურია ეს შედეგი? თბილისში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, პირველი წყვილის ლოგიკის შესახებ საუბარი რთულია. თამაშის ხარისხი, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ძალიან შორსაა, ბელარუსის ნაკრებისა კი - მაქსიმალურად შორს. საქართველოს ნაქები ნაკრები, რომელშიც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები მრავლად
არიან, ბელარუსზე უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერც მათ მოახდინეს.

მეორე წყვილის შეხვედრა კი უფრო ცოცხალი და საინტერესო იყო. თითქმის მეზობლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და მატჩი ტიპური ბალკანური გამოვიდა, სადაც მოგების სურვილი და შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ეს გუნდები ერთმანეთს D დივიზიონის ფინალში რომ შეხვედროდნენ.

თამაშის შედეგში ლოგიკის პოვნას აზრი არ აქვს, რაც უნდა ვისაუბროთ. გამარჯვებულთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 3-მცველიანი სქემა კარგად გამოიყენა. მისი გუნდი გაშლილად უტევს, ისე, რომ ქართულ-ბელარუსული მატჩის ტრანსლაციის თვალყურის მიდევნებისას გეგონებოდა, ტრანსლაცია 0,75 სისწრაფით არისო, ხოლო სკოპიეში 1,25-ზე იყვნენ ასულები. ამ ტემპს 37 წლის გორან პანდევიც უსწრებს, რომლისთვისაც ჰიპოთეტური ევროპის ჩემპიონატი კარიერის ბოლო კი არა, ერთ-ერთი სასიამოვნო ეტაპი იქნება.

როგორც მაკედონია-კოსოვოს მატჩის შედეგში, ისე ბელარუსის ნაკრების თამაშში არ იყო ლოგიკა. ბოლოს ყველაფერი გამართლების ფაქტორზე დადის. კოსოვოელების ავტოგოლს შეხედეთ - ეს ზოლოტოვზე დანიშნულ პენალტზე სასაცილოა. მაკედონიელთა მეკარისა და საყდენის მიერ წყვილში დადგმული წარმოდგენა?! ერთი ბურთის ასაღებად საჯარიმოს გარეთ გავიდა, მეორე ორი დღე ფიქრობდა, გამოეტანა თუ არა ბურთი სახიფათო ზონიდან. ხატკევიჩსა და ბორდაჩევს ასეთი რამ არც კი დაესიზმრებათ!

იმისათვის, რომ ოდესმე მაინც გაგიმართლოს, რაღაც უნდა გააკეთო. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩრდ. მაკედონია-კოსოვო უნდა ყოფილიყო ფინალი, არის ის, რომ ეს გუნდები საუკუნის მატჩს მოედანზე ითამაშებდნენ და მხოლოდ სიტყვებით არ გაალამაზებდნენ მას.

კოსოვოელებს რომ მოეგოთ და ევრო 2020-ზეც გასულიყვნენ, ეს გრანდიოზული ამბავი იქნებოდა. საფეხბურთო რუკაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი გუნდი, რომელიც არსაიდან მოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ ფიფას რეიტინგში.

თუ ფინალურ ეტპაზე მაკედონიელები გავლენ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. 2-მილიონიანმა ქვეყანამ ფეხბურთელთა თაობა აღზარდა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო. გორან პანდევის შემცვლელის საკითხი არ დგას, თავად გორანი სერია А-ს დონეზეც კი მაგრად თამაშობს.

მეკარე სტიპე დიმიტრიევსკი სეგუნდას "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს. სტეფან რისტოვსკი ლისაბონის "სპორტინგის" წევრია, ნახევარმცველი ენეს ბარდი - "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი, ეჟჯან ალიოსკი "ლიდსთან" ერთად პრემიერლიგაში ტრიუმფალურად დაბრუნდა და მარსელო ბიელსას ხელში თამაშობს. "მალიორკა", "უდინეზე", "ჯენოა", ზაგრების "დინამო" - ამ კლუბებში თამაშობენ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები.

შიდა ჩემპიონატიდან თითქმის არავინაა, ძირითად შემადგენლობაში საერთოდ არავინ. ისიც აღსანიშნავია, რომ მაკედონიის, საქართველოსა და მით უმეტეს, კოსოვოს ჩემპიონატები კონკურენციას ბელარუსულ ლიგას ვერ გაუწევენ. ამ ქვეყნების კლუბები ევროთასებზე მოხვედრაზე ოცნებობენ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ მაკედონიის ნაკრები ბელარუსის გუნდთან შედარებით უფრო ახალგაზრდა და ამავდროულად, უფრო გამოცდილია. მოთამაშეების საშუალოდ ასაკი 26-28 წელი გახლავთ. ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30-40 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგს - 50-ზე მეტი. როგორც ჩანს, ამ გუნდში თაობათა ცვლის შესახებ არაფერი იციან, რადგან ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ გაგეცინება კაცს.

თუმცა, არ გავიცინებ. უბრალოდ, ძალიან გამიხარდება, თუ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვიხილავ. რადგან, თუ ტოპ-ტურნირისთვის ეს "შავი ხვრელი" მოიგონეს, ეს მათთვისაა, ვისაც იქ თამაში ნამდვილად სურს."

ეს სტატია 10 ოქტომბერს არის დაწერილი, 1 დღით ადრე, ვიდრე მაკედონია გასვლაზე ესტონეთს შეხვდებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა სტატიის ავტორი გუნდზე, რომელმაც ესტონეთისაგან 3 გოლი გაუშვა, იმ ესტონეთისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დაარტყა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ხვალ თუ არა, 12 ნოემბერს ნაღდად გაგედებათ შენ და შენნაირებს!
belarus urna-lists
13 ოქტომბერი 2020 17:00
1
მე ამ სტატიას სომხეთის ნაკრების მწვრთნელის ფოტოთი ვუპასუხებდი))) აი ფსიქიატრიულიდან გამოქცეულივით რომ იღიმება,აქაოდა თანაბარი თამაში იყოო
ბათუმის ფანი
13 ოქტომბერი 2020 16:58
1
არადა მაგრა მევასებოდა KFC,ამ საიტმა ისე შემაჯავრა ამ მოხტუნავე რეკლამით მისკენ გახედვაც აღარ მინდა)
ბათუმის ფანი
13 ოქტომბერი 2020 16:55
0
ეს მაკედონია თუ ასეთი ბუაა და წოწოა, მაშინ რა ჩემი ფეხები უნდა ჩვენ ჯგუფში?! ან ჩვენთან როგორ? რანაირად მოხვდნენ?! რა უნდოდა (დ) ჯფუბფში ? ან რატოა (ს)ჯგუფში?! იმიტო რო არა იმ სასწაული დონის, შეიძლება კარგი თამაშიც და მოგებაც! ჯენოა, ლევანატე და კიდე ჩამოთვალეს გუბდები, არცერთია დღესდღეობით ევროპის გრანდი! ჩვენ ქვეყანას რო მუშაობის და პასპორტის პრობლემა არ ქონდეთ , უფრო უკეთეს გუნდებში მოხვდებოდნენ, ოქრიაშვილი რო მაკედონიელი ყოფილიყო, ან კანკავა ან კვარაცხელია , აი მაშინ რეებს დაწერდნენ ჩვენები და ბელარუსიელებიც ხო წარმომიდგენია, ალბათ დაგვმარხავდნენ ცოცხლად !!! / მაკედონია არა ის კიდე, არაფერი გუნდია არა იმ დონის რო წინასწარ წაგებულივით რო ვიყოთ, უნდა მოვუგოთ , მორჩა და გათავდა! /. ხვალ მგონია ფრე, რაც ჩვენთვის ურიგო არ იქნება და გადამწყვეტ თამაშში გადავახევთ ბურთს თავზე! თუ არადა აგერ ნახეთ თუ მასე არ მოხდეს!
Vasili
13 ოქტომბერი 2020 16:50
0
მიდით რა ბიჭებო, ამოტენეთ ხვალ ამ ფარჩაკი ბელარუსი ჟურნალისტის ჯინაზე :))
ირაკლიუსი
13 ოქტომბერი 2020 16:08
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ზოგირთი თამაშს კი არ უყურებს, უბრალოდ თვალს ადევნებს, რა მოგეწონათ მაკედონიელთა თამაშში ჩვენს წინააღმდეგ, იქნებ ამიხსნათ? ერთადერთი მომენტი ჰქონდათ და ისიც გამოიყენეს მე იმ სამოცი წუთის შესახებ გეუბნებით.არც ჩვენ გამოგვივიდა დიდად შეტევაში თამაში, მაგრამ მაკედონიელებს ნამდვილად ვჯობდით. მოთამაშის ფასი ძალზე სადავო კრიტერიუმია, ფეხბურთელებზე ფასი ერთ თვეში შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს და როგორ ფიქრობთ შეიძლება მოთამაშე ერთ თვეში ამდენად გაძლიერდეს? შეფასებისთვის ორად ორი რამაა საჭირო საკუთარი თვალები და ანალიზის უნარი.
gia jashi
13 ოქტომბერი 2020 16:06
1
აშკარად სუბიექტურია ეს ჟურნალისტი. კი ბატონო,გემოვნების ამბავია საბოლოო ოთხეულიდან რომელი მოგწონს, მაგრამ ერთი დადებითი მხარე როგორ ვერ მოუძებნა საქართველოს ნაკრებს. ბოლობოლო ფინალში ვართ და დავიჯერო აქამდე მარტო გამართლებით მივედით?
Giorgi
13 ოქტომბერი 2020 15:55
0
ეს სტატია დაბოღმილი ადამიანის დაწერილს გავს. აქ სომხეთთან თამაშზე არაფერი წერია და არც ესტონეთი_ მაკედონიის თამაშზე. ესტონეთი რომ სამ ბურთს გაგიტანს მთლად კარგად არ გაქვს დაცვაში კარგად საქმე. პ.ს. კოსოვომაც დაცვის შეცდომის ხარჯზე გაუტანეს.
მე
13 ოქტომბერი 2020 15:47
1
პროჭს გაუფრთხილდი სერიოგა,არ გასკდე შურით)
ბათუმის ფანი
13 ოქტომბერი 2020 15:45
2
რა თქმა უნდა საერთო ჯამში მაკედონია უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული მაგრამ ერთი თამაშია და ყველამ შეიძლება მოიგოს მერე აუცილრბლად უნდა გამოვიყენოთ მაყურებლის ფაქტორი და კატეგორიულად მოვითხოვოთ მთავრობისგან წესების კვოტების დაცვით მაყურებლის დასწრება და ბოლოს მაკედონიისგან განსხვავებით საქართველოს ყავს ქართველი რონალდუ რომელსაც მასავით მარტოს შეუძლია თამაშის მოგება.მთავარია ჯანმრთელი იყოს.
ჰერიო ბიჭებო
13 ოქტომბერი 2020 15:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული