ბელარუსული გამოცემა: ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია უნდა გავიდეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულ ბელარუსულ სპორტულ საიტ pressball.by-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი სერგეი აზარკევიჩი წერს, თუ რატომ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები.

"ბელარუსის ნაკრებმა "წლის მატჩი" თბილისში წააგო და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ერთმანეთს ქართველები და მაკედონიელები შეხვდებიან. ლოგიკურია ეს შედეგი? თბილისში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, პირველი წყვილის ლოგიკის შესახებ საუბარი რთულია. თამაშის ხარისხი, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ძალიან შორსაა, ბელარუსის ნაკრებისა კი - მაქსიმალურად შორს. საქართველოს ნაქები ნაკრები, რომელშიც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები მრავლად
არიან, ბელარუსზე უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერც მათ მოახდინეს.

მეორე წყვილის შეხვედრა კი უფრო ცოცხალი და საინტერესო იყო. თითქმის მეზობლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და მატჩი ტიპური ბალკანური გამოვიდა, სადაც მოგების სურვილი და შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ეს გუნდები ერთმანეთს D დივიზიონის ფინალში რომ შეხვედროდნენ.

თამაშის შედეგში ლოგიკის პოვნას აზრი არ აქვს, რაც უნდა ვისაუბროთ. გამარჯვებულთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 3-მცველიანი სქემა კარგად გამოიყენა. მისი გუნდი გაშლილად უტევს, ისე, რომ ქართულ-ბელარუსული მატჩის ტრანსლაციის თვალყურის მიდევნებისას გეგონებოდა, ტრანსლაცია 0,75 სისწრაფით არისო, ხოლო სკოპიეში 1,25-ზე იყვნენ ასულები. ამ ტემპს 37 წლის გორან პანდევიც უსწრებს, რომლისთვისაც ჰიპოთეტური ევროპის ჩემპიონატი კარიერის ბოლო კი არა, ერთ-ერთი სასიამოვნო ეტაპი იქნება.

როგორც მაკედონია-კოსოვოს მატჩის შედეგში, ისე ბელარუსის ნაკრების თამაშში არ იყო ლოგიკა. ბოლოს ყველაფერი გამართლების ფაქტორზე დადის. კოსოვოელების ავტოგოლს შეხედეთ - ეს ზოლოტოვზე დანიშნულ პენალტზე სასაცილოა. მაკედონიელთა მეკარისა და საყდენის მიერ წყვილში დადგმული წარმოდგენა?! ერთი ბურთის ასაღებად საჯარიმოს გარეთ გავიდა, მეორე ორი დღე ფიქრობდა, გამოეტანა თუ არა ბურთი სახიფათო ზონიდან. ხატკევიჩსა და ბორდაჩევს ასეთი რამ არც კი დაესიზმრებათ!

იმისათვის, რომ ოდესმე მაინც გაგიმართლოს, რაღაც უნდა გააკეთო. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩრდ. მაკედონია-კოსოვო უნდა ყოფილიყო ფინალი, არის ის, რომ ეს გუნდები საუკუნის მატჩს მოედანზე ითამაშებდნენ და მხოლოდ სიტყვებით არ გაალამაზებდნენ მას.

კოსოვოელებს რომ მოეგოთ და ევრო 2020-ზეც გასულიყვნენ, ეს გრანდიოზული ამბავი იქნებოდა. საფეხბურთო რუკაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი გუნდი, რომელიც არსაიდან მოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ ფიფას რეიტინგში.

თუ ფინალურ ეტპაზე მაკედონიელები გავლენ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. 2-მილიონიანმა ქვეყანამ ფეხბურთელთა თაობა აღზარდა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო. გორან პანდევის შემცვლელის საკითხი არ დგას, თავად გორანი სერია А-ს დონეზეც კი მაგრად თამაშობს.

მეკარე სტიპე დიმიტრიევსკი სეგუნდას "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს. სტეფან რისტოვსკი ლისაბონის "სპორტინგის" წევრია, ნახევარმცველი ენეს ბარდი - "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი, ეჟჯან ალიოსკი "ლიდსთან" ერთად პრემიერლიგაში ტრიუმფალურად დაბრუნდა და მარსელო ბიელსას ხელში თამაშობს. "მალიორკა", "უდინეზე", "ჯენოა", ზაგრების "დინამო" - ამ კლუბებში თამაშობენ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები.

შიდა ჩემპიონატიდან თითქმის არავინაა, ძირითად შემადგენლობაში საერთოდ არავინ. ისიც აღსანიშნავია, რომ მაკედონიის, საქართველოსა და მით უმეტეს, კოსოვოს ჩემპიონატები კონკურენციას ბელარუსულ ლიგას ვერ გაუწევენ. ამ ქვეყნების კლუბები ევროთასებზე მოხვედრაზე ოცნებობენ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ მაკედონიის ნაკრები ბელარუსის გუნდთან შედარებით უფრო ახალგაზრდა და ამავდროულად, უფრო გამოცდილია. მოთამაშეების საშუალოდ ასაკი 26-28 წელი გახლავთ. ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30-40 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგს - 50-ზე მეტი. როგორც ჩანს, ამ გუნდში თაობათა ცვლის შესახებ არაფერი იციან, რადგან ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ გაგეცინება კაცს.

თუმცა, არ გავიცინებ. უბრალოდ, ძალიან გამიხარდება, თუ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვიხილავ. რადგან, თუ ტოპ-ტურნირისთვის ეს "შავი ხვრელი" მოიგონეს, ეს მათთვისაა, ვისაც იქ თამაში ნამდვილად სურს."

ეს სტატია 10 ოქტომბერს არის დაწერილი, 1 დღით ადრე, ვიდრე მაკედონია გასვლაზე ესტონეთს შეხვდებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა სტატიის ავტორი გუნდზე, რომელმაც ესტონეთისაგან 3 გოლი გაუშვა, იმ ესტონეთისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დაარტყა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
გოგოლო რა უნდა ამას?
ემზარ დუისბურგი
13 ოქტომბერი 2020 23:50
0
მარტლა პროფესიონალურად და სიგრმისეულად გაანალიზა,მარტალია ცარმატებევს უსურვებ ცჰვენ ბიჯებს
k.p
13 ოქტომბერი 2020 22:12
4
როგორც ბელორუსი გავიდა ფინალში,ისე გავა ჩრდილო მაკედონია ევროპაზე.
ნუკრი
13 ოქტომბერი 2020 22:11
0
ნაწილობრივ კი სლავი მაინც სლავია...მაგრამ სლავებს შორის არის გიგანტური სხვაობა უკრაინელი ბელორუსი ან პოლონელი ძაან განსხვავდება სერბებიდან და ხორვატებიდან და რუსები ისეთი სლავები არიან როგორც ჩვენ ჩუქჩები ესენი არიან თათართა-მონღოლთა კატა-ძაღლთა ნარევი და საბოლოოდ გამოვიდა შვაინე ...რათ უნდა რუსის ბოსტანიო გადმოაბრუნე დაა.......აი ეგრე გამრავლდნენ უსაზღვროდ თაან ....და ეგ ჟურნალისტიც ისეთი ბელორუსი იქნება როგორც მე მარსის მოქალაქე და თუ კი არის არც ეგაა გასაკვირი პუტინისტები ჩვენთანაა გაწყვეტამდის და მინსკში რომ იჯდეს მაგის პროპაგანდონები რა გასაკვირია .....ისე ბელორუსები ძაან მშრომელი და პატიოსანი ხალხი არიან რუსებისგან განსხვავებით პატიოსანი იმ მხვრივ შენსას არ წაგართმევენ იმათში კი ყველა წაღლეტაზე არის ...რაც შეეხება ფეხბურთს სანამ არ გადავეჩვევით ან არ ვისწავლით კარგად ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს ქულებს დავკარგავთ სულ ....
Exexaaa
13 ოქტომბერი 2020 19:15
10
ქერა რუსები თუ ნარევები არიან შავტუხა ქართველები ვისი ნარევია?
გიორგი
13 ოქტომბერი 2020 20:05
3
მოკლედ ხვალ და 12 ნოემბერს ველი ბაია პატარაიას სტატიებს სათაურით- რა გიხარიათ,რა მოიგეთ)))
ბათუმის ფანი
13 ოქტომბერი 2020 18:55
0
ყოჩაღ! ასე მახვილგონივრული ხუმრობა ქრესტომათიაშია შესატანი! გაგახარებს ღმერთი!
aburjga
13 ოქტომბერი 2020 20:00
1
სლავი მაინც სლავია - რუსიც და ბელორუსიც. აგერ თვალსაჩინო ნიმუში. შურით და ბოღმითგამსკდარი ჟურნალისტი.

ვითომ ძმობას გვეფიცებიან, მაგრამ მაკედონიას ლოცავენ, ჩვენ გვწყევლიან წადით, რა ბიძია, თქვენს უფროს ძმებს ჩაეხუტეთ, იქ არის თქვენი ადგილი. რა ლუკაშენკო რა მისი ოპოზიცია - ყველანი ერთი ხართ -სლავები და რუსული რუსული ფენომენი.

დაახვიეთ რა..., ან თქვენ კიდევ, პატივცემულო რედაქციავ, რას ბეჭდავთ ამ მაკულატურას? ბაია პატარიას აზრი ამ საკითხზე ნეტავ როგორია? არ იცით?
ლევანი
13 ოქტომბერი 2020 17:59
0
arc mag statiis avtors moscons uechveli makedoniis tamashi ubralod gulze skdebian saqartvelom rom mougo echvic ar mepareba rom makedoniastan romelime tamashs cavagebt. orive tamashs amovtenit da chaigdeben enas mucelshi belarusebi da ara marto belarusebi.
ucxo
13 ოქტომბერი 2020 17:46
2
სიზმარში ვნახე, ფინალში მაკედონიას მოვუგეთ და ევროპაზე გავედით. ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობდა, სახელმწიფომ დაფინანსება გაზარდა კლუბების. 2021 წელს დინამო ევროპალიგაზე გავიდა და ფარერების გუნდთან 6:1 წააგო. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ სიზმარი ვნახე დამიჯერეთ. ვნახოთ აბა ასრულდება თუ არა
სიზმარა
13 ოქტომბერი 2020 17:32
4
შური საშინელი გრძნობაა, ბუასილი არ გაუმწვავოს ჩვენ ბელორუს მეგობარს!
შოთა
13 ოქტომბერი 2020 17:14
2
ეეე. პირველ თამაშში ის ტიპი რომ არ გაეგდოთ, სხვაგვარი მატჩის ფინალი იქნებოდა. თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა მათი თავდაჯერება, სწორი ტაქტიკა და ბურთის დამუშავების ტექნიკა. ფსიქოლოგიურადაც, თითქოს იგრძნობოდა მათი უპირატესობა. ზუსტად ისევე როგორც სომხებთან მატჩის ბოლოს, როცა ჩვენები უაზროდ ჩაჯდნენ დაცვაში, ბოდიში და ქუჩის გუნდთან. (რავი, ვისაც სომხების ნაკრები მოგეწონათ, გაატარეთ). თუ უძლიერესი შემადგენლობა არ გვეყოლა, ცუდად იქნება ჩვენი საქმე. აგერ, ხვალ არის თამაში და ვნახოთ. ხვალ კაცური "იარაღის" დატოლება იქნება, 12-ში "იარაღის" გამოყენება.
პ.ს. ტფუ, ტფუ არ დავითარსო, "იარაღზე" ხელი მიკიდია და ჩვენებმა წინა თამაშის შემდეგ მოუმატეს.
tutuc
13 ოქტომბერი 2020 17:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული