ანგელოვსკი: კოსოვოსაც მოვუგეთ და ჯგუფშიც პირველ ადგილზე ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მეოთხე ტურში მიღწეული ფრის (1:1) შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ სიხარული ვერ დამალა:

"ამ მატჩმა ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათი აჩვენა, რომელიც რიცხობრივ უმცირესობაში მყოფიც არ დანებდა. დიდი მადლობა ბიჭებს. ზედიზედ სამი მატჩის ჩატარება ადვილი არ არის.

იგივე სიტუაცია განმეორდა, რაც პირველ თამაშში იყო. კაპიტნით დაწყებული, ყველა შესანიშნავად გაისარჯა.

კოსოვოსაც მოვუგეთ და ჯგუფშიც პირველ ადგილზე ვართ. ახლა საქართველოსთან მომავალ მატჩზე ვფიქრობ, შემდეგ კი ერთა ლიგის შეხვედრები გვიწევს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ორჯერ გაგიმართლათ თორემ დიდი შანსი იყო 4 ან 7 ქულით გაგქცეოდით მაგრამ მესამედ 12 ნოემბერს იღბალი ჩვენკენ გამოიხედება
ბაჩი
17 ოქტომბერი 2020 17:27
0
აქ წავიკითხე სოსოს კომენტარი და ამ კაცს სრულიად ვეთანხმები! თითქოს ჩვენს გუნდს უჭირს იმის დაჯერება, რომ მაკედონიას სტუმრად უგებს და ცოტა რჩება მატჩის დასრულებამდე.აბა ამდენი უიღბლობა მე არ ვიცი.მაგ გუნდს თბილისშიც ვაჯობეთ და ბოლო წუთებში სასწაულებრივად გადაურჩენ წაგებას, ანუ სკოპიეში ბოლო წუთზე მსაჯის ნაჩუქარი პენალტით გადაურჩენ წაგებას და თბილისში მეკარეს და იღბალს უნდა უმადლოდენ.გამოდის რომ უკეთესი გუნდი ვართ და იმედია მესამე შემთხვევაში უკვე ჩვენც გადმოგვხედავს საფეხბურთო ფორტუნა.ეგენი უნდა დავუშვათ მიწაზე,წინ საქართველო!!!
სიმართლე
16 ოქტომბერი 2020 15:18
0
იბლატავე, სანამ გებლატავება,
მარა მალე, გაგედება დუ მე ბში...
კარგი იყო ბურთი აღარ გაგ ვე შვა,
არ გაგვეშვი მიშასავით ღრუ ბლე ბში...
კ ო მ ბ ლ ე
16 ოქტომბერი 2020 00:14
0
აქ უნდა ჩაგხადოთ 3-0!აქ ჩამოდი ჯერ! მერე განახვებთ, როგორი გახარებული იქნები!
მწრთვნელი
15 ოქტომბერი 2020 21:24
0
გუშინ ნამდვილად შემეცოდა ვაისი და ბიჭებიც, ეს მხოლოდ სპორტული უიღბლობა იყო. პირადად მე როგორც ქართული ფეხბურთის ქომაგი, გუშინდელი ფრე ბევრ მოგებულ მატჩს მირჩევნია.მატჩის შემდეგ როგორი სიხარული გამოხატეს მაკედონიელებმა ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების სიძლიერეზე მეტყველებს. ყოჩაღ ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს. ჩვენ აუცილებლად გავალთ ევროპაზე.
ნუკრი ხაჩიძე. 'ვეტერანი ფეხბურთელი."
15 ოქტომბერი 2020 13:34
3
არ უნდა მიიყვანო ბიძია მაქამდე საქმე, თუ გუნდი ხარ ითამაშე და მოუგე, თუმცა სადღაა გუნდი?
123
15 ოქტომბერი 2020 15:25
0
გატანილი პენალტის შემდეგ რომ აკუნტრუშდა, იმისი გაგრძელებაა ეს ბაქიბუქი, მთხლეა თქვენი ნაკრები საქართველოსთან შედარებით, ეს ჩვენზე კარგად იცი, თორემ ასე არ იფრენდი სახლში, ნაჩუქარი პენალტით მოპოვებული ფრის შემდეგ, ესაა მაქსიმუმი, რაც თქვენ შეგიძლიათ. გინდა სიმართლეს გეტყვი შე ჩმორო: არაფერში არ გვჭირდება В ჯგუფი ამ ეტაპზე და ამოტომაც გაჩუქეთ ქულა, 12 ში პირველივე ტაიმის შემდეგ დატოვებ თანამდებობას.
ვაუ
15 ოქტომბერი 2020 12:36
3
როგორ უხარიათ, ძალიან დასანანია, ზედიზედ ორი მოგებული თამაში ფრედ დავამთავრედ, მაგ ანგელოვსკის კი 12-ში უნდა მოვუწყოთ "კოშმაროვსკი".
x.x
15 ოქტომბერი 2020 12:09
1
ელოდე შენ მაგას, ერთი ტაიმის გუნდისგან რას უნდა ელოდო
555
15 ოქტომბერი 2020 15:28
2
სწორედ ეგ გღუპავთ თქვენ
123
15 ოქტომბერი 2020 15:24
0
ბოლოს რომ შეუშვა შეგნებულად გააკეთა მხოლოდ პენალტის გამოსამუშავებლად, ამას უნდა დავუკვირდეთ
foodboll
15 ოქტომბერი 2020 11:47
3
და პენალტი მაინც რისთვის დაიდო ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ?
joi zaza
15 ოქტომბერი 2020 10:57
0
პენალტი იყო და დადო, რა ახსნა უნდა მაგას
123
15 ოქტომბერი 2020 15:27
5
ორი თამაში.ორივე მოსაგები და ვერ მოგებული.კაცის გაძევებანდეც და გაძევების შემდეგაც.ეს იყო რაც მაკედონიასთან,აქამდე ვნახეთ.გამოდის რომ არც ძირითადი შემადგენლობებებით და არც სარეზერვო გუნდით,მაკედონიის სახელიან გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს,არათუ დავუთმეთ რაიმე,არამედ ვჯობდით კიდეც.ცუდი ის არის,რომ მაკედონიელებს აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი და წასაგებ თამაშშიც კი,პოულობენ ძალებს,მატჩის გადასარჩენად.ჩვენ პირიქით,მეტოქეზე ძლიერები ვართ,მაგრამ თვითონვე არ გვჯერა ეს და მოგებულ თამაშებს,ხელიდან ვუშვებთ.ჩვენ თამაშში უამრავ ნაკლზე არაფერს ვიტყვი,მეც,თქვენც მეგობრებო,სულ ამაზე ვსაუბრობთ,მაგრამ მთავარი ნაკლი,ეტყობა მაინც ფსიქოლოგიაა.თვითონვე ბოლომდე არ სჯერათ,რომ მაკედონიაზე ძლიერები არიან.მაკედონიელთა მწვრთნელს უხარია,პირველ ადგილზე ვართო,მაგრამ ეს მხოლოდ იმის წყალობით,რომ ჩვენ ბოლო ორ თამაშში,4 ქულა ვაჩუქეთ მეტოქეებს.როგორც კი ამას გაითავისებენ ვაისი და ბიჭები,რწმენაც მოვა და შედეგიც.მაკედონია პირველ ადგილზეა და დარჩენილი აქვს სომხებთან გასვლა,ესტონეთთან კი,მიღება.ჩვენც იგივე მეტოქეები გვყავს,მხოლოდ ორივეს სახლში ვიღებთ.მაკედონიას,ჩვენზე 2 ბურთით მეტი აქვს გატანილი და ეს სხვაობა გვაქვს აღმოსაფხვრელი.ეს ჩვენ ნაკრებს აგრესიული,დიდ სხვაობით გამარჯვებისაკენ საბრძოლველად გვიბიძგებს და ვნახოთ რას შევძლებთ.თუ სომხეთმა მაკედონიასთან სომხეთში ითამაშა,თვითონაც აქვს შანსები ჯგუფში გამარჯვებაზე და შესაძლოა დაამარცხოს კიდეც მეტოქე.ყოველ შემთხვევაში, არა მგონია მაკედონიამ ადვილად დაჯაბნოს ისინი.თუმცა ჩვენთანაც რომ ბოლომდე იბრძოლებენ,ესეც ცხადია.ასეა თუ ისე,ამ ჯგუფში ჩვენი ამოცანა ცხადზე ცხადია და ყველაფერი ჩვენს ხელშია.თუ ამას დაიჯერებენ,აუცილებლად გვექნება ჯგუფში გამარჯვებაც და მაკედონიასთან გამარჯვებაც,ფინალში.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 10:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული