ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
Pandevi Maryla klasnia,magan moipova is sagole hauti.
Kaxa
15 ოქტომბერი 2020 01:57
3
კვარას გოლმა გამახსენა ვიტალი დარასელიას გოლი,ვიტალიმ მარჯვენა კუთხეში გაიტანა,კვარამ მარცხენაში.
zas.
15 ოქტომბერი 2020 21:33
2
მნიშვნელობითაც დაეწევა თუ 12ში მოგვაგებინებს!
Me ar var Roboti
16 ოქტომბერი 2020 13:44
0
12 ნოებრამდე ვაისის გადამეტებული კრიტიკა არ ღირს,ნორმალური მწვრთნელია რაც მართალია მართალია გუნდი შეკრა გუნდს აქვს თავისი ხელწერა, სხვა საქმეა გულშემატკივრებს მოწონს თუ არა, მთავარია შედეგი რაც ჯერჯერობით აქვს ნაკრებს ასეა თუ ისე, პირადად მე მიმაჩნია დგება დრო სამომავლოდ ნაკრებს უფრო გაბედული და უფრო შეტევაზე მომართული მწვრთნელი ყავდეს, ასეთი მწვრთნელი ქართველი თუ აღმოჩნდება ძალიან მაგარი იქნება, თუმცა ახლაც ვერ იტყვი რო ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობს, უბრალოდ მრჩება შთაბეჭდილება რო ნაკრები ამ თამაშებში თავის შემტევ პოტენციალს ვერ იყენებდა ბოლომდე.ჩვენი ნაკრების დაცვაში მაკედონიასთან თამაშში ტაბიძე მინდა გამოვყო, ძალიან საიმედოდ თამაშობდა მცველს ამდენი ზუსტი წინ პასი გაეკეთებიოს ნაკრებში მე არ მახსოვს ეს ფეხბურთელი ძირითადში თამაშს იმსახურებს ისე როგორც უკეთეს კლუბში თამაშს ვიდრე უფაა, ალბათ მალე გადავა ბევრად უფრო ძლიერ კლუბში.მაკედონია კი ბალკანეთზე არც ხორვატიის დონის არც სერბეთის და ბოსნიის დონის არ არის, აგრეთვე ახლანდელ სლოვენიას და მონტენეგროს იგივე კოსოვოსაც ვერაფრით ჯობს, კოსოვომ ბევრ რამეში აჯობა თავის კარებში გაიტანეს და მაკედონიას მაგრად გაუმართლა როგორც საქართველოსთან ბოლო წუთზე გატანილი პენალტის გამო, ისიც საკითხავია პენალტი იყო თუ არა. ეს ყველაფერი არ ნიშნავს რო საქართველომ რომელიმე მიმართულებით ყურადღება მოადუნოს, ბრძოლის და სწორად წარმართული თამაშის გარდა არაფერი არ გამოვა, იმედია ბიჭები თავს გადადებენ. რა მნიშვნელობის თამაშია აცნობიერებენ. მინდა იმის თქმა რო მკედონიას ძალიანაც ნუ შეაქებენ ზოგზოგიერთი ჟურნალისტები გუშინდელ რეპორტაჟს ვგულისხმობ იქ რაც ითქვა.საქართველოს ბევრად უფრო ძლიერი ნაკრებები დაუმარცხებია თბილისში თან, იგივე ხორვატიის ნაკრები თავის მოდრიჩ რაკიტიჩებიანად.თუმცა კიდევ ვიძახი ბრძოლის და მქსიმალური ყურადგების გარეშე არაფერი გამოვა.უნდა ვთქვათ ისიც რო საქართველოც არ განეკუთნება გრანდებს და ჩვენ არ გვაქ იმის ფუფუნება რო რომელიმე ნაკრებს ზემოდან ვუყუროთ ამისთვის დავისჯებით.ამიტომ ბრძოლაა საჭირო ბიჭებო ბოლომდე, ბოლომდე.
ziko
15 ოქტომბერი 2020 14:50
1
არა ვარ პესიმისტი, მაგრამ თუ ვერ მოვიგებთ ფინალს, 100 პროცენტით ვაისის ბრალი იქნება. ამ თამაშის განიავებაც სრულიდ მაგის სინდისზეა. წარმატებები ნაკრებს,
ტარიელი
15 ოქტომბერი 2020 07:40
8
ცოტა ხანში ტრამვა თუ მოიშუშა გურამ გიორბელიძე იქნება საქართველოს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე, მალის და ლაკვეხელიან ითხოვთ და კაცი ვოლფსბერგში გადავიდა და მაგათზე ბევრად ძლიერი მცველია და კაციშვილი არ ახსენებთ.
semi
15 ოქტომბერი 2020 13:36
6
კვარაცხელია შემოვიდა თუ არა ნაკრებმა თამაში დაიწყო. დაიწყო უკლებლივ ყველამ, ჯიღაურმა, კვეკვესკირმა, გვილიამ! ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ნაკრებს ყოველთვის სჭირდება გული, ცენტრალური ფიგურა მოედანზე ეს ერთი და მეორე ის რომ კვარა არის სასწაული ფეხბურთელი! და ვაის, თქვენი სრულიად სულელური შეცვლით, როდესაც 1-0 ს ამაგრებდით, თქვენ დაამარცხეთ საკუთარი ნაკრები, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. ეს ნაბრძოლი ბიჭები გაიყვანეთ და ბათUმის დინამო შემოიყვანეთ მაშინ, როცა კვარა მეორესაც გაიტანდა და სულ უფრო და უფრო ვაძLიერებდით ზეწოლას. თქვენ ბიჭებს აგრძNობინეთ რომ ეხლა როგორმე დროა გასაყვანი და სრულიად ლოგიკურადაც გაგვიტანეს. ასეთი სიფრთხილე, უკვე შიშია და ფეხბურთს არ უყვარს ასეთი მიდგომა. კვარაცხელიას გოლმა რონალდინიოს გოლები გამახსენა რეალის კარში ადრე. მიუხედავად ამისა მადლობა ვაის ნაკრების ბირთვის გამოკვეთისთვის და სიტუაციისთვის , ხასიათისთვის. მომწონს ეს კაცი ძალიან, ბევრი რამის გამო , მაგრამ მწვრთნელს ამ დონემდე არ ჰქონდეს ტაქტიკური გადადგილების, სტრატეგიის და მომენტის შერჩევის ნიჭი - იშვიათია. რათქმაუნდა ამავდროულად მხარს გიჭერთ ბატონო ვბლადიმერ, ასეთი ნაკრები ჩვენ ჯერ არ გვყოლია
გადასარევი გიორგი
15 ოქტომბერი 2020 14:57
5
pandevi beladia makedoniis rogorc lenini iko .
KUTAISELI
15 ოქტომბერი 2020 08:37
0
ბელორუსი
აზერი. სომხები აი საქართველოს კბილა გუნდები! ეს "ვარსკვლავბიჭუნებიც" მანდ თუ ბამოჩნდებიან და დიდი დიდი რპლ დაინტერესდეს.ისიც არა ტოპ-კლუბები.
kaxi
15 ოქტომბერი 2020 10:11
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული