ოთარ კაკაბაძე: ჩრდ. მაკედონიასთან მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ბელარუსთან მატჩში ტრავმა მიიღო და სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშა. ამასთან დაკავშირებით მან თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვა ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია.

ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ. მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე".

მკითხველის კომენტარები / 9 /
კი მარა ეს MRI თ რა ოხრობაცაა ბელგიაში, არ ააქვთ, რომ ჩაკვეტაძეს გადაუღონ და უთხრან რა ხდება მის თავს? ტფუ
hhh
16 ოქტომბერი 2020 17:25
1
მიდი ოთარ, შენ ძალიან ჭირდები ნაკრებს და იმედი მაქვს კლუბშიც დაიმკვიდრებ ადგილს ძირითადში.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ 12 ნოემბერს გამარჯვება!
ქობულეთიდან
16 ოქტომბერი 2020 15:00
0
წარმატებები ოთარს! მიხარია, რომ საფეხბურთო ქვეყანაში დაბრუნდა.
გიზოგ
16 ოქტომბერი 2020 11:39
0
დაჯექი და უყურე შენს ფლანგზე ვინც არის შემტევი იმ ქერა ტიპის თამაშს დაუმუღამე და შეუბერე 12ში....... უნდა დავადუღოთ მაკედონიელები!!!! იმედია ყაზაიშვილი და მაგის სულიერი ძმა ოქრიაშვილი არ დაიწყებენ ღორობას არა მე უნდა გავიტანო არა მეო :@ გუნდურად ითამაშეთ და გახვაკთ ევროპაზე
მიდი ლომოოოო
16 ოქტომბერი 2020 10:56
1
იმედია, მალე გამოჯანმრთელდება სრულად და 12 ნოემბერს სრულად დაიხარჯება... წარმატებები "კაკაბას", გუნდს და სრულიად საქართველოს!!!
tngh
16 ოქტომბერი 2020 09:23
0
მიდი კაკაბა მოიხოდე შენია მარჯვენა ფრთა ან კვარაცხელიას ან შენგელიასთან ერთად ძალია გვჭირდები.ჯამრთელობა და წარმატებები
თემური
15 ოქტომბერი 2020 22:50
1
კარგია რო ესპანეთში დაბრუნდა.კარგ ფორმაში თუ იქნება მაკედონიას ბევრი პრობლემები შეექმნება მარჯვენა ფლანგიდან.
ziko
15 ოქტომბერი 2020 20:16
0
წარმატებები ოთარ!
მირიანი
15 ოქტომბერი 2020 20:11
0
აბა შენ იცი ოთარ, მაგრად ჭირდები ნაკრებს!
გულშემატკივარი
15 ოქტომბერი 2020 20:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული