ჩაკვეტაძე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
რამდენიმე საათის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ბელგიურ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა.

სახელდობრ, nieuwsblad-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველს მუხლზე ართროსკოპია (ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სახსრებში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის) ჩაუტარდა და ნაწიბუროვანი ქსოვილი მოაშორეს. მან რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა დიდი ალბათობით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩისათვის მზად არ იქნება.

ტრავმის რეციდივის მიზეზად მედიკოსები ჩაკვეტაძის "გენტში" "ბეერსხოტთან" ჩატარებულ შეხვედრას ასახელებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება.

altლონდონური გამოცემა: "ჩაკვეტაძე "ტოტენჰემისთვის"

იდეალური ვარიანტია"
მკითხველის კომენტარები / 31 /
მაგარი გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც ანანიძეს დაემართა იგივე წინაპირობაა ჩაკვეზე, არადა ორივეს დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ძაან იმედგაცრუებული ვარ. ეს მერამდენე მაგალითია.... ბავშვთა ფიზიოლოგიის აზრზე არ არიან ჩვენთან, ვერ იზრდებიან ბავშვები, ჩაკვეს კიდე აქ დრო დიდ ფეხბურთს რო წაეთამაშოს...
თორნიკე ( რაჭა)
13:14 01-11-2020
0
ღვთის ნებაა ყველაფერი ფაქტი ერთია ჩაკვემ მიგვიყვანა იქამდე სადაც ვართ ეხლა ღმერთმა მოგვივლინა კვარაცხელია რომელმაც ჩაკვეტაძის დაწყებული საქმე 12 ნოემბერს უნდა დააგვირგვინოს ტრიუმფით და დარწმუნებული ვარ თუ კარგი ექიმები ეყოლება ჩაკვეტაძეს და სწორად წარიმარტება მისი აღდგენის პროცესი ეს ორივე ერთად ევროპის ჩემპიონატზე ბევრს გააოცებენ სასიამოვნოდ.ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
zurabiრ
12:15 01-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული