ჩაკვეტაძე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
რამდენიმე საათის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ბელგიურ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა.

სახელდობრ, nieuwsblad-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველს მუხლზე ართროსკოპია (ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სახსრებში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის) ჩაუტარდა და ნაწიბუროვანი ქსოვილი მოაშორეს. მან რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა დიდი ალბათობით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩისათვის მზად არ იქნება.

ტრავმის რეციდივის მიზეზად მედიკოსები ჩაკვეტაძის "გენტში" "ბეერსხოტთან" ჩატარებულ შეხვედრას ასახელებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება.

altლონდონური გამოცემა: "ჩაკვეტაძე "ტოტენჰემისთვის"

იდეალური ვარიანტია"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ასეთ ბიჭს, რომ მაძაგებელ კომენტარებს დაუწერს ადამიანი. ღმერთმა გამოგაჯანმრთელოს იმაზე ადრე ვიდრე თვითონ ელოდები და იმაზე მეტი მწვერვალებო დაგეპყროს ფეხბურთში და ცხოვრებაში ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია..!
სამართალი
18:23 31-10-2020
0
დაიტანჯა ეს ბავუშვი:(( გიო იმედია ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებს ამ ტრამვიანობას
გოგა
19:55 31-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული