საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ზუსტად 1 კვირაა დარჩენილი და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი შემადგენლობას ხვალ დაასახელებს, იქამდე კი ადგილობრივ 24TV-სთან ისაუბრა.
"ჩვენ ყოველ წამს ვადევნებთ თვალს Covid-19-თან დაკავშირებულ სიტუაციას. იმედი მაქვს, საქართველოსთან მატჩამდე ყველაფერი კარგად იქნება.
ვაჩვენეთ, რომ არავისი გვეშინია და დიდი ხანია დადებით შედეგს ვაფიქსირებთ ხოლმე, ამან კი მეტი ძალა მოგვცა. იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავალთ.
ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. მეტოქე კარგად გავაანალიზეთ
და საიდუმლო არ გვექნება. ხვალ ნაკრების შემადგენლობას დავასახელებ და ის წინა სიისაგან განსხვავებული არ იქნება.
უბრალოდ, მხოლოდ 1 მეკარეს დავამატებ, რადგან ესტონეთსა და სომხეთთან სტოიკოვსკი ვერ ითამაშებს. ისინი, ვინც გადაურჩნენ ამ ყველაფერს, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ითამაშებენ.
ხალხის წინაშე თამაში სასიამოვნო იქნებოდა. ჩვენი ფეხბურთელები სავსე ტრიბუნების წინ თამაშს მიეჩვივნენ. თბილისში კი მაყურებელი არ იქნება, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, კორონასთან დაკავშირებულ სიტუაციას უკვე მივეჩვიეთ", - განაცხადა ანგელოვსკიმ.
მაკედონიელები თბილისში შეიძლება ორი ძირითადი მცველის გარეშე ჩამოვიდნენ
ვლადიმირ ვაისმა ისტორიული მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა!