ჩრდილომაკედონიელები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, მართლა დარწმუნებულნი არიან ჩრდილომაკედონიელები საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებაში თუ უბრალოდ ეს მათი სტრატეგიაა, ან შეიძლება სულაც თავს იგულიანებენ, მაგრამ ფაქტია, ერთობ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

დღეს ნაკრების შეკრებაზე უკვე გამოცხადდნენ კაპიტანი გორან პანდევი და ელიფ ელმასი და ეროვნულ გუნდთან ერთად სასტუმროში არიან.

ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რათა გავიმარჯვოთ და ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს მართლაც ემოციური შეხვედრა იქნება, რამეთუ ევრო 2020-ზე გასვლის შესაძლებლობა
გვაქვს. მიღწეული დადებითი შედეგებით ბედნიერები ვართ, თუმცა ფინალში გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად ახალი თამაშია, წინა ორისგან განსხვავებული; ფინალია, რომელსაც ორივე გუნდი განსხვავებულად შეხვდება. მე დეტალების ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას ვიმედოვნებ".

ასევე მეტად ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს მცველმა ვისარ მუსლიუმ და თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნელა ბეჭი არ ამოიგდოთ
grisha
21:05 09-11-2020
0
ძალიან ჭკვიანურია, მაკედონიელებმა თამაშამდე იზეიმონ, ჩვენ თამაშის შემდეგ. ზეიმი ორივეს შეგვრჩება.
ტვინი
02:08 10-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული