საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისათვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინვიდუალური პროგრამით ჩაერთო.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში უკვე 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს - გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია
(ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 38 /
საიტის ადმინისტრაციასთან მაქვს რჩევა, როგორც ფსიქოლოგს, გადავხედე ბოლო დროს ჩვენი ნაკრების მომავალ თამაშზე და ძალიან ბევრ სტატიას დებთ ხან მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდა ამბობს აუცილებლად მოვიგებთო, ხან ვინ და ხან ვინ, საქართველო ჩვენი დონის მეტოქე არ არისო. მათი ქვეყანაა და თავის ნაკრებს ამხნევებენ, მაგრამ მაგ სტატიების გაზიარება ხშირად ფსიქოლოგიურად არც გულშემატკივარს წაადგება ჩვენსას და არც ფეხბურთელებს ვინც ამას კითხულობენ. რისი მაქნისია მაკედონია კი ვნახეთ ორჯერ, ვაჯობეთ და გაუმართლათ. მაგას ჯობია დადოთ ქართულო ფეხბურთის ლეგენდებს დაუკავშირდით, აზრი ათქმევინეთ, ყველას, ბევრს და რწმენა გაუმაგრეთ მკითხველსაც. დადებითი აურის და მოლოდინის შექმნით თვითდაჯერებაც მეტია და შედეგიც უკეთესი გვექნება. ველოდები ამ დღეს, დღეს რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელია ველოდები!

წარმატებები ქართველ ბიჭებს
თემო
00:13 10-11-2020
0
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულის ავტორები,იცოდეთ მთელი ქართველობა თქვენთანაა! წინ კოლხეთ-იბერიისთვის!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
00:18 10-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული