საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს სამშობლოში ამხნევებენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მხარდამჭერი კამპანიაცაა წამოწყებული. მედიასაშუალებები არწმუნებენ ფეხბურთელებს, რომ გამარჯვება შეუძლიათ. საქართველოში გამომგზავრების წინ ნაკრებს მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ მიმართა:
"ჩვენს ფეხბურთელებს საქართველოსთან ფინალში მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ. ამ გუნდს აქვს მებრძოლი ხასიათი, ძალა და მოთმინების უნარი. მე მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დიდი გამარჯვება გველის. იღბალი მამაცთა მხარეს იქნება. ნახეთ, როგორ ვხდებით სულ უფრო ძლიერები ერთად".