"საქართველოს დავამარცხებთ, იღბალი მამაცთა მხარეს იქნება" - ამბობს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს სამშობლოში ამხნევებენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მხარდამჭერი კამპანიაცაა წამოწყებული. მედიასაშუალებები არწმუნებენ ფეხბურთელებს, რომ გამარჯვება შეუძლიათ. საქართველოში გამომგზავრების წინ ნაკრებს მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ მიმართა:

"ჩვენს ფეხბურთელებს საქართველოსთან ფინალში მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ. ამ გუნდს აქვს მებრძოლი ხასიათი, ძალა და მოთმინების უნარი. მე მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დიდი გამარჯვება გველის. იღბალი მამაცთა მხარეს იქნება. ნახეთ, როგორ ვხდებით სულ უფრო ძლიერები ერთად".

მკითხველის კომენტარები / 25 /
იმედი მაქ გაფარჩაკდებით!!! და მე კიდე მაგრად ვიცინებ!! მეზიზღება ეს ადამიანი უკვე !
Vasili
21:17 11-11-2020
0
ნუ აქვეყნებთ რა ამათ კომენტარებს და ინტერვიუებს. დარწმუნებული ვარ მაკედონიაში საერთო დარ წერენ იმას რასაც ჩვენები ამბობენ და საქართველოს გამარჯვებაზე.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული