ალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"

AutoSharing Option
ინგლისური "ლიდსის" ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა ეზგან ალიოსკიმ საქართველოს წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს თავისი ნაკრები მოიპოვებს.

"გუნდი, რომელიც ევრო 2020-ზე ითამაშებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება. მიუხედავად ამისა, დიდი გუნდები, არცთუ იშვიათად, პატარა გუნდებთან მარცხდებიან. ამის თავიდან ასაცილებლად, დიდი კონცენტრაცია და მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

ყველაფერს ხვალინდელი დაპირისპირება გადაწყვეტს. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და ჩვენს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ვიზეიმებთ" - განაცხადა ალიოსკიმ.

altანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

altPREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს იყო კლინსმანის ტაქტიკა 2006 მსოფლიოს ჩემპიონატზე,სულ ცდილობდა თვითრწმენა აემაღლებინა,სხვების დადაბლებით,ამან არ გაამართლა. ჩვენი ბიჭები და ვაისი დიდიხანია უკვე ერთად მოდიან და ფსიქოლოგიურად და გუნდურობით ეს ნაკრები ყველას სჯობს,რაც კი ოდესმე გვყოლია.დადგა 12 ნოემბერი და ვერ ვიძინებ ნერვიულობით,თამაშზე მეფიქრება და ცრემლები მომდის.თითქოს ომში მივდიოდე,თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ასახელეთ სამშობლო,ღმერთი გფარავდეთ
საქართველო
01:17 12-11-2020
0
თქვენი გუნდი ისევეა დიდი, როგორც თქვენ მაკედონიელები. ხვალ გამოგიწერთ ვაისი პუტიოვკას..!
голая правда
21:01 11-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული