დაასრულეთ მაკედონიელთა ბაქიბუქი და გაიმარჯვეთ - თქვენ ეს შეგიძლიათ!

AutoSharing Option
ჩრდილომაკედონიელები თბილისში საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩზე ზედმეტად თვითდაჯერებულები ჩამოვიდნენ. ბაქიაობა ჯერ კიდევ სამშობლოში დაიწყეს, მედიაში გუნდის მხარდასაჭერი კამპანიაც გამართეს და ძალიანაც შეაგულიანეს ფეხბურთელები, რომლებიც ისე მოჩანს, თავიანთ უძლეველობაში დარწმუნებულნი არიან, მით უმეტეს, ნახევარფინალში კოსოვოს ძლევის შემდეგ. ასეთი აქტიური თანადგომა ჩვენს ეროვნულ გუნდს არ ჰქონია. აბა, სად გვეცალა, არჩევნები გვქონდა და სხვა სამომავლო პოლიტიკური მოვლენები განსახილველი.

არადა, კი უნდა ხვდებოდნენ მაკედონიელები (ან მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა), რომ "ჯვაროსნებთან" წინა ორ შეხვედრაში წაგებას სასწაულად გადაურჩნენ, მეტოქე ვერაფრით დაჯაბნეს და მომენტებსაც
ძალიან იშვიათად ქმნიდნენ. რატომღაც წინასწარ დაიწყეს ზარ-ზეიმი. თავიდან მეგონა, ამას მოწინააღმდეგეზე ზეწოლისთვის აკეთებდნენ, მაგრამ ეტყობა, ხასიათში აქვთ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციაზე არც შევიდნენ. მოკლედ, აინუნშიაც არ გვაგდებენ. ეს მათი საქმეა, უფლებაა. მაკედონიელთა სამ წამყვან ნახევარმცველს პრობლემები აქვს - ენის ბარდი (ლევანტე) თბილისში საერთოდ ვერ ჩამოვიდა, არიან ადემის (ზაგრების დინამო) ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია, ხოლო ელიფ ელმასი (ნაპოლი) შეუცვლელად სათამაშოდ მზად არ არის. ასე რომ, თავსატეხი მოწინააღმდეგის მწვრთნელს, იგორ ანგელოვსკისაც საკმაო აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტალინში ესტონეთთან მან წამყვანი ფეხბურთელები დასვენების მიზნით სასტარტოში არ დააყენა, მე-80 წუთამდე 1:3-ს აგებდნენ და მხოლოდ შეცვლაზე შესულმა ლიდერებმა მოახერხეს შეხვედრის ფრედ დასრულება. ერთი სიტყვით, გრძელი, სრულფასოვანი სათადარიგოთა სკამი არა აქვთ.

საქართველოს ნაკრები კი გულშემატკივართა მხარდაჭერის, გიორგი ჩაკვეტაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ოთარ კიტეიშვილისა და ლევან შენგელიას გარეშე დარჩა. სამი შემქმნელი (ახლა ჩიქორთულად კრეატიულს რომ ეძახიან) ფეხბურთელი არ გვეყოლება ისტორიულ მატჩში, არც ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა და ჯამში ეს ოთხეული ჩვენი ეროვნული გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი გახლავთ. ჩაკვეტაძის არყოფნას ასე თუ ისე შეგუებულები ვიყავით, კიტეიშვილის, შენგელიასა და მეტადრე კვარაცხელიას მაინცდამაინც ახლა გამოკლება კი ძალიან სამწუხაროა. ამ ყველაფრის ერთობლიობით, რა თქმა უნდა, შანსები შეგვიმცირდა (ჩვენ ხომ სხვებივით სუბიექტურები არ უნდა ვიყოთ), თუმცა გამარჯვების შესაძლებლობა მაინც ვიზავიზე მეტი გვაქვს - ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. გუნდში, სადაც 37 წლის შემტევი საუკეთესოა, დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. არც მეკარე ჰყავთ საუცხოო და არც მცველები. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად საკუთარი კარი მშრალად ერთი წლის წინ შეინახეს.

თუ დებიუტშივე რომელიმე გუნდმა გოლი არ გაიტანა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ლამაზი და გახსნილი თამაში. დაახლოებით, სკოპიეში გამართული მატჩის პირველ ტაიმს დაემსგავსება, ბევრი ბრძოლითა და მეტოქის შეცდომის მოლოდინით. შეიძლება ყველაფერი მცირედმა დეტალმა ან სულაც მსაჯმა გადაწყვიტოს. ეს მთელი საქართველოს მატჩია, ვეტერანებისთვის დიდ ტურნირზე მოხვედრის უკანასკნელი შანსი, ახალგაზრდებისთვის კარიერაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი და ქართული ფეხბურთის განვითარების არნახული შესაძლებლობა. ეს ყველამ შესანიშნავად იცის, ამაზე ზედმეტ ლაპარაკს აზრიც არა აქვს. მთავარია, ბიჭები არ დაითრგუნონ, ფსიქოლოგიურ წნეხში არ მოექცნენ და ეს მათ თამაშზე არ აისახოს. ღმერთმა არ ქნას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მათზე აუგი არავის დასცდება.

ამიტომ უნდა ითამაშონ ყოველგვარი ზედმეტი კომპლექსის გარეშე და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ! ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს უნდა გააკეთონ!

altვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

altკვეკვესკირი: ცეცხლი გვიკიდია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს"

altანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

altალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბიჭებო მიდით ამის დედაც დღეს თქვენი დღეა ჩვენი დღეა დღეს სიხარული დაისადგურებს ჩვენს ქვეყანაში და მისი შემოქმედები თქვენ იქნებით. გვიყვარხართ
ქართველი
12 ნოემბერი 2020 19:34
0
ბიჭებო მიდით ამის დედაც დღეს თქვენი დღეა ჩვენი დღეა დღეს სიხარული დაისადგურებს ჩვენს ქვეყანაში და მისი შემოქმედები თქვენ იქნებით. გვიყვარხართ
ქართველი
12 ნოემბერი 2020 19:27
0
გასკდა გული დროზე დაიწყოს თამაში ცოტას წავუძინებთქო დრო გავიდესთქო და არც ძილი მეკიდება რა დამაძინებს გული ამოვარდნას არის მიდით ლომებო ჯიგარი ჩადეთ სული გული და ჩვენ გავიმარჯვებთ მაკედონელებს ვიღაცაში ვეშლებით ერთი მაკედონელი ყავდათ და თავი ვიღაც გონიათ ვანახოთ ქართველობა რაც არის!!!!
რომანოზაააააა
12 ნოემბერი 2020 18:33
0
ეს თამაში გადამწყვეტია ყველა ასპექტით.წაგების შემთხვევაში ალბათ ლორია,კაშია,კანკავა წავლენ ნაკრებიდან,რა თქმა უნდა ვაისიც და ახალი მწვრთნელი და ახალი გუნდი იქნება.ეს თამაშია ვაისის გადამწყვეტი და ლორიას,კანკავას და კაშიას ცხოვრების თამაში.ყველაზე მეტად მათ უნდათ ამ თამაშის მოგება და დარწმუნებული ვარ ისე იბრძოლებენ,როგორც არასდროს და დანარჩენ ყველასაც ასევე აბრძოლებენ.ყველას განსაკუთრებული მოტივაცია აქვს.არმგონია ასეთი მუხტით წავაგოთ.ასეთი ბრძოლით შეუძლებელია წავაგოთ,თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.იღბალი მებრძოლთა მხარესაა,ბრძოლისთვის აშკარად მზადაა ეს გუნდი.მოვიგებთ!!!!!
Master
12 ნოემბერი 2020 17:23
3
დრიბლინგიანი/ხვიჩა/ და კარში დამრტყმელ/ჩაკვე/ ფეხბურთელი აღარა გვყავს და ცენტრში ბურთის გორაობით თამაშის მოგებას როგორ ვაპირებთ საინტერესოა.მაყურებელი რომ დაეშვათ ამ მავნებლებს მეცამეტე მოთამაშე ვიქნებოდით და კიდევ შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრი და ამ ჭ კლასის ფეხბურთელებით მოგება ალბათ სასწაულის ტოლ ფასი იქნება.
ღმერთი თუ გვიშველის
12 ნოემბერი 2020 16:32
14
სირცხვილია ასე მოხსენიება შენი ქვეყნის ნაკრების წევრების.
თამაზი
12 ნოემბერი 2020 19:37
0
ვიღაცას ეწერა და მეც გავიმეორებ. თუ მაგ ჭ კლასის ფეხბურთელებით ჭ კლასის მაკედონიას ვერ მოვუგებთ მაშინ ევროპაზე თამაშს არ ვიმსახურებთ (ჩაკვე და კვარა მომავალ ძლიერ გუნდებშიც მიაღწევენ წარმატებას, თუ ისე აეწყოთ კარიერა, როგორც ამ მომენტში მოჩანს და გვინდა).
პ.ს ჩემი ჭ კლასის ნაკრები და ჭ კლასის ფეხბურთელები მირჩევნია სხვის ა და ბ კლასის ფეხბურთელებს.
nk
12 ნოემბერი 2020 18:06
1
წინ საქართველო! გვჯერა ჩვენი ბიჭების და უფლის შემწეობით, ჩვენ გავიმარჯვებთ!
ვახო...
12 ნოემბერი 2020 16:20
0
დღეს თამაში თავითაა მოსაგები ვიდრე ფეხით.
david gurgenidze
12 ნოემბერი 2020 16:10
0
ჯგუფური ეტაპი ფაქტიურად ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა, ბელორუსი კი ხვიჩა კვარაცხელიამ. დღეს უნდა დაამტკიცონ რომ ნაკრებს გუნდური თამაში შეუძლია და გამოჩნდება როგორი მწვრთნელია ვაისი.
emigranti
12 ნოემბერი 2020 15:04
0
საოცრებაა ნაკრებს,რომელის ფეხბურთელებიც არც ვარსკვლავებს წყვეტენ და თავიანთ კლუბებში ყველა შეცვლაზე თამაშობს :ელმასიც,ალიოსკიც,პანდევიც და სხვები,ნუ მაკედონიის შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებზე არაფერს ვამბობ,გუნდმა ძლივს დაამარცხა მეორე შემადგენლობით მოთამაშე კოსოვოს ნაკრები საკუთარ მოედანზე,რომელიც არაფერს წარმოადგენს,2 თამაში ვეთამაშეთ და ორივეში ფაქტიურად ცალკარა თამაში იყო ჩამოდის და თავი ფავორიტი გონია,მერე რა რომ 1 ფეხბურთელი დაკვალდება დანარჩენებს ისედაც შეგუებული ვიყავით,ამ ნაკრებით გაცილებით ძლიერ ნაკრებებს ვუწევდით წინააღმდეგობას და ესენი ვინარიან ერთი უფერული არაფრის მანისი გუნდია,რომელიც წვალობს უბრალოდ და არაფერი გამოსდის მოედანზე,მოხუცი პანდევის იმედადაა დარჩენილი,დაცვა ყავთ კატასტროფა ესტონეთთან 3 გოლი გაუშვა,რომელსაც 3 გოლი მგონი საერთოდ არ ქონდა გატანილი ისტორიაში,
აუცილებლად უნდა მოუგოთ ბიჭებო!თქვენ გაცილებით ძლიერები ხართ ვიდრე ეს ალექსანდრე მაკედონელი ფეიკი შთამომავლები!
დათო
12 ნოემბერი 2020 14:39
0
ნეტავ რის საფუძველზე არიან ასე დიდ გულზე და წარმატებაში დარწმუნებულნი ეს ჩემის დონიელები.საერთოდ ასეთი თვითდაჯერებისთვის ისჯებიან ხოლმე და ასე იქნება დღესაც,ჩვენი ბიჭები ფორით მოიგებენ.წინ საქართველო,წინ ქართველებო.ჩვენ თქვენი გვჯერა ბიჭებო.ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
ხაშურელი
12 ნოემბერი 2020 14:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული