არადა, კი უნდა ხვდებოდნენ მაკედონიელები (ან მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა), რომ "ჯვაროსნებთან" წინა ორ შეხვედრაში წაგებას სასწაულად გადაურჩნენ, მეტოქე ვერაფრით დაჯაბნეს და მომენტებსაც
საქართველოს ნაკრები კი გულშემატკივართა მხარდაჭერის, გიორგი ჩაკვეტაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ოთარ კიტეიშვილისა და ლევან შენგელიას გარეშე დარჩა. სამი შემქმნელი (ახლა ჩიქორთულად კრეატიულს რომ ეძახიან) ფეხბურთელი არ გვეყოლება ისტორიულ მატჩში, არც ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა და ჯამში ეს ოთხეული ჩვენი ეროვნული გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი გახლავთ. ჩაკვეტაძის არყოფნას ასე თუ ისე შეგუებულები ვიყავით, კიტეიშვილის, შენგელიასა და მეტადრე კვარაცხელიას მაინცდამაინც ახლა გამოკლება კი ძალიან სამწუხაროა. ამ ყველაფრის ერთობლიობით, რა თქმა უნდა, შანსები შეგვიმცირდა (ჩვენ ხომ სხვებივით სუბიექტურები არ უნდა ვიყოთ), თუმცა გამარჯვების შესაძლებლობა მაინც ვიზავიზე მეტი გვაქვს - ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. გუნდში, სადაც 37 წლის შემტევი საუკეთესოა, დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. არც მეკარე ჰყავთ საუცხოო და არც მცველები. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად საკუთარი კარი მშრალად ერთი წლის წინ შეინახეს.
თუ დებიუტშივე რომელიმე გუნდმა გოლი არ გაიტანა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ლამაზი და გახსნილი თამაში. დაახლოებით, სკოპიეში გამართული მატჩის პირველ ტაიმს დაემსგავსება, ბევრი ბრძოლითა და მეტოქის შეცდომის მოლოდინით. შეიძლება ყველაფერი მცირედმა დეტალმა ან სულაც მსაჯმა გადაწყვიტოს. ეს მთელი საქართველოს მატჩია, ვეტერანებისთვის დიდ ტურნირზე მოხვედრის უკანასკნელი შანსი, ახალგაზრდებისთვის კარიერაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი და ქართული ფეხბურთის განვითარების არნახული შესაძლებლობა. ეს ყველამ შესანიშნავად იცის, ამაზე ზედმეტ ლაპარაკს აზრიც არა აქვს. მთავარია, ბიჭები არ დაითრგუნონ, ფსიქოლოგიურ წნეხში არ მოექცნენ და ეს მათ თამაშზე არ აისახოს. ღმერთმა არ ქნას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მათზე აუგი არავის დასცდება.
ამიტომ უნდა ითამაშონ ყოველგვარი ზედმეტი კომპლექსის გარეშე და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ! ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს უნდა გააკეთონ!
ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები
კვეკვესკირი: ცეცხლი გვიკიდია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს"
ანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს
ალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"