ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
მგონი ახლა უკვე დროა შევაჯამოთ ქართულ ფეხბურთში ჩადებული ბიუჯეტის 300 მილიონი ლარი, გვაქვს რამე შედეგი საკლუბო ან სანაკრებო ფეხბურთში? და ეს ფული რომ არ ჩადებულიყო ამაზე უარესი შედეგი გვექნებოდა? რა თქმა უნდა_არა! ხომ არ გამოდის, რომ ეს ფული უშედეგოდ დაიხარჯა? და ვინმე არის ამაზე პასუხისმგებელი?
მეოცნებე
13 ნოემბერი 2020 01:49
2
დამატებით დროში ფეხბურთელების გამოცვლა დროს გასაყვანა კეთდება.ვაისის ეს მოქმედება მაგარი საეჭვოა.
ასეა ეს
13 ნოემბერი 2020 00:00
1
ციხეში!
...
13 ნოემბერი 2020 00:50
1
უნდა ნახით ფედერაციის მესვეურების ხელფასები რომელიც გამოაქვეყნა ერთ ერთმა ორგანიზაციამ..კობიაშვილი 12000-ლარი,მუჯირი 10000-ლარი,ვინმე ჭუმბურიძე 11500-ლარი და საინტერესოა ბოლო სამი თვე დანამატის სახით 29000-ლარი მიიღო,ჯღარკავა 9500-ლარი,,რატომ და რაში იღებენ ასეთ ხელფასებს თანაც ჩვენი ჯიბიდან გადახდილს,,კიდევ ერთი კობიაშვილი როგორც პარლამენტარი ყოველთვე იღებს 6300-ლარს,ეს არის სწორედ სულში ჩაფურთხება,ამ დროს ჯალაძე თავისი შვილით იყო წარმოდგენილი თამაშზე
ჯიჯი
13 ნოემბერი 2020 00:28
1
რასაც კობი იღებს თვეში იგივეს იღებს 60 პენსიონერი ერთად აღებული. ჟვანია რასაც იღებს იგივეს იღებს 120 პენსიონერი და თვე იმყოფინეთო ეუბნებიან ხმა ამოიღეთ ხალხო უსამართლობაზე რაც ქვეყანაშია და ეს დღეს არ მომხდარა წლებია უკვე ასეა
Martali
13 ნოემბერი 2020 01:03
1
56-ე წუთზე გოლს უშვებ, რამდენიმე წუთი ხედავ საერთოდ, საერთოდ, საერთოდ!!! ვერაფერს ქმნი და პირიქით გიტევენ კიდევ...ამის მიუხედავად პირველი შეცვლა 80-ე წუთზე კეთდება...

აი ვინმე სპეციალისტმა ახსნას რა ლოგიკა და ჯადოქრობაა ასეთ გადაწყვეტილებაში????
sormona
13 ნოემბერი 2020 00:12
1
ასეთ კომენტარზე ბელორუსთან 79 დისლაიქი დამიწერეს
რაგბის ფანი
13 ნოემბერი 2020 00:49
1
ბიჭოს! ორი წლის წინ ვწერდი მაგას და რატო არავის გესმოდათ მაგის დედა ვატირე
Bs
13 ნოემბერი 2020 00:18
0
გუშინდელი დღიდან ვუთვლი ტკბილ სიტყვებს ფიფა-უეფას და ჩვენ ფედერაციას, მაინც მქონდა იმედი,იქნება ვცდები მეთქი, თურმე არ ვცდებოდი,
უუუ თქვე სალახანებო, როგორ ჩააფურთხეთ ერს სახეში,
არ ჯობდა დაეტოვებინათ ცხადაძე? მეტი მეტი ხანდახან ბაჩანა ეთამაშებინა, სხვა მხრივ მართლა არაუშავდა, მარა.... ეჰ, დაქცეულო ქვეყანა! ბიძოს და მიშოს შორის რომ გექნება არჩევანი გასაკეთებელი,
Bs
13 ნოემბერი 2020 00:00
3
ჩვენ ისეთი ბანძი ერი ვართ არც კობიაშვილის გადადგომას მოვითხოვთ არც ვაისის. ცხადაძე დაბრუნდი
თემო
12 ნოემბერი 2020 23:14
2
უნიათო მერი და უნიათო ფედერაცია, აი ვისი ბრალია ყველაფერი.
ტეტე
12 ნოემბერი 2020 23:57
9
მოკითხვა ვაისს ბუდუ ზივზივაძისგან!!! მეტს არაფერს არ ვიტყვი
baba
12 ნოემბერი 2020 23:42
4
ვინც ვაისი კრიტიკას მიდისლაიქებდით, საქართველოს მტრები ხართ ერთუჯრედიანებო!
რაგბის ფანი
12 ნოემბერი 2020 23:18
4
რითია კალაძეს წირპლიანი შვილი სხვების შვილზე უკეთესი თვალებში რომ გვაფურთხეს ალაძემ და კობიაშვილმა თავიანთი ოჯახების მიყვანით
ჯიჯი
13 ნოემბერი 2020 11:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული