ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
მისმინე კახა კობი და თქვენი დამქაშებით ალაგეთ ბარგი და დატოვეთ ფედერაცია ვერაფერი კარგი ვერ შექმენით თქვენ იმის ნაცვლად აღიაროთ წარუმატებლობა იჭიმებით იცოდე მოვა დრო მე გავიცინებ თქვენი სასჯელით უბრალოდ გამოიჩინეთ ფეხბურთისადმი პატივისცემა და მიეცით სხვას საშვალება რომ უკეთესი შედეგი დადონ მოშორდით.???
ლაშა
13 ნოემბერი 2020 23:57
1
დამარცხებული ერის სინდრომზე მუშაობენ 30 წელია ამ ქვეყნის მტრები და შენც თანამონაწილე ხარ ამის. გამარჯვებული ქართველი უვარგის ძალებს არ სჭირდებათ, ფაქტიურად ბოლომდე გადაგვაგვარეს............
სტალინი
13 ნოემბერი 2020 21:21
1
გვეკაიფება მემგონი ამდენ ხალხს. თავი საბავშვო ბაღში ხომ არ გგონია ჯერ დაᲐშავო და მერე ბოდიში იხადო არ მინდოდა ვერ გავაცნობიერე და ასე შემდეგ სანამ რამეს გააკეთებ ჯერ კარგად დაფიქრდი ბოლო ბოლო თბილისის მერი ხარ და მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია.
ჯიჯი
13 ნოემბერი 2020 21:16
2
მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი, პოლიტიკის ტამპალი დედაც ვატირე, მაგრამ რას ფიქრობდით ერთი ეს გამაგებინე ხალხი რომ არ შეუშვით. არა რა მე მაინც მგონია რომ გაიყიდა რა... აბა ბიჭო ისეთი დებილი როგორ უნდა იყო რომ აგებდე, იხრჩობოდე და ხელებს არ აქნევდე საშველად. ცვლილება არ გააკეთა ამ შობელძაღლმა ამან. მე ვფიქრობ ყველა მთავრობის წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი მაყურებლის არ დაშვების გამო. შემდეგ ვაისს აქვს ბოდიში მოსახდელი და სასწრაფოდ უნდა წავიდეს და მესამე ჩვენს ჯიგარ ფეღბურთელებს, რომ კარში ბურთი ვერ დაარტყეს.
ლუკა
13 ნოემბერი 2020 20:52
1
90 წუთის განმავლობაში ქართველმა ვაი ფეხბურთელებმა- თავის მეკარეს 50-ჯერ დაუბრუნეს ბურთი, ხოლო მაკედონიელებმა 5-ჯერ.გადაიანგარიშეთ მარტო ამ ვუი კომბინაციების დროს რამდრენი დრო დაკარგეს. თუ არ გჯერავთ განმეორებით უყურეთ.შიშით ვერცერთი სპორტი ვერ იმარჯვებს. ქართველ ფეხბურთელებს ეს ავადმყოფობა დიდი ხანია აქვთ, რასაც არასდროს შედეგი არ მოუტანია.რათქმა უნდა მწვრთნელი უნდა წავიდეს და ახალმა მწვრთნელმა ბურთის უკან დაბრუნების ვირუსს უნდა ებრძოლოს.სამარცხვინოა.
გურამ
13 ნოემბერი 2020 20:25
0
ეს კაცი თავს საგინებელს რატო იხდს ვერ გავიგე.რაში გჭირდება პოლიტიკა ან რაშენისაქმე ან რაიცი პოლიტიკის შენ ,კობიმ ,ვიქტორ სანიკიძემ ან კაჭარავამ ,?აი რაშუაშიხართ მაგ სფეოსთან?
gio
13 ნოემბერი 2020 19:30
4
ეხ კახი რა იქნებოდა ამ პოლიტიკას არ გაკარებოდი.
fff
13 ნოემბერი 2020 18:54
3
მაკედონელებისგან აღებული მილიონი $ ტკბილია?
...
13 ნოემბერი 2020 18:31
14
თან როგორი ტკბილი.. ასე ამბობენ გონებას ბინდავს და ბოდიშის მოხდის სურვილს აღძრავსო...
ეჰჰ
13 ნოემბერი 2020 18:59
5
ვაისს რამდენი გადაუხადეთ ბოლო წუთებზე დროის გაყვანაში?
...
13 ნოემბერი 2020 18:43
4
ამ საქმეს აღარაფერი ეშველება აწი მაგრამ შეგეძლოთ ბიჭებს დახმარებოდით შეგეშვათ გულშემატკივარი სტადიონზე დარწმუნებული ვარ სხვანაირად დაიმუხტებოდა გუნდი და ესე უსუსურად არ წააგებდა და ს...ი ვალოდიაც ეგევე თუარა 70წუთზე გააკეთებდა შეცვლას დაგვღუპა მაგ კაცმა და ამის პასუხისმგებელი თქვენც ხართ ვინ ვინდა შენ და კობიაშვილს მაინც გაქვთ საფეხბურთო გამოცდილება.რას აკეთებდი ლოჟაში ჯდომით შეგეყვირათ ქემაინც დეგენერატი ვაისისთვის ჩვენს მაგივრად ცვლილება გაეკეთებინა.მთელ ერს გაერთიანების საშვალება არ მიეცით აი რა გააკეთეთ
თემური
13 ნოემბერი 2020 18:19
0
სპორტალ რას ეღჩი ჩემს კომენტარებს გამაგებინე რაგინდა ვეღარ გამიგია
Gio
13 ნოემბერი 2020 18:11
1

სიახლეები პოპულარული