ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
არა მე ერთი რამ მაკნტერესებს. რის ხარჯზე პირდება დაჯარიმებულს რომ პრობლემა არ შეექმნება? ჩაუწყობს და გააუქმებინებს? ეს ნიშნავს რომ მე ვარ კანონი და როგორც ვიტყვი ისე იქნებაო. თუ სამართლიანად მოითხოვს და ასევე სამართლიანად გაუქმდება, მაშინ გამოდის რომ პოლიციამ დაწერა კანონდარღვევით. შერჩევითი სამართალი და ძალაუფლების ხარჯზე ქულების დაწერა. ალბათ მართლა გაუუქმებენ მაგ ჯარიმას, მაგრამ კალაძე რის ხარჯზე პირდება ამას ვერ ვხვდები.
David
13 ნოემბერი 2020 17:50
0
თვითონ აპირებს ალბათ რომ გადაუხადოს...
buba
13 ნოემბერი 2020 20:40
5
ე.ი შენ რომ ფეხბურთელი იყავი და მე უბრალო გლეხი ვარ მაგიტომ შენ გაქვს უფლება და მე არააა? შენი კი არ დაუშვი შეცდომა "პატარა გაუთვალისწინებელი" მამაშენმა დაუშვა შეცდომა შენი გაჩენისთვის, შენ გუშინ ყველა გლეხი გულშემატკივარი დაჩაგრე და დღეს საკუთარი პირით აღიარებ რომ თავზე და....ვი, წადით სახლში და შეეშვით ხალხის გამწარებას და თავზე დაჯდომას რომ ბოლოს გლეხს ამოუა ყელში და ლინჩის წესით გაგასამართლებენ.
roma bejanidze
13 ნოემბერი 2020 17:42
3
წადი შენიი.
Status quo
13 ნოემბერი 2020 17:38
2
ეს ტლუ კაცი, რითია ამის წირპლიანი შვილები სხვის შვილებზე უკეთესი
Irakli
13 ნოემბერი 2020 16:54
5
90 წუთის განმავლობაში ქართველმა ვაი ფეხბურთელებმა- თავის მეკარეს 50-ჯერ დაუბრუნეს ბურთი, ხოლო მაკედონიელებმა 5-ჯერ.გადაიანგარიშეთ მარტო ამ ვუი კომბინაციების დროს რამდრენი დრო დაკარგეს. თუ არ გჯერავთ განმეორებით უყურეთ.შიშით ვერცერთი სპორტი ვერ იმარჯვებს. ქართველ ფეხბურთელებს ეს ავადმყოფობა დიდი ხანია აქვთ, რასაც არასდროს შედეგი არ მოუტანია.რათქმა უნდა მწვრთნელი უნდა წავიდეს და ახალმა მწვრთნელმა ბურთის უკან დაბრუნების ვირუსს უნდა ებრძოლოს.სამარცხვინოა.
გურამ
13 ნოემბერი 2020 20:25
0
ლამაზი ტექსტით მოხდილი ბოდიშია...
თუ გულწრფელი ხარ და არა პრ მრჩევლის დაწერილი ტექსტია კიდევ ჰო... მაგრამ მეორე რომ გვგონია?!
თუმცა პრობლემა ისაა, რომ ემოციურია თუ არა ემოციური დღე ხალხზე ფიქრი სულ არ გინდათ :(
რა გუშინ გაიგეთ რომ ლოჟაში ადგილი გექმებოდათ, თუ გუშინ გაიგეთ რომ 22:00-ს მერე მოძრაობაზე შეზღუდვაა?
დავით
13 ნოემბერი 2020 16:54
0
ეხ კახი რა იქნებოდა ამ პოლიტიკას არ გაკარებოდი.
fff
13 ნოემბერი 2020 18:54
3
ვერაფერს ვეღარ მიაღწევთ , არანაირი მომავალი არ გვაქვს ... და არც ვიმსახურებთ რა ქვეყანა ვართ საერთოდ , რუსეთის მონები ვართ ... ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნით უკიდურესი გაჭირვებაა და ამისთვის შენ კახი არაფერს არ აკეთებ ... რუსეთი რატომ ვახსენე ? ანაკლიის პორტის გამო მოგიხაზეს და შეწყვიტეთ ეგრევე ... ეხლა ხაზარაძეს აბრალებთ რათაცეებს კაი ვთქვათ ხაზარაძემ ვერ გაქაჩა შენ დაასრულე თუ მაგრები ხართ მაგრამ არაფერს არ აკეთებთ არც ფეხბურთისთვის და არც ქვეყნისთვის ... პანდევს რო კორონა ქონოდა გგონიათ ვინმე გაგვიმხელდა მაგას ? ? დაგემალათ კვარას კორონა და მოგებული იყო თანაში ვისთან წავაგეთ პროსტა არაფერ ნაკრებთ ...
bejo
13 ნოემბერი 2020 17:00
11
მაკედონელებისგან აღებული მილიონი $ ტკბილია?
...
13 ნოემბერი 2020 18:31
14
თან როგორი ტკბილი.. ასე ამბობენ გონებას ბინდავს და ბოდიშის მოხდის სურვილს აღძრავსო...
ეჰჰ
13 ნოემბერი 2020 18:59
5
ვაისს რამდენი გადაუხადეთ ბოლო წუთებზე დროის გაყვანაში?
...
13 ნოემბერი 2020 18:43
4
Shen magari gaqeqili xar da magari manipulatori, kargad gascavles sad ra rogor unda gamodzvre. Sgen ar xar gulcrpeli qartveli, radgan shenma saqcielma yvelaperi tqva shenze. Saqme qmedebit ganisazjvreba da ara sityvit. Ase rom nu adebileb xalxs. Rom piqrob ro sheni shvili shvenze metia imito gaakete mase. Marto shen da kobiashvili tu xart chven saqartveloshi, gadaapsit ertmanets. Imedia admins eyopa kvercxebi da ar dablokavs am komentars.
David
13 ნოემბერი 2020 16:53
1

სიახლეები პოპულარული