ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
ნაკრებიდან უნდა წავიდნენ და ახალგაზრდებს ადგილი დაუთმოთ: ლორია, კაშია,კანკავა,კვეკვესკირს რაუნდა ვაფშე ნაკრებში ტობოლში არ თამაშობს ტიპი,გვილია ფეღბურთს რო ისწავლის მერე შეიზლება გამოზახება
გამყიდველი კალაძე
14 ნოემბერი 2020 10:52
0
მაგარი მონები ხართ. იმდენი ვწერე და არგამოაქვეყნეთ, გინება და ცუდი სიტყვები არიყო,მაგრამ მემგონი გშურთ ჟურნალისტებს ხალხი რო უკეთესს ვწერთ ვიდრე თქვენ. ისე თქვენ წერაც გეზარებათ და მხოლოდ გადათარგმნა და დაკოპირება გამოგდით კარგად. მადლობა რო ესე ზრუნავთ ქართულ ფერხბურთზე რო იმის ერთი ადგილი არგაქვთ კომენტარი გამოაქვეყნოდ სად დარჩეს თავად დაწეროთ
Tb
14 ნოემბერი 2020 01:58
0
ბოდიში მიიღება მაშინ როცა შენ შვილს მოახდევინებ ბოდიშს თანატოლებისთვის
ჯიჯი
14 ნოემბერი 2020 11:32
2
უიშვიათესი ნიჭი გაქვთ, რომ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანიც, თქვენი ბოდიალით, თქვენ წინააღმდეგ განაწყოთ!!! სპეციალურად აკეთებთ ?!
????
14 ნოემბერი 2020 11:06
1
ნუ აკომენტარებთ, რეიტინგდება. რომ შემოვდივარ და პირველივე ეს ფულისტი სიფათი მხვდება ნერვები მეშლება.
...
14 ნოემბერი 2020 01:56
1
კალააძე რა ბოდიში უშველის ხალხს შეაზიზგეთ ფეღბურთი მაფია რასაც გიბრზანებს ისე იქნება კალაა ხალხიოი არ გეგონოთ რო ეს ნამვილი რეალური თამაში იყოო ეს თამაში დიდ ფონეზე გადაწყდა!!!
kala mafia
14 ნოემბერი 2020 10:47
0
ძალიან ძალიან გვეტკინა გული ყველას, მაგრამ ვერაფერს ვერ შევცვლით, ცხოვრება გრძელდება. მჯერა წინ წარმატებები გველოდება. ახლა სრული კონცენტრაცია დარჩენილ ორ თამაშზე რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და მანდაც არ გვაჯობოს მაკედონიამ.
ნაკრების ფანი
14 ნოემბერი 2020 01:28
0
კალა შენს გვერდით ვართ. შეცდომის აღიარება ვაჟკაცობაა. გვეამაყები კაპიტანო!!!!!!!!!
ფეხბურთელი
14 ნოემბერი 2020 10:44
12
დღეს გაირკვა ფედერაცია კალაძეს დავალებით ფეხბურთელებს გარკვეული თანხის ჩარიცხვას თხოვდა..რაში და რატომ არ ითქვა,შეიძლება ერთად რამე ბიზნესი,ან საჩუქარი..ანშეიძლება გამოძახება თამაშის,,თუ ეს სიმართლეა და აფ იტყუება ვინც თქვა კალაძეს არ უშველის არაფერი,,რატომღაც ნაც სექტას დემოგდებული მგონია ეს
ako
14 ნოემბერი 2020 01:31
2
დიდი პატივისცემის მიუხედავად რაც კობიაშვილის მიმართ მაქვს როგორც დიდი ფეხბურთელის, ალბათ სჯობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როცა ხარ, შორს იყო პოლიტიკისგან და სრული დრო და ენერგია დაუთმო ფეხბურთის განვითარებას და არა მონაწილეობას იღებდე გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებში. მე ესე მესმის
რობი
14 ნოემბერი 2020 11:06
0

სიახლეები პოპულარული