ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი, პოლიტიკის ტამპალი დედაც ვატირე, მაგრამ რას ფიქრობდით ერთი ეს გამაგებინე ხალხი რომ არ შეუშვით. არა რა მე მაინც მგონია რომ გაიყიდა რა... აბა ბიჭო ისეთი დებილი როგორ უნდა იყო რომ აგებდე, იხრჩობოდე და ხელებს არ აქნევდე საშველად. ცვლილება არ გააკეთა ამ შობელძაღლმა ამან. მე ვფიქრობ ყველა მთავრობის წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი მაყურებლის არ დაშვების გამო. შემდეგ ვაისს აქვს ბოდიში მოსახდელი და სასწრაფოდ უნდა წავიდეს და მესამე ჩვენს ჯიგარ ფეღბურთელებს, რომ კარში ბურთი ვერ დაარტყეს.
ლუკა
13 ნოემბერი 2020 20:52
1
აქ იმაზე კი არ არის საუბარი და წყენა, რატომ იყვნენ იქ რომ იყვნენ ისინი, არამედ ასეთ ბრძოლაში 10 000 გიჟი ქართველი 1 გოლს მაინც გაატანინებდა გუნდს! შტურმს მაინც მოუწყობდნენ 10 წუთიანს და ეგებ... ასეთი ომისთვის კი უნდა შეეწუხებინათ თავი და მე-12 ფეხბურთელი უნდა დასწრებოდა თამაშს. ეს ჩემი სუბიექტური აზრიცაა და (არაობიექტურმა ოცნებამ კი წუხელ არ დამაძინა სიმწრისგან) და დამდგარი რეალობა...
პაატა
13 ნოემბერი 2020 17:34
1
არასდროს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის თასის აწევის დროს საქართველოს დროშას რომ აფრიალებდი და იმ მომენტში ყველაზე ამაყი ვიყავი მაგრამ გუშინდელ ცარიელ ტრიბუნებსაც ვერასდროს დავივიწყებ. შეგეძლოთ გარკვეული რაოდენობის მაყურებლის დაშვება
13 ნოემბერი 2020 16:45
2
შე დალოცვილო რო წახვედი პოლიტიკაში დარჩენილიყავი ფეხბურთში და რაღაცა გაგეკეთებინა მაგრამ კარიერისტი რომ იქნები ადამიანი!!
kalas
13 ნოემბერი 2020 17:27
0
სპორტალ რას ეღჩი ჩემს კომენტარებს გამაგებინე რაგინდა ვეღარ გამიგია
Gio
13 ნოემბერი 2020 18:11
1
Daimaxsovre rasac getyvi yvela qartveli magivrad. Mova is dro roca chveni shvilebi shens shvils mostxoven pasuxs. Bavshvi ra bralia tu mama yavs mogalate? Ra bralia da sheni magalitit zrdi mogalates.ogond chveni shvilebi upro metni arian da moucevs pasuxs gacema, SHENI UTVINO DA UPATIVISMCEMLO SAQCIELIS GAMO.
David
13 ნოემბერი 2020 18:03
5
Qartvelebis kargi tviseba gagvachnia, CHVEN GVAXSOVS YVELAPERI. AMAS ARAZDROS DAGIVICYEBT, SHENI DA KOBIASH ILIS REPUTACIA SHELAXULIA. KOCNET EXLA ERTMANETS GRDZILEBSHI
David
13 ნოემბერი 2020 17:45
0
Bla Bla Bla
David
13 ნოემბერი 2020 16:57
0
უბრალოდაა საქმე. არ გაუმართლად ქართველებს.
ის ვინც ერთა თასში, ჯგუფურ ეტაპზე ლიდერი იყო და განგებამ "გამარჯვების გასაღები" ჩააბარა, ჯგუფური თამაშების დამთავრების შემდგომ ტრამვა მიიღო და დღემდე მკურნალობს.
შემდეგ ეტაპზე, ბელარუსი და მერმისის ერთალიგის ჯგუფურ ეტაპისთვის ახალი ლიდერი გვერგო ქართველებს და ახალი "გამარჯვების გასაღების" მატარებელი, უფრო უკეთესი მე თუ მკითხავთ და ის კი კორონა ვირუსმა გაგვინეიტრალა ამ გადამწყვეტ თამაშზე.
იმედი მაქვს გამიგებთ, საქართველოს კი არა, ნებისმიერ, ფეხბურთის წამყვან ქვეყანას ჩააგდებდა სინანულის განწყობაში, ორი წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნა, რომლებსაც ძალუძთ და დაამტკიცეს კიდევაც, რომ ისინი არიან გუნდში ის ლიდერები, ვისაც ხელთ უპყრიათ "გამარჯვების გასაღები".
თორემ კაჭარავასი, გვილიასი, ყაზაიშვილის, ნათამაშევი არ გაიშვას სადმე....

Sapienti Sat
13 ნოემბერი 2020 16:58
6
იდი ნაფიკ
teter
14 ნოემბერი 2020 00:12
0

სიახლეები პოპულარული