ლევან კუტალია: პოლიტიკურ აქციებზე ხალხის დასწრება შეიძლება, ფეხბურთზე კი - არა

AutoSharing Option
ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ თელ-ავივის "ჰაპოელის" თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე... დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს, მეასეხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში, საქართველოში პოლიტიკის, ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ.

ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თამაშის წინ რომ მაყურებელს გარკვეული რაოდენობით არ დაუშვებ და პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება სავსე ხალხის დასწრება, თურმე არ შეიძლებაო. კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც
სახეზე გვაქვს!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას ეტყობა არავინ უთხრა, რომ აქციებზე დასწრებაც არ შეიძლება, უბრალოდ "თავისუფალი ნების გამოხატვაა"და ვერ აკრძალავ, ხოლო ხალხი მიდის და იქცევა უგნურად, მაგიტომაც გვავქს 3500 შემთხვევა დღეში. სადაც შეიძLებოდა იქ კიდე შეზღუდეს და არ შეუშვეს. რომ დაეშვათ მაყურებელი მერე გენახათ თქვენ ფედერაციის გინება, ხალხი გაწირესო. შეიგნეთ რომ საქმე გვაქვს ძალიან საშიშ ვირუსთან, რომელთანაც ბრძოლა არ დასრულებულა კი არადა ეხლა იწყება, ამიტომ შევიკავოთ თავი ყოველგვარი თავშეყრისაგან.
DAVE
14 ნოემბერი 2020 12:57
14
ამ წაგებაში ლომის წილი ხელისუფლებას უდევს და ღმერთო მაპატიე, არც იქნება გასაკვირი თუ ვიღაც-ვიღაცებმა (ხელისუფლებიდან) გაყიდეს კიდეც თამაში. გამყრელიძეს რომ კითხო, კოვიდის დასამარცხებლად დისტანცია და პირბადე ყოფილა მთავარი. პირბადით ყველა მივიდოდა, რაც შეეხება დისტანციას 80 ათასიან სტადიონზე 15-20 ათასი მაყურებლის დასწრება (თუნდაც 10 ათასის) 2მეტრიანი დისტანციით ნამდვილად შეიძლებოდა. ანუ მე იმისი თქმა მინდა, რომ როცა მწვრთნელს და ფეხბურთელებს ვკიცხავთ, მოდით დანარჩენ დამნაშავეთა როლიც ნუ დაგვავიწყდება.
ჰავლაბრელი ტიღუა
14 ნოემბერი 2020 11:05
7
იქნებ სიმართლე ბოლომდე ვთქვათ, რაც ამათი ბრალია იმას თავადვე ვეღარ უშველიან მაგრა ფეხბუთელებმაც აიღეთ თქვენი წილი დანაშაული, ნუ მიდიხართ ფულის გულისთვის, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში და ასე შჰემდეგ, ევროპაში წადით და უფრო განვითარდებით
lechxumeli
14 ნოემბერი 2020 08:35
11
კარგი რა მეგობარო... სადაც მოთხოვნა აქვთ იქ მიდიან აბა ტავი როგორ ირჩინონ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
14 ნოემბერი 2020 21:49
0
თითქოს კალთებს ახევებ და ესენი არ მიდიან.ჩვენი პასპორტით ძნელია ევროპაში თამაში თუ ყველასგან გამორჩეული არ ხარ.
Master
14 ნოემბერი 2020 12:20
0
ეჰ მარტო ფეხბურთი რო იყოს ასეთ დღეში რა გვიჭირს? თვალს არ ვუსწორებთ რეალობას თორემ ქვეყანა ყველა ასპექტში უფსკრულშია. ეს ვის ხელში ჩავარდა ერი. გაუნათლებელთა და ერისმოძულეთა ბრბო. კობიაშვილს გლდანი ეყოფა მარტო? ისტორიას შემორჩება უნიათო ხალხის სახელები. სირცხვილია.
ზურა
14 ნოემბერი 2020 08:19
5
ბიჭო ვერ ხედავთ არ შეიძლებოდა და რამის ნახევარი პარლამენტი და საძმაკაცო იყო წასული წარმოიდგინე ხალხი რო დაეშვათ მერე რა მოხდებოდა ალბათ საძმაკაცოთი გაავსებდნენ და ხალხი მაინც ვერ შევიდოდა და ბოლოს გადაწყვიტეს რო ჯობია პატარა სასტავით წავიდეთო :))
Papuna
14 ნოემბერი 2020 02:08
4
ჰო და მაგათ დაეტაკოთ კორონა!
სოსო
14 ნოემბერი 2020 14:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული