სომხეთთან შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველო ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 14 ნოემბერს გამართავს.
14 ნოემბრის სრული
14:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერნეცია - სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
17:00 - საქართველოს ნარების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
18:15 - ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია - დინამო არენა
19:00 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა
14 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.
15 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С ლიგას ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)
მატჩების განრიგი
საქართველო - სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - ესტონეთი
GFF.GE
ვითომ რა მოხდა-ხო გვითხრეს ფეხბურთი პროსტო თამაშიაო..ანუ 30 წელი უბრალოდ თამაშს ელოდითო და ყველა 4 წელში ეს მარაზმი ორივე მხრიდან უმნიშვნელოვანესიაო..
ეს პოზიცია და ოპოზიცია როდის გავიგდოთ ერთად გულშემატკივრებმა(და არა აღშფოთებული გულშემატკივრების როლში შესულმა ცოცხისტებმა)???