ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 0:1 წააგო.
როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 0:1
გოლი: კაზარიანი (33)
საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ლობჯანიძე
სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი, კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი, გრიგორიანი, უდო, ბარსეგიანი, კარაპეტიანი, ადამიანი