კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
Ყაზაიშვილი როგორ დაკუსკუსებს სტადიონზე
buxrika
16 ნოემბერი 2020 00:29
1
Makedoniastan wagebis shemdeg gulshi mcire optimizmi damrcha da es iyo c divizionidan shesadzlo agzeveba b divizionshi, dges es imedic chagvikles mtel saqartvelos. Unichobaze rom agaraperi vtqvat upasuxismgebloebic arian.saqartvelos maisurebs rom icmeven da gamodian ar scxveniat? Yipians,daraselias,shengelia,gucaevs da as.sh. udides nichtan ertad pasuxismgeblobac calendar.tqven pasuxismgeblobac ar gaqvt. Saidan modixart? Rogor xvdebit nakrebshi,gadamzadebas sad gadixart? Nakrebshi tamashi ludis daleva nu ggoniat! Ra zidanis pintebi momindomet ras mariajobt? Minimum 2 burtiani mogeba gvindoda da saertod waaget tilian somxebtan.upasuxismgeblobaa da meti araperi
Goga
15 ნოემბერი 2020 23:44
2
ფსკერი, სირცხვილი, უთავმოყვარეო კაცუნების ,,სბროდი". ზოგადად ოცნებას შეგაძულებენ კაცს.
მამუკა
15 ნოემბერი 2020 23:27
0
მეგობრებო გავერთიანდეთ ,მე პირადად ჩემ ტელ.ვამბობ ,რიგითი გულშემატკივარი ვარ 599 02 04 61 ! ვინც ხართ დაწერეთ
თეოფა
15 ნოემბერი 2020 23:15
2
აი რატომ არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი დეპუტატი და პოლიტიკური ფიგურა. ეს კორექტულად ვწერ თორე ისე გულში უფრო მკაცრი სეფასება მაქვს. როგორც ოქრიასვილმა თქვა ჩავი..ით. მაგრამ უფრო სწორი რომ ვიკო ჩაიჯ..ს. ნუ რა ვთქვა არ ვიცი.
joko
15 ნოემბერი 2020 23:03
0
ვეტერანები (უფროსები) სად არიან და რატომ არაფერს ამბობენ? თუ უფრო უარესს ელოდებიან რამეს და ჩვენ არ ვიცით? ამოღეთ ხმა ... ოღონდ არ გვინდა ექსპერტული შეფასებები იმან პასი დროზე არ მისცა და ის დაცვაში დროზე არ ჩამოვიდაო.... გლობალური აზრია საინტერესო... თევზი რო თავიდან ყროდლება მაგაზეა თქვენი აზრი საინტერესო... ფედერაცია რას გვიგავს მაგაზეა თქვენი აზრი საინტერესო... პატრონი რო აღარ ყავს ფეხბურთს (ნეტა მარტო ფექბურთს?) ესაა საინტერესო....თუ თქვენც კალაძე/კობიაშვილი/მუჯირი/ცქიტიშვილისნაირი ვეტერანები გახდით? გულშემატკივრებს რო აბალეს მათი ამყრალებული საქმე.. რა თქმა უნდა არა - არ მინდა დავიჯერო რომ იმათ დონეზე შეიძლება იმსჯელოთ და ამოიღეთ ხმა... ეს ხო ერთი და ორი თამაშის ამბავი არ არის ეს ხო დამპალი სისტემის ამბავია... ხოდა თქვით ან გულშემატკივრებს გვითხარით რო არაფერი გაგვეგება რო ჩვენ არ გვიყვარს საქართველო და გვეცოდინება რომელ "კამანდაში" ხართ...
სად ხართ ვეტერანებო
16 ნოემბერი 2020 16:35
0
რაც შენ თქვი ქეცბაია გაყვიროდა წლების უკან სირებივით რო ზიხართ ძველი თაობის ხალხი ვეტერანები და რასაც ჩაგძახებენ იმას რომ ამოიძახებთო იმის იმედით რო ერთი ორ კაპიკს თქვენც გახვედრებენო... ერთი ამბავი დააღწიეს ქეცბას როგორ აკადრეო :/ აკადრე კიარა მეტის ღირსები არიან
Rigiti qartveli
16 ნოემბერი 2020 18:30
1
ისე,ესეც რა იყო?რასაც დაგვპირდნენ ჩრდილო მაკედონიელები - შეგვისრულეს,სომხები დაგვპირდნენ - შეგვისრულეს!რასაც დაგვპირდებიან მეტოქეები,ყველას თუ შევასრულებინეთ, „ძაან წინ" წავალთ.
თამაზ
16 ნოემბერი 2020 01:55
1
მოჩვენებითი კონკურენცია ნაკრებში!!! მაინც ერთიდაიგივე ხალხს ათამაშებდა მაინც არ აკეთებდა შეცვლას 80 წუთამდე. ფავორიტები ყავდა რამდენომე და რომც 2-3 ტვის უტამაშებლები ყოფილიყვნენ მაინც იმათ აყენებდა ძირითადში. ან ეს რაიყო მაკედონიასთან თამაშის მერე მტელი გუნდი შეცვალა და გვილია დატოვა ვინც ყველაზე სუსტი იყო მაკედონიასთან. რას ერჩოდა კაკაბაძეს ან კვეკვესკირს. ახალი შემადგენლობა დააყენა თითქოს ამხანაგური თამაში იყო და სცდიდა ვინ როგორ ითამაშებდა. მართალია ძალიან მწირი რესურსები გვაქვს. მართალია კვარაცხელიას ჩაკვეტაძის და შენგელიას გარეშე გუნდი შეტევაში ნოლია მაგრამ ვინც გყავს ჯანმრთელად იმათგან რომ საუკეთესოები
მაინც შეარჩიო დიდი არითმეტიკა უნდა მაგას? რატომ არ იძახებს ხარაიშვილს? რატომ არ გამოიძახა ნინუა და ლოჩოშვილი? იმიტომ რომ ქართველი არარის არ უყვარს საქართველო. მაინც აიღებს იმ ფულს რაც ხელშეკრულებით ეკუთვნის წააგებს თუ მოიგებს მისთვის სულ ერთია. საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი სჭირდება მაგრამ ძალიან გონივრულად უნდა შეირჩეს!
იაგო
16 ნოემბერი 2020 00:06
4
პატრიოტები რას ამბობენ, პატრიოტები,ფეხბურთს მისცეს,რაგბს მისცეს და რაღა დაგრჩათ ბარემ ერთიანად მოგცემენ დიდს და ეგააააააააააააააააა
მოგართვეს მაკედონიის მერე დასაყოლებლად
16 ნოემბერი 2020 00:04
2
რავიცი, ამაზე ფსკერი რა უნდა არსებობდეს. არ დავიწყებ ტრადიციულ 'ფეხბურთი უნდა აიკრძალოს'-ბოდიალს - მაინც არ და ვერ აიკრძალება ფეხბურთი, მაგრამ მე რომ დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელი ვყოფილიყავი - ყაზაიშვილიან-კვეკვესკირიანა სანაკრებო კარიერას დავასრულებდი ბოდიშის ნიშნად, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი - გადავდგებოდი, მაგრამ სადაა ეგრე.
rasa
15 ნოემბერი 2020 23:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული