კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
მაკედონიასთან მარცხი ფეხბურთელების გარდა ვის აღარ დავაბრალე,მთავრობას,ფედერაციას,მწვრთნელს,ტელევიზიებს, ჟურნალისტებს ,კოვიდს,გულშემატკივრებს,იმ ხალხს ვინც აქ კომენტარებს წერდა,(მსაჯზეც მინდოდა დაბრალება,მაგრამ არ გამოდიოდა) ორონდ თქვენ არ დაგბრალებოდათ.მაგრამ დრევანდელი შეხვედრა იყო ნათელი დასტური იმისა რომ თქვენი ადგილი ც ლიგაში კი არა,არც დ ლიგაშია და საერთოდ ფეხბურთში არაფერი გესაქმებათ ,იმიტომ რომ თქვენ ფეხბურთის აზრზე არა ხართ.ამის გარდა არ გაქვთ თავმოყვარეობა,არ გიყვართ თქვენი სამშობლო და ხალხი. არც თქვენი საქმე გიყვართ და არც ფეხბურთი გიყვართ.
ვავა მკვდარაძე
16 ნოემბერი 2020 00:17
3
ბურთი იყო ზედმეტად გაბერილი კარგად ვერ დაგორავდა:), იმ ძელსაც რო არ გადავერჩინეთ და პენალიც არ ეჩუქებინათ სირცხვილის ჭამა მერე გენახათ
ფუუ
16 ნოემბერი 2020 08:35
0
ფარჩაკი ლუზერები!!!
რუსლანი
15 ნოემბერი 2020 23:42
1
ამ მუჯირის მამამ იმდროინდელ დინამოს წააგებინა ჰამბურგთან საკუთარ კარში გატანილი გოლით, როდესაც გუნდს ლივერპული ჰყავდა დამარცხებული და კაცი გარეთ ვერ გამოდიოდა. ისევ ფეხბურთელები დაუდგნენ გვერდში და გადააფიქრებინეს კარიერის დასრულება და ეს თავხედი შვილი ვინ ყოფილა?. გულშემატკივრებს რომ გვაგინებს! წაეთრიე და კობიაშვილიც წაიყოლე. ვირთხების ადგილი არაა ფედერაციაში!
ეს გუნდი საერთოდ დასაშლელია და ახალი მწვრთნელის ხელში თავიდან ასაწყობი. ეს ისეთია მაგარ ავარიაში რომ მოყვე ( ღმერთმა ყველას აშოროს) და უვარგისი გადასაგდები მანქანა პროფილაქტიკაში მიიყვანო გასაკეთებლად. ზოგი გადარჩენილი ერთი ორი ნაწილი შეიძლება მოხსნა და გამოიყენო რამეში. ასეა ამ შემთხვევაშიც.
დავით 67
16 ნოემბერი 2020 00:14
2
ბრავო, დავით!
მუდამ ჩემ სათქმელსაც ამბობთ ხოლმე.
ამას წინათ გერდ მიულერზეც ხომ თქვენი კომენტარი იყო?
ILIA
16 ნოემბერი 2020 01:35
1
მალადეც, კობიაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობა ეკუთვნის.
..
15 ნოემბერი 2020 23:38
3
ფეხბურთელებიდან დაწყებული ფედერაციით დამთავრებული ყველანი ხართ უსინდისოები,თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ, შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი,რამდენი ბავშვი აატირეთ,რამდენ გულშემატკივარს მოუკალით გული,რამე მაინც დათესეთ მაგ სტადიონებზე და მოსავალი მშიერ ხალხს დაურიგეთ, სიკეთეში ჩაგეთვლებათ,,,,,, ხთფუი თქვენი
Qartveli
16 ნოემბერი 2020 00:50
1
ამხ. კ ა ლ ა ძ ე ! შენს სამ კრეტინ ძმაკაცს რომ ჩაუგდე ხელში ქართული ფეხბურთი, აიღე პასუხისმგებლობა და მოაშორე ეს სამი იდიოტი, თუ არა და შენ მოშორდი აქაურობას. იმას მაინც თუ ხვდები, იმ კრეტინ ნაციონალებს, რომ გაუხაზირე ერთი ზედმეტი ადგილი პარლამენტში. დაავიწყე ხომ,სომხებს ყარაბახი! მთელი საქართველლო მიხუინს უქიცინებს კუდს და ახლა შენ და შენი ნაძირალა ძმაკაცებიც შეუერთდით მათ კუდის ქიცინს. დღევანდელი დღე, მარტო ორი კი არა, ერთდროულად შენი პირადი ათასობით გოლია საკუთარი სამშობლოს კარში.ყოჩაღ! ბრავო! ასე გააგრძელე კარლოევიჩ!
დ.დ.
15 ნოემბერი 2020 23:33
7
ეს მაფიოზა სასტავი რომ მოსაშორებელია გასაგებია მარა შენც რომ ვერ დგეხარ მთლად სწორ რელსებზე იასნია.
აპრუწუწუ
16 ნოემბერი 2020 01:41
0
უნამუსოს რა კომენტარი უნდა გაუკეთო? .... ვაისი სანატრელი გაგვიხდება. ბიჭებმა თამაში არ იციან და რა შუაშია ვაისი? და საერთოდ როდემდე უნდა იყოს სულ მუდამ მწვრთნელის ბრალი?
თავადი
15 ნოემბერი 2020 23:43
10
ფედერაცია საერთოდ კორუფციის ბუდეა,მწვრთნელთა ლიცენზიას ხემძღვანელობს ვინმე მაისურაძე რომელიც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიცაა,ნაკრებში იძახებს ფეხბურთელებს რომლებიც გუნდში არ თამაშობენ,მიზეზი სავარაუდოდ ფული,ყველგან აფიქსირებს რომ ნაკრები მისია,მწვრთნელს სწავლებაზე შეუძლია არ მივიდეს თუ თანხას გადაიხდის,ამ ყველაფერს ფედერაციისგან მწვანე აქ თორემ ვინ გაბედავდა..სანამ ფედერაციის გენ მდივანი ქომაგებს ლანძღავს და წაგებას აბრალებს თანაც აედმაღლურად და დამამცირებლად რა უნდა თქვა..გვაფურთხებენ ქომაგებს,,თუ შევარჩინეთ ღირსებიც ვართ
ნოდო
16 ნოემბერი 2020 01:16
2
მაისურაძეს ამათგან განსხვავებით შედეგები მაინც აქვს დადებული ადრეც და მერეც
ეეხ
16 ნოემბერი 2020 08:27
1
კარგი პროტესტი იქენბოა მეორე ტურში რომ კობიაშვილის წინააღმდეგ მგივეცა ხმა, მაგრამ მაინც მას მივცემთ ამიტომაც ვიმსახურებთ ამ ფსკერს სადაც ვართ )
dato
15 ნოემბერი 2020 23:52
8
ქვეყნის 40% რომ ოცნებას აძლევს ხმას (რეალურად ეგრე არის, რაც არ უნდა გაყალბებაზე ილაპარაკოს ზოგმა) - იქ რომ ჯერ კიდევ ბანდიტიზმი და კანიბალიზმი არ სუფევს ეგეც გასაკვირია
rasa
16 ნოემბერი 2020 00:09
9
მთავრობას რომ მივმართო , ნახევარი საუკუნეა არა გვყავს, ვის მივმართო ისიც კი არ ვიცი, ამიტომ ესე ვიტყვი, - ეი შენ ან თქვენ, ქვეყანაც მოკალით, სპორტიც მოკალით, ქართველი ქართველს აღარ ჰგავს გადააჯიშეთ, ვინა ხართ და რა არსებები ხართ საერთოდ, პიტალოები რომ ხართ გავიგე, მაგრამ უცხოპლანეტელი პიტალოები ხომ არა ხართ???????????????????????????????????????????????????????????
???????????????
15 ნოემბერი 2020 23:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული