კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ტაკტიკა Aრა , ჟინი არა,ტექნიკა არა, ინდივიდუალიზმი არა,გოლი ვერა და ფიზიკა არა. ნამუსი???
Bbb
16 ნოემბერი 2020 01:01
1
ეგ დიდი ხანია გაუყიდიათ კალაძე, კობიაშვილს და მუჯირს
???
16 ნოემბერი 2020 01:39
2
დამაწყდა ნერვები აღარ შემიძლია, რაღა ვქნა აღარ ვიცი, საერთოდ არ ვუყურო და როგორ გინდა ნაკრები თამაშობს, ვუყურებ და დამენგრა ჯანმრთელობა, არ ვიცი კიდევ რამდენ თამაშს გაუძლებს ეს ოხერი გული... თან როგორ არ მინდა რამე ცუდი ვთქვა ფეხბურთელებზე, მაგრამ ისიც ვეღარ გავიგე ვისი ბრალია და ვისზე გავბრაზდე... ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ისევ მე ვარ დამნაშავე, ისევ ჩემ თავზე უნდა გავბრაზდე და ისევ ჩემს თავს უნდა მოვთხოვო, რომ შევძლო და ნაკრების თამაშს ვუყურო ისე, როგორც მალტის, გიბრალტარის, ლიხტენშტეინის ან ფარერების გულშემატკივარი აკეთებს ამას და მხოლოდ იმით ვიყო ბედნიერი, რომ ჩემი პატარა ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდება ხოლმე თამაშის წინ...
გულმტკივარი
15 ნოემბერი 2020 23:32
0
კიდე კაირგი აზერბაიჯანელებს არ შევხვდით თორემ რაც სომხებს უქნეს ის მონაგონი იქნებოდა))))) უთავმოყვარეო ერო !!!
სირცხვილია
15 ნოემბერი 2020 23:32
0
ამ ყველაფრის მერე ხვალ ფედერაციასთან თუ არ შევიკრიბეთ და კობიაშვილს თავის საძმაკაცოსთან ერთად გადადგომა არ მოვთხოვეთ, ჩათვალეთ რომ ღირსები ვართ იმისა რასაც ვიღებთ!!!!
ბესო
15 ნოემბერი 2020 23:12
2
რა იმედი მქონდა რომ ნელ-ნელა გუნდი ჩამოყალიბდა. მაგრამ რაც ბოლო ორ თამაშში ვნახე, ეს ყველაფერი ილუზია ყოფილა. საქართველოს დღევანდელი ნაკრები არის ორი ფეხბურთელის გუნდი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. უბედურება ის არის რომ ეს წლები ტყუილი ილუზიებით ვცხორობდით. თავიდან ბოლომდეა გუნდი ასაწყობი. ან ამ ვაისს რატომ არავინ არ ეუბნება რომ სომხეთთან თამაში არ არის რიგითი თამაში. ამ გუნდთან ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება გვქონდა. უნდა დაეყენებინა ამ ეტაპზე მაქსიმალურად ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა. პ.ს. ამ მოედანს ვინ რწყავს სტადიონზე? ეს რა უბედურობაა?! ამ ჩვენს ბედოვლათებს კიდევ მინდორზე სერიალი აკლდა. რომელი ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები ჩვენა გვყავს.
ალეკო
15 ნოემბერი 2020 23:35
1
ტატუები გაიკეთეთ მარტო და ესე ისეირნეთ მოედანზე. თქვენ ან არმიანსკი სპორტზე შეგიყვანეს თავის დროზე ან ჰოკიჯოხზე - ორი ვარიანტია
kaxa
16 ნოემბერი 2020 00:18
2
აბა თქვენ იცით ფეხბურთის და ქვეყნის ამყვავებლებს კობიაშვილის თამადობით არჩევნების მეორე ტური არ გაუმაზოთ. ცხვრების ხროვას რა მოგეკითხებათ
გია
16 ნოემბერი 2020 00:13
1
მმუუჯირრო შე იდიოტო უწიგნურო ქომაგებსაც რომ ყოფ,ვვერ გიტანთ თქვენი უწიგნური გაუნათლებელი ამკარტავანი .....
ზვიად
15 ნოემბერი 2020 23:12
0
უფხოები რომ ხართ, იმიტომაც გიბრუნდებათ ფორტუნა ტრაკით! ფორტუნას ფრაერები არ უყვარს!
საქრთველოს რიგითი მოქალაქე
15 ნოემბერი 2020 23:53
2
ძალიან კარგია ეს ცივი შხაპი. წელიწადში ერთხელ გაგვივარდება, მოვუგებთ არაპრინციპულ თამაშს ხორვატის, შოტლანდიას ან ამხანაგურს ესპანეთს და აღარავის ახსოვს წაგებების სერია სუსტ ნაკრებებთან. უნდა მოხდეს აი ასეთი კატასტროფა რომ ფედერაციიან-ფეხბურთელიან-მწვრთლენიანად ყველა შევაჯანჯღაროთ. ალბათ ერთი 15 წლის წინ, თუ მეტი არა, ალბანეთი იყო ნაკრები, რომელთანაც ყველა ნორმალური გუნდი, სახლში თუ გასვლაზე 3 ქულას გეგმავდა, მათ შორის საქართველო. დაიწყო იქ "საფეხბურთო" რევოლუცია (თუმცა ეკონომიკური ბუმი არ ჰქონიათ და არც აქვთ), რეფორმები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სულ მალე, ბოლოს როდესაც ვიყავი საქართველო-ალბანეთის თამაშზე, კი მოვიგეთ 2:0 მაგრამ არანაირად არ ასახავდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს, სულ მინიმუმ ფრე უნდა ყოფილიყო, არ დატოვეს ალბანენელბმა ძელი ბურთი რომ არ გაერტყათ და თავზე ეჯდნენ ჩვენს ნაკრებს. მაშინ კი ვიფიქრე რომ დამთავრდა ალბანეთთან გასეირნებებითქო. იმის მერე ალბანეთის ნაკრები ისე შეიცვალა, რომ დიდ საფეხბურთო გათამაშებებზეც ვიხილეთ და მეორეს მხრივ გვყავს ჩვენი გაფარჩაკებული ნაკრები, სახლში სომხეთს რომ ვერ უგებს. ა, ხო, ჩვენი მშპ ერთ სულზე რომ ბევრჯერ ნაკლებია ფარერებისაზე, აბა როგორ უნდა მოვუგოთ. ამ ლოგიკით ლუქსემბურგი საფეხბურთო გრანდი უნდა იყოს. მეტი ხელფასები ფედერაციას!
გიორგი
16 ნოემბერი 2020 07:18
0
90 იანების გუნდში რა ფული იყო ქვეყანა გაღატაკებული იყო ამის მეათედიც არ ქონდათ ყურადღება ფეხბურთს მაგრამ ამაზე უკეთესი ბრძოლის უნარი მაინც იყო, ფულზე როა აწყობილი ყველაფერი მაგიტოა კარგათ საქმე. ფედერაციაა თუ პარლამენტი ნახეთ მაგათი ბიუჯეტი და ხელფასები და რატო უნდა ყრიდეს ეს გაღატაკებული სახელმწიფო ამდენ თანხას ნაგავში ამას ვერ ვხვდები. შემოიყვანენ კიდე ახალ მწვრთნელ ალბათ 10 მილიონად საინტერესოა რამდენს დაუბრუნებს
objekt
16 ნოემბერი 2020 08:08
1
objekt-ს
მართალია!!
არც ერთოვნული ჩემპიონატი იყო დიდად გამორჩეული, ახლა რომ ითხოვენ მაღალი დონის ეროვნულ ჩემპიონატს.
მაგრამ სულს და გულს დებდნენ ბიჭები და ნაკრების თამაშიც რაღაცას ჰგავდა!...
buba
16 ნოემბერი 2020 10:12
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული