კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ქვეყანა ვართ ნახირი,აბა სხვანაირად როგორ უნდა დაერქვას ერს სადაც თუნდაც იგივე ფეხბურთის სადავეებს ჩააბარებენ უწიგნური,უნამუსო,უსინდისო და უთავმოყვარეო კალაძე,კობიაშვილი,ყაველაშვიებს? თქვე დედააფეთქებულებო ქვეყანა თავზე დაგანახოთ უწიგნურმა ბიძინიამ,არც ქვეყანას ვგევართ, ბოსელი უფრო შეგეფერება. 300000 არაფერიაო, ვაისია დამნაშავეო,ფეხბურთელთა უმრავლესობა ყაზანსა და ვორონეჟში ოცნებობენ თამაშს,მოსახლეობის უმრავლესობას კი ჭიანი ვაშლის და მჟავე მანდარინის რუსეთში გაყიდვის გარდა არაფერი გაინტერესებთ.წადით ბიძია და ისევ დადექით გვერდში ამ უვიც,უტვინო და ნამუსგავარდნილ ოცნებას.ფეხბურთში ხომ ჩავიჯ..ით,რეგბში ხომ გვიყვებიან ზღაპრებს( რეზულტატი გუშინ ვნახეთ) ფედერაციებში ერთმანეთის ცემატყეპის და ფულის კეთების გარდა არაფერი ხდება.ვაი ჩვენს პატრონს უბედურს. არ
ჟორა
16 ნოემბერი 2020 00:46
13
გაყიდეთ საქართველო ფედერაციავ? 4 დღეში 2 ინფაქრტი დაგვამრთეთ.....რას გვერჩოდით.....
Soso
16 ნოემბერი 2020 00:17
4
საცოდავო საქართველო საით მიგაქანებენ ეს ვაი მებრძოლი ფეხბურთელები ეს რა არის რას ნიშნავს ძალიან ცუდად ვარ...... მადლობა ბიჭებო რომ რეალობაში დამაბრუნეთ
ვაიიიიიიი
15 ნოემბერი 2020 23:35
0
ფეხბურთ საბოლოოდ დაასამარეს ავოიე პროკურატურა, 10 ლარს ვინც აკეთებს იმას რომ დასდევთ, 300 მილიონს ჭამენ 300 მილიონი ოვაააააააააააააააააააააააააა
??????????????????????????????????????????????????????????????????????????????
15 ნოემბერი 2020 23:23
1
პარლამენტში ჩვენი ნაკრები სასწრაფოდ .
Geo
15 ნოემბერი 2020 23:12
2
ორივე თამაშის მოგება შეიძლებოდა იმ მოთამაშეებითაც კი, რომლებიც ვაისის განკარგულებაში იყვნენ.
ქ. გ.
16 ნოემბერი 2020 06:09
6
მტლიანად ჩამოშლილია ქართული ფეხბურთი............
123
15 ნოემბერი 2020 23:49
4
ამათ ხელში არც მოგება გინდოდეთ ხალხო და არც სიხარული. ერთადერთი მაკედონიასთან თამაში გვიხაროდა ყველას ერთად რაღაც პოზიტიური გამოჩნდა ქვეყანაში და ეგეც ჩაგვაშხამეს, არ დაგვასწრეს თამაშს და სამაგიეროდ თვითონ იყვნენ. ისინი ვისაც გაჭირვებული ერი ბევრი მილიონით აფინანსებს. თამაშზე ხო საერთოდ უკომენტაროდ... ფეხბურთი შეგზიზღდებოდა ადამიანს ორი თამაშში. ერთადერთი სიხარული მოგვიკლეს. დღეს სომხეთი უფრო მოტივირებული იყო, ვიდრე ჩვენ ამ ორ თამაშში ერთად. არაფერი განსაკუთრებული ნაკრები არ იყო არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ პროფესიონალიზმი გათავდადება გამოამჟღავნეს. მორჩა, ამათ გამო წერაც არ ღირს
haaland
15 ნოემბერი 2020 23:36
3
ასეთ ცუდ დღეში ქართული ფეხბურთი არასოდეს ყოფილა თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე, ამაზე მეტი ფსკერი უბრალოდ არ არსებობს. ამათი ფსევდოთამაშის ყურება ფეხბურთს შეგაზიზღებს.
giorgi3
16 ნოემბერი 2020 02:59
3
მაკედონია და ევროპა სულ ფეხზე მკიდია სომხეთთან როგორ უნდა წააგოთ!?
კავკასია!
16 ნოემბერი 2020 01:06
13
ხოდა რომ გკიდია და პრეტენზია რომ არ გაქვს სომხეთზე უკეთესი გუნდი და ქვეყანა გქონდეს, მაგიტომაც გვაქვს სომხეთისნაირი გუნდიც და ქვეყანაც
rasa
16 ნოემბერი 2020 03:09
3
მართალია, ფეხბურთის გარდა აზროვნებაა საჭირო და ეს რომ არ ესმით იმიტომ ,,თამაშობენ,, ესე უთავმოყვარეოდ
კავკასიას! ს
16 ნოემბერი 2020 11:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული