ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
შენ საქართველოში 5წელი კი არა,მაქსიმუმ 3-4თვე თუ გაქ გატარებული.ერთ რამეში მართალია ეს კაცი,სამშობლოს და გულშემატკივრების სიყვარულს და პატივისცემას ეს კაცი ვერ გასწავლიდათ.
კახა ქ.
16 ნოემბერი 2020 01:08
0
ნაცკლასტერს სხვა საქმე რო არ აქვს უკვე ჩაუსაფრდნენ კომენტარებს, დიდი ნიკოლოზ გვარამა ხელმძღვანელობით!
მათ დროს ხომ ყვაოდა სლორტი:
ფეხბურთში მსოფლიო ატალახებული გვქონდა, რაგბში ინგლისს და ირლანდიას გუნდებად აღარ ვთვლიდით, კალათბურთში გაგვიჭირდა მართალია, მაგრამ ამერიკას ბოლო წამზე მიშიკოს ბაზერ-ბოტერით ხომ გამოვჰლიჯეთ მსოფლიო ჩემპიონობა?
ინდივიდუალურ სპორტზრ ხო არაფერს ვამბობ:
გამოჩვდნენ ისეთი ვუნდერკინდები, როგორებიც არიან:
მიშა (კასპაროვი)
გვარამა (გაფრინდაშვილი)
გიგი (კარსენი)
გიგა ალექსანდრია
ვაი თქვენს პატრონს
ირაკლი
16 ნოემბერი 2020 09:04
26
ლანძღვა არ მიყვარს მაგრამ არ გვეშვება ეს კაცი, რა შემადგენლობა იყო დღეს ან რა ცვლილებები მართლა მოგზვანილია. ფედერაციის გადადგომა უნდა მოითხოვოს გულშემატკივარმა სასწრაფოდ გამოსავალი მხოლოდ ესაა, ღირსეულ მწვრთნელს არასოდეს მოიყვანენ ესენი.მუჯირს და კობიაშვილს რა უნდათ მაგ თანამდებობაზე სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამენ და ჯერ ისევ ჩაცუცქული ბაზრობენ. რომ იცოდეთ რა ხდება ფედერაციაში ჩვეულებრივად ძოვენ თბილისელი ძველი ბიჭები ბიუჯეტს.
ეიმგრანტი
16 ნოემბერი 2020 03:03
14
მეორე გოლის დროს დააკვირდით კვეკვესკირი როგორ მოსეირნობს არადა შეეძლო ხელი შეეშალა
გიო-გოლი
16 ნოემბერი 2020 00:37
3
კვეკვემ,მაკედონიასთან ბოლო თამაშში,მაგრად იბრძოლა, მაგრამ ნიკა მალიმ ცენტრში რომ დაკარგა ბურთი და გოლი გაგვიტანეს,გახსოვთ?მაშინაც კვეკვესკირი იყო მის უკან და არ გაიქცა ზონის ჩასაკეტად.გოლიც იქიდან გაგვიტანეს.ცუდის თქმა არ ვაპირებ,მაგრამ ნახევარმცველმა, მცველი უნდა დააზღვიოს
სოსო
16 ნოემბერი 2020 20:27
0
Მოდი და ნუ გაუგებ ადამიანს. Ჩვენი მწვრთნელობა საგმირო გაძლების საქმეა.
Ლუკა
16 ნოემბერი 2020 00:34
4
პასები ამათ არ უვარგათ და ჩაწოდებები, განძრევა ეზარებათ და ჯიგარი ამათ არ აქვთ.. ესენი არიან ნაკრების წევრები ანუ გამოდის საქართველოში ფეხბურთი მკვდარია.. და ვაისი მკვდრებს ათამაშებდა
Ok.
16 ნოემბერი 2020 15:51
1
ტურებო! დაიწყეთ ვაისის გამართლება? 89-ე წუთზე შეცვლებით დრო რომ გაიყვანა წაგებულ ფინალში? უქიცინეთ კუდები ახლა! ფუ!
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 09:08
16
რატო აავსეთ ეს კაცი დისლაიქებით, ტყუილი თქვა? ხან ცუდია ვაისი ხანაც მართალი და ჯიგარი??? რა გულშემატკივარიც ვართ ის ნაკრები გვყავს
sormona
16 ნოემბერი 2020 10:27
2
აბა კაცო, სულ ვაისის ბრალი ყოფილა ამათი უჯიგრობა! მანამდე ქეცბაიას ბრალი იყო, ქეცბაიამდე კიდე ვიღაცის, ანუ ყველა მწვრთნელის ბრალია გარდა ფეხბურთელებისა, რომლებიც უჯიგრო და უფხოები არიან? ამას ჰქვია პროფესიონალიზმის ნაკლებობა!
joi zaza
16 ნოემბერი 2020 11:24
6
ყველა გამოხმაურება
ნახეთ და კარგად დააკვირდით, ბოტები როგორ მუშაობენ. კომენტარებს სადაც ფეხბურთელებს ლანძღავენ ყველაზე მეტი მოწონება აქვს, თუკი ფედერაციას ლანძღავენ დისლაიქები სჭარბობს. რავი..
სამართალი
16 ნოემბერი 2020 01:30
6
ერთი საბა ლობჟანიძე დარბოდა დღეს და ეგაა... აბურჯანია ასეთი ნელი სეგუნდა დივიზიონის კლუბებში როგორაა მთელი კარიერა ვერ ვხვდები... დავითაშვილის იმედი მქონდა და არაა ჯერ მზად როგორც ჩანს... მაკარიძის ერთი კარგი სეივი მაჩვენეთ ვინმემ ხალხი არ ხართ? ხოჭოლავა და გრიგალავა ცალკე თემაა, დაცვა და ზოგადად ფეხბურთი არაა მარტო PES ის მონაცემები (რომელიც ასევე ძალიან დაბალი აქვს ყველას) და ერთეული მომენტები... ესეც სამსახურია სადაც სული და გული უნდა ჩადოს დასაქმებულმა... ნაკრებში ვერ ივარჯიშებენ, ნაკრებში მომზადებული უნდა ჩამოვიდეს ადამიანი... მუდმივი თამაში კლასს უმატებს, მაგრამ სირბილს და გამძლეობას არა... საქართველოში ყოფილიყო და აქაური ჩემპიონატიდან გენახა ხალხიო, ხო არ ღადაობთ თქვენ... DDDD ვაისს ბევრი შეცდომა ქონდა, მარა ამ კონტიგენტით კიდე კაი შედეგი ქონდა, გუნდი შეკრა და რაღაცას დაამსგავსა
მადლობა ეკუთვნის ამ კაცს და გულგახეთქილს და გალანძღულს ვუშვებთ, მართლა დადებს სხვაგან შედეგს და ისევ სანატრელი გვეყოლება... აქ კიდე ქეცბა მოვა და გავაგდებთ მასაც და ან შოთი მოვა და კაცი სულ საუკეთესო ტრენერია და კარიერას დავუნგრევთ, გიჟი კიარაა ნაკრები ჩაიბაროს, ვინმეს ხო არ გონია არ უნდა? ძაანაც უნდა მარა მწვრთნელების სასაფლაოა ჩვენი ნაკრები... სანამ მენტალობა არ შეგვეცვლება, სერიოზულ და დიდ მიღწევებზე ლაპარაკი ზედმეტია, კვარა ან ვინმე ეპიზოდური გამონათებით თუ გაგვათრევს შემთხვევით სადმე და ეგაა... ძლიერ გუნდებთან დასაკარგი არ გვაქვს, დაცვაში ვზივართ და კონტრშეტევაზე ინდივიდუალურად თუ ვინმეს რამე გამოსდის არაა ეს გუნდის ძლიერება და შევეგუოთ, გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვეცადოთ ძირეული პრობლემები გამოვასწოროთ, ვაისი ამას ვერც შეძლებს და არც არანაირი თვალსაზრისით არაა ვალდებული...
რა მაფიაა?
16 ნოემბერი 2020 02:17
4
მართალია ეს კაცი, ენდო ხოჭოლავას, ზურიკოს,აბურჯანიას საბას სხვებს რა ქნეს ვერაფერი, შრომა და ოფლის მოდენა ამათ არ უნდათ და ნიჭი ფეხბურთელის კარიერაში მაქსიმუმ 5%-ია დანარჩენი 95% შრომაა, რომელიც ეზერება ყველას აბსოლიტურად, პაპუნაშვილი მე2 დივიზიონში, რომ ვერ ქაჩავს ეს ზარმაცობაა აბა ნიჭი არ აკლია.
hhh
16 ნოემბერი 2020 13:20
3
ნიჭი -90%!!! )))
aburjga
16 ნოემბერი 2020 20:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული