ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
მოვიდა ვაისის წასვლის დროც და მან კვე გულახდილად ილაპარაკა. ილაპარაკა და თქვა ის, რასაც აქამდე ვერ იტყოდა და ვერ გამოიტანდა გარეთ ნაკრების სამზარეულოს. მან თქვა სიმართლე და ეს დასაფასებელია. და თქვა ძალიან საჭირო სიმართლე. ისიც ეტყობა რომ ამ კაცს უკვე უჭირს აქ მუშაობა და ტკივილს აყენებს. ერთი სული აქვს სანამ წავა რადგან პროფესიონალიზმის ნაკლებობას ვერაფერს ვერ უპირისპირებს. ვაისს ჰქონდა თავისი შეცდომები, მაგრამ მაინც მადლობა მას რომ ამ საფეხურამდე აიყვანა ჩვენი უხასიათო ნაკრები და მადლობა ამ უკანასკნელი სიმართლისათვის რაც გუშინ თქვა. გული კი იმაზე მწყდება, რომ ამ კაცის სამუშაო უარყოფითად შეფასდება შედეგების გამო. არადა მართლა მესიმპატიურებოდა და ვხვდებოდი რომ მართლა გულს დებდა. მაგრამ როგორც ჩანს აქ ვიღაცეებისათვის ფეხბურთის ანაბანა უნდა ესწავლებინა და ამ დონეზე ეს არ უნდა დასჭირვებოდა.
პ.ს. ეხლა კი ვხვდები ფინალსა და დანარჩენ მნიშვნელოვან თამაშებში რატომ აყენებდა ძველ შემადგენლობას...
ანესთეზეოლოგი
16 ნოემბერი 2020 08:48
3
მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია შეცვლებით დაგვტანჯა და 5 წელია ნაკრების შერჩევაში უამრავი კითხვა მიჩნდება გულწრფელად მეცოდება ეს კაცი.
და ნებისმიერი ვინც ჩვენ ნაკრებს ჩაიბარებს.
დისციპლინა 0, პროფესიონალიზმი 0, თვითკრიტიკა 0 - ამას რა ვაისი და რა იურენ კლოპი უშველის?
ბურთის მისაღებად 3-4 შეხება რო ჭირდება ფეხბურთელს ამას ნაკრების მწვრთნელი რას უშველის? კედელივით რო უღებს მოთამაშე ბურთს და 5 მეტრის იქით გაურბის ამას ვაისმა რა უნდა უქნას? 5 წელია ერთი(!) კუთხიდან მოწოდებული ბურთი რო ვერ მოვიგეთ, ერთი!
რა მოუხერხოს? მოკლედ ვაისი რო დაბალია მაღალი კლასის მწვრთნელი არაა ქე ვიცით, მარა პროფესიონალიზმის გარეშე ამ ამ ქვეყანას (და არა მარტო საფეხბურთო ნაკრებს) მომავალი არააქვს
Superman
16 ნოემბერი 2020 01:14
2
ხოდა 5 წელი კუთხურებს ერთი და იგივე ფეხბურთელი რომ აწვდის ეს მწვრთნელის პრობლემაცაა :)))))
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 03:23
6
ეს კაცი ვფიქრობ მაინც ღირსია გავაცილოთ როგორც ქართველებს გვეკადრება “დღეს სტუმარია ეს ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა" გავიხსენოთ. თან მწვრთნელია ახალი მოსაძებნი, რომელსაც იმის შიში არ უნდა შევუქმნათ რომ, 5 წლის მერე მასაც გინებას დავუწყებთ. ერთა ლიგის ფინალი მაინც ხომ გვათამაშა, მადლობა მას ამისთვის და ნახვამდის ვაისს, წარმატებები.
გიოსან
16 ნოემბერი 2020 00:34
8
ადამიანურად შემოცოდა :(((((((((
მეტი არ შეგვიძლია და რა ვქნათ
16 ნოემბერი 2020 00:39
3
კობიაშვილი, რომ იძახდა ნაკრები ქართული ფეხბურთის სარკეაო, ჰოდა, მეც ავდექი და ჩავიხედე ამ სარკეში და გავოცდი კაცი: ჩემს წინ პირდაღებული თეთრი ვირი იდგა და კბილებში ფეხბურთის ჩაფუშული ბურთი ჰქონდა გაჩრილი, წარწერით: "MADE IN GEOრGIA", ხოლო მის უკან ვირების ჯოგი და ყველანი ერთად წინწაწეული კისრებითა და ბუნებრივი გამომეტყველებით -ევროპისკენ იყურებოდნენ.
ჯადოსნური სარკე 2
16 ნოემბერი 2020 02:21
0
ხალხო გაიგეთ გასაგებია რომ მწვრთნელია მთავარი მაგრამ მერამდენე მწვრთნელს ვიცვლით უკვე?სხვა რამეში ხომ არაა საქმე?ის რატომ გავიწყდებათ რომ ერთ ტაიმსაც ვერ თამაშობენს ეს ქათმები და მერე ენაგადმოგდებულები დადიან მოედანზე.დღეს ფეხბურთი არის ფიზიკური შრომა,პრესინგი.თუ ეს აქრ შეუძლია გინდს და თუ სატანადოდ ფიზიკურად არაა მომზადებული,რაც არ უნდა ტექნიკური იყოს ვერაფერს იზამს ის.ეს იყო ჩვენი მოურჩენელი ჭირი და ამაზე არავი არაფერს არ ამბობს რომ დიდი შრომა და ფიზიკური მომზადება სჭირდება რასაც ეს ქათმეი არ აკეთებენ ეზარებათ გესმიით ეზარებაათ და მოკალი თუ გინდა.ამას ამბობდა თემო ქეცბაიაც და აჰაა ფაქტია სახეზე მეტი რაღა გინდათ.
გეგი
16 ნოემბერი 2020 01:14
2
ფინალი გვქონდა სათამაშო... 1თვე ქონდათ დრო ვის ეტყობოდა რომ მომზადებული ჩამოვიდა? იცი რა მაინტერესებს ამ ბიჭებს ვინმე ძალას ატანს გინდა თუ არა ნაკრებში ჩამოდიო? არც ჯიგარი ეტყობათ არც ცეცხლი თვალებში...არც ჟილკა არც ევროპაზე თამაში უნდათ... წადით არავის ჭირდებით
ვატო
16 ნოემბერი 2020 00:43
5
არა მანდ სხვა მუღამია განა ძალის დატანებაა უბრალოდ ნაკრებში თამაშები ჭირდებათ საკლუბო კონტრაქტებისათვის და მიტო. ეგაა მთელი ფილოსოფია
იბერია
16 ნოემბერი 2020 02:10
1
ამათ საერთოდ კლუბებში, სადაც თამაშობენ, ფულს თუ უხდიან და თუ უხდიან, რისთვის? ორი ფეხბურთელის გარდა, ყველას ფეხებზე ჰკიდია ფეხბურთი. კობიაშვილისგან რამე დავალება ხომ არ ჰქონდათ მიცემული. მოვითხოვოთ ფეხბურთის ფედერაციის სანაგვეზე გაშვება. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან, ელემენტარული დავალება ვერ შეუსრულა ხალხს. ეს სერიოზული საკითხია და თუ კალაძე ვინმეს დაიცავს, ისიც სანაგვეზე. ხალხნო მწვრთვნელს ნურაფერს დაავალებთ, ნუ დაჩლუნგდებით, გაიღვიძეთ თუ ხართ ფეხბურთის მოყვარულები. ამ ქვეყანაში სასიხარულო, მეტი არაფერი დაგვრჩენია.
გიორგი მარაკანა!
16 ნოემბერი 2020 13:54
0
გეთანხმებით ფეხბურთის ფედერაცია კი არა საძმაკაცო თავშეყრის ადგილია ჯერ რადიოს გამოვიდა პირდაპირ ეთერში ქეცბაია და თქვა ნუ მირეკავთ ეს ათამაშა და ის ათამაშეო მარა ვერაფერს გახდა ამ ძალით ფედერაციის ხელში და წავიდა მართლა ძაან მაგარი ტრენერია ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგა ათამაშა მარა ამათ ხელში მაგდენზე ოცნებაც ზედმეტია
ხვიჩა
16 ნოემბერი 2020 11:11
2
მწვრთნელში არაა პრობლემა,პრობლემა მენტალიტეტშია.თვითოეული ქართველის მენტალიტეტშია.ამას პირველივე უცხოელი მწვრთნელი ბოსკამპი მიხვდა და მენტალიტეტ დებილ გვეძახა.თითქმის ყველა უცხოელმა მწვრთნელმა მიგვანიშნა ამაზე რომ პრობლემა მენტალიტეტშია ტოპმიოლერმაც,კუპერმაც,ჟირესმაც და ახლა ვაისმაც.შეხედეთ წააგეს ერთი თამაში და მიაყოლეს მეორეც,დარწმუნებული ვარ ესტონეთთან თამაში არავის უნდა,ეს არაა მენტალური პრობლემა?30წლის განმავლობაში სულ დაბალი დონის მწვრთნელები გვყავდა?გჯერათ ამის რომ პრობლემა მარტო მწვრთნელია?
Master
16 ნოემბერი 2020 03:22
4
ეს მთავარია
giorgi
16 ნოემბერი 2020 09:14
2
ჭკვიანია ეგ მამაძაღლი და ჩვენს ბოსტანში გვესვრის კენჭებს, ჩვენზე მეტ ქართველობას იბრალებს, რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვარო. განგებ დაშალა ნაკრები და გააფარჩაგა, რომ ფედერაციიდან და მწვრთნელიდან ფეხბურთელებზე გადაეტანა ისრები. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, იმდენად კარგები, რომ მაკედონიას ტოლ-სწორად ვეთამაშოთ და სომხეთს და ესტონეთს ყველგან მოვუგოთ. შეთქმულებას ჰქონდა ადგილი და ახლა ამ შეთქმულების გაპრავება ხდება. გაახილეთ თვალები და გაიღვიძეთ...
არქიფო სეთური
16 ნოემბერი 2020 01:22
27
გააფარჩაგა თორემ ვაისამდე სულ 2 ქულა გვაკლდა ევროზე გასასვლელად, ბოლოსწინა და ბოლო ადგილებზე რომ გავდიოდით შესარჩევებში
rasa
16 ნოემბერი 2020 01:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული