ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
კიდევ ერთხელ მინდა ცალკე დავწერო თუ შეიძლება: ბატონო ვლადიმერ - გული არ გაიტეხოთ, მადლობა ყველაფრისთვის მაინც. კარგი კაცი ბრძანდებით, პატივს გცემთ და გგულშემატკივრობთ. უბრალოდ დროა ნამდვილად, რომ ახალი მწვრთნელი მოვიდეს. და ეს მწვრთნელი, ჩემი გადმოსახედიდან იმედია იქნება ჭიაბრიშვილი და არა არველაძე, ან ვინმე ნაცნობობით დანიშნული
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:43
13
სამწუხაროდ ამ დამცირებასაც გადავყლაპავთ, დამარცხებულის მენტალიტეტი გვაქვს.უწიგნურების, გაყიდულების, შპანების ხელშია დღეს ქართული ფეხბურთი და მთლიანად საქართველო...ეჰ რას დაგვამსგავსა შუშის სასახლეში მყოფმა არქიფო სეთურმა.
დანტე
16 ნოემბერი 2020 02:39
13
რახან პოლიტიკა გამოურიე, ერთსაც გეტყვი. შუშის სასახლე და მსგავსი სისულელეების წერას, იქნებ იმაზე დაფიქრდე, რომ სომხეთში მიტინგები იმართება და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, იმის გამო, რომ ყარაბახშუი ომი წააგო, ფაქტიურად კაპიტულაციას მოაწერა ხელი და ის ტერიტორიები დაკარგა, რომლებიც არც არასოდეს ყოფილა სომხეთი, თბილისში და ბათუმში კი მიტინგებზე ,,მიშა დაბრუნდიო" პლაკატები გამოიტანეს და იმ კაცს უხმობენ, რომლის პრეზიდენტობისა და მთავარსრდლობის დროსაც დაიკარგა ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიის 1/3! ალბათ ეს არის მენტალური სხვაობა! ხოდა ილაპარაკეთ ახლა შუშის სასახლე და მსგავსი სირეგვნეები შენ და სხვა მიშამოყვარულებმა!
mamuka
16 ნოემბერი 2020 13:56
0
დანტე ხარ თუ მეფისტოფელი, ყველაფერში პოლიტიკა რომ არ გარიო, არ შეიძლება? შუშის სასახლემდე ხომ შენმა მზემ ვარსკვლავებს ვწყვეტდით რა!
mamuka
16 ნოემბერი 2020 13:08
0
მეზარებოდა წერა და ვიფიქრე აღარ დავწერ თქო... მარა ეს მარაზმი რომ წავიკითხე, უფრო სწორად აღარც დავამთავრე... ზედმეტს არც ვიკადრებ და არც გაკადრებთ - ბატონო ვაისს! მაგრამ თქვენ მოგმართავთ პირადად: დღეს 100 % თქვენი წაგებულია ეს მატჩი. მთლიანად!!! და ჩუმად მაინც იყავით. რატომ გაუშვით ოქრიაშვილი, ლორია, კაკაბაძე, კაშია, ქვილითაია, კვირკველია ასეთ თამაშში??? ოქრიაშვილი ?? სომხებთან რომ გადაგარჩინათ არ გახსოვთ??? კაკაბაძეს რომ გაიყვანთ და ჯიღაურს დააყენებთ ეს ნორმალური გგონიათ?? ან ლობჟანიძეს რომ ცვლით თქვე კაი ადამიანო, მეგონებოდა რომ თამაშობთ ტოტალიზატორზე, სახეზე რომ არ ვხვდებოდე რომ პატიოსანი და კარგი ადამიანი ხართ, ამის ნამდვილად მჯერა, უბრალოდ გაგებაში არ ხართ ფეხბურთის! და ვინც 1ქვას რომ რამე გესმით- ის თვითონ აზრზე არ არის!! თქვენ უბრალოდ ვერ გრძნობთ რა მოწინააღმდეგეს რა უნდა დაუპირისპიროთ, სომხეთ გდავუვლიდით იმ შემადგენლობით რომ არა თქვენი დაყენებული გუნდი! მესამე შემადგენლობა!! ეს რა ჯანდაბაა? ეს ჩაწოდებები და ჩაწოდებები ამ ერთი თავდამსხმელის თავზე, რომ ვერ არტყავენ ეს საცოდავები ვერ ხედავთ??? რომ ვერ აწვდის ეს გვილია და ნავალოვსკი და ჯიღაური ძნელი დასანახია ??? ან რომელი იბრაჰიმოვიჩი ეს ლობჯანიძეა რომ ტვირთავთ მარტო მაგას შOრიდან? ლობჟანიძე , რომელსაც არა და არ აღირსეთ ძIრითადი ძლივს ათამაასEტ DA ღOM IტAMAსA სასწაულად გამოცვალეთ!!!! გამოცვალეთ!!! ვატონო ვაის, გულწრფელად გეუბნებით - ძალიან სიმპატიური კაცი ბრძანდებით. დიდი მადლობა მიოხუედავად ამ ყველაფრისა, უბრალოდ დროა შემცვლელი მოვიდეს რომ ბოლო თამაში მაინც ათამაშოს გუნდი, რაღაცა მონიშნოს თავისთვის. ფედერაციას უფრო ეხება ეს! და მუჯირს გადაეცით რომ ადამიანი დაუნახავი ღორი არ უნდა იყოს!!! ქომაგებს რომ აბრალებს ეს ვაი მენეჯერი თავიანთ კრახს ამაშია საქმე!! არც კი გრცხვენიათ თქო ასე უთხარით ჩემგან . და კომენტატორებს გადაეცით, რომ დ ა ა ნ ე ბ ე თ თ ა ვ ი ფეხბურთის წაყვანას!!!!
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:35
5
კობიაშვილი, რომ იძახდა ნაკრები ქართული ფეხბურთის სარკეაო, ჰოდა, მეც ავდექი და ჩავიხედე ამ სარკეში და გავოცდი კაცი: ჩემს წინ პირდაღებული თეთრი ვირი იდგა და კბილებში ფეხბურთის ჩაფუშული ბურთი ჰქონდა გაჩრილი, წარწერით: "MADE IN GEOრGIA", ხოლო მის უკან ვირების ჯოგი და ყველანი ერთად წინწაწეული კისრებითა და ბუნებრივი გამომეტყველებით -ევროპისკენ იყურებოდნენ.
ჯადოსნური სარკე 2
16 ნოემბერი 2020 02:21
0
ერთი საბა ლობჟანიძე დარბოდა დღეს და ეგაა... აბურჯანია ასეთი ნელი სეგუნდა დივიზიონის კლუბებში როგორაა მთელი კარიერა ვერ ვხვდები... დავითაშვილის იმედი მქონდა და არაა ჯერ მზად როგორც ჩანს... მაკარიძის ერთი კარგი სეივი მაჩვენეთ ვინმემ ხალხი არ ხართ? ხოჭოლავა და გრიგალავა ცალკე თემაა, დაცვა და ზოგადად ფეხბურთი არაა მარტო PES ის მონაცემები (რომელიც ასევე ძალიან დაბალი აქვს ყველას) და ერთეული მომენტები... ესეც სამსახურია სადაც სული და გული უნდა ჩადოს დასაქმებულმა... ნაკრებში ვერ ივარჯიშებენ, ნაკრებში მომზადებული უნდა ჩამოვიდეს ადამიანი... მუდმივი თამაში კლასს უმატებს, მაგრამ სირბილს და გამძლეობას არა... საქართველოში ყოფილიყო და აქაური ჩემპიონატიდან გენახა ხალხიო, ხო არ ღადაობთ თქვენ... DDDD ვაისს ბევრი შეცდომა ქონდა, მარა ამ კონტიგენტით კიდე კაი შედეგი ქონდა, გუნდი შეკრა და რაღაცას დაამსგავსა
მადლობა ეკუთვნის ამ კაცს და გულგახეთქილს და გალანძღულს ვუშვებთ, მართლა დადებს სხვაგან შედეგს და ისევ სანატრელი გვეყოლება... აქ კიდე ქეცბა მოვა და გავაგდებთ მასაც და ან შოთი მოვა და კაცი სულ საუკეთესო ტრენერია და კარიერას დავუნგრევთ, გიჟი კიარაა ნაკრები ჩაიბაროს, ვინმეს ხო არ გონია არ უნდა? ძაანაც უნდა მარა მწვრთნელების სასაფლაოა ჩვენი ნაკრები... სანამ მენტალობა არ შეგვეცვლება, სერიოზულ და დიდ მიღწევებზე ლაპარაკი ზედმეტია, კვარა ან ვინმე ეპიზოდური გამონათებით თუ გაგვათრევს შემთხვევით სადმე და ეგაა... ძლიერ გუნდებთან დასაკარგი არ გვაქვს, დაცვაში ვზივართ და კონტრშეტევაზე ინდივიდუალურად თუ ვინმეს რამე გამოსდის არაა ეს გუნდის ძლიერება და შევეგუოთ, გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვეცადოთ ძირეული პრობლემები გამოვასწოროთ, ვაისი ამას ვერც შეძლებს და არც არანაირი თვალსაზრისით არაა ვალდებული...
რა მაფიაა?
16 ნოემბერი 2020 02:17
4
ლობჟანიძე ფლანგელი მშვენიერია, სისწრაფე აქვს და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, რატომ არ ათამაშა მაკედონიასთან. ვაისი მოგზავნილია, დაცვა არ უნდა დაეშალა, რა უნდოდა დაცვაში კანკავას. ჩვენი პრობლემა იყო შეტევა და ის უნდა გაეძლიერებინა, დაცვას რას ერჩოდა, დაცვის გამო წავაგეთ.ხუთი წლისთავზე მიხვდა, რომ შეცვლა უნდა დროულად გააკეთოს. ხუთი წელი დავკარგეთ, ეს თაობა შესაცვლელია. ცხადაძე უნდა დავაბრუნოთ და ახალი გუნდი შევქმნათ
თამაზი
16 ნოემბერი 2020 01:46
8
არ ვიცი რა დავწერო. საბა ლობჟანიძე არ უნდა ყოფილიყო სკამზე წინა შეხვედრაში. რესურს ეს კაცი არასწორად ანაწილებს. ჯიღაური, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, გრიგალავა დღეს მაინც, არ უნდა ყოფილიყვნენ,გვილია ხომ საერთოდ შენელებული კადრი, როცა თავის ლეგიაში არაა სასტარტოში ესეიგი ვერ ქაჩავს შენ რაღას ეძალები. მე პირადად საბა ლობჟანიძეს დღეს ყველაზე მაღალ შეფასებას და სათამაშო დროს მივცემდი. შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა მწვრთნელობა.... სტანდარტულებში ნული.არ იგრძნობა არაფერი ამუშავებთ რამეს????
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2020 01:40
1
ნახეთ და კარგად დააკვირდით, ბოტები როგორ მუშაობენ. კომენტარებს სადაც ფეხბურთელებს ლანძღავენ ყველაზე მეტი მოწონება აქვს, თუკი ფედერაციას ლანძღავენ დისლაიქები სჭარბობს. რავი..
სამართალი
16 ნოემბერი 2020 01:30
6
ვაისი საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია და ამის დასტურად მისი მიღწევებიც მოწმობს მშობლიურ სლოვაკეთში, მაგრამ ის არ არის მართალი ადამიანი და თუ რატომ, შევეცდები განვმარტო: ვაისი კონკრეტული დავალებით მოვიდა ნაკრების მწვრთნელად, მას უნდა ჩამოეყალიბებინა ბრძოლისუნარიანი, მაგრამ არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდი, გაეჩინა იმედის განცდა და ეჩვენებინა ნახევარ შედეგი. რაც ძალიან კარგად შეასრულა, ახლაც კი ფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ, გუნდს შანსი აქვს მეორე ჯგუფი მოიგოს და გულშემატკივრების ნაწილს შერჩა იმედი, რომ როგორმე იქნებ მსოფლიოს ჩემპიონატს წაეპოტინოს ნაკრები, რომ სდომოდათ ფეხბურთის მესვეურებს და ეცლიათ ვაისისთვის, ევროპაზე საქართველო ითამაშებდა. ვაისმა უპოვა ნაკრებს გასაღები და როცა ზემდგომებს სჭირდებოდათ ნაკრებს ფსიქოლოგიურადაც კარგად განაწყობდა და ტაქტიკურადაც გამართულ ფეხბურთს ათამაშებდა, მაგრამ ჩავარდნებით, ერთი ტაიმი დაფრინავდა ნაკრები, მეორე ტაიმში ფეხბურთთან მიახლოვებულ სპორტს ათამაშებდა. ქმნიდა არასტაბილურ სურათს, რომ გულშემატკივარს მეტი არ მოეთხოვა, არ ამუშავებინებდა გუნდს კომბინაციებს და სტანდარტულებს, რადგან თუ ამ კომპონენტებს დაუმატებ საქართველოს ნაკრებს, რეალურად ძლიერი ნაკრები გამოდის და ასეთ გუნდ ს არავინ აპატიებდა ფინალში მაკედონიის დონის ნაკრებთან კაპიტულაციას. ეს ის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და თითქმის აბსოლუტური შედეგი დადო დ ჯგუფში. ეს იმ უნიათო ფეხბურთელების ნაკრებია, რომელმაც აჯობა ავსტრიას სტუმრად და მოგებაც კი შეეძლო,გოლი არ გაუშვა ესპანეთთან, ირლანდიასთან, დანიასთან,მაგრამ სამივე შეხვედრში გაუშვა მაკედონიასთან. ამ ჩამოთვლილ თამაშებში, არ თამაშობდა კვარაცხელია, როგორც მახსოვს არც ჩაკვეტაძე, შენგელია, სწორედ ჯიღაური, დაუშვილი, მერებაშვილი და მსგავსი ფეხბურთელები იცავდნენ მაშინ ნაკრების ღირსებას. წინა კომენტარშიც აღვნიშნე და ისევ გავმეორდები: საქართველოს შესწევდა ძალა, მინიმუმ გოლი არ გაეშვა თამაშიდან და საქმე მიეყვანა თერთმეტმეტრიანების შესრულებამდე, მაგრამ ეს გეგმებში არ შედიოდა სამწუხაროდ. პანდევი მას შემდეგ რაც მან საგოლე კომბინაცია წამოიწყო, დადგა საჯარიმოში და ისე დაელოდა შეტევის დასრულებას, რომელიც გოლად თვითონვე აქცია, ამ დროს მას ხელს არავინ უშლიდა, დაცვა ჩამოშლილი იყო, საერთოდ საცოდავი საყურებელი იყო ბიჭების მდგომარეობა. არ მახსოვს ბოლოს როდის ჩავარდა ასე ნაკრების დაცვა. ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ გაუფერულებულიყო ფინალური შეხვედრა, თბილისს ჰყავს მერად თანამედროვე ქართულო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ფაქტიურად სათავე დაუდო ამ მარცხს, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. პარადოქსია, მაგრამ ყოფილმა ფეხბურთელებმა პოლიტიკის კეთება დაიწყეს და პოლიტიკურ თამაშებს გადააყოლეს უკვე მერამდენედ ფეხბურთი. მიზანმიმართულად არ დაუშვეს მაყურებელი სტადიონზე, იმის ნიშანწყალიც არ ჩანდა, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩი იმართებოდა, წაართვეს საქართველოს ზეიმის უფლება და გამოღვიძება არ აცალეს.
ძალიან ნიშანდობლივია ვაისის კომენტარები და მინიშნებები, რომელიც ფაქტიურად პროგნოზირებდა, რომ ჩვენ ფინალში ვმარცხდებოდით და წინასწარ დაგვემშვიდობა, საქართველოს ნაკრები ნაცემი დადიოდა სტადიონზე და ვაისი გარინდული თვალს ადევნებდა, როგორ გვავლებდა მუსრს მაკედონია. ადამიანურად შემეცოდა ვაისიც და ფეხბურთელებიც.

P.S

ფაქტია, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული და მასიური სპორტია, რომელიც ხანდახან პოლიტიკასაც აკეთებს და ეკონომიკასაც, ქართველებისთვის კი უფრო მეტიც შეიძლება ეროვნული გამოღვიძების და მომავალი გამარჯვებების ბიძგი გამხდარიყო. მაგრამ მავანს ეგ არ აწყობდა და თუ რატომ ალბათ ბევრი ახსნა შორს წაგვიყვანს. არ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გარე ქვეყნებმა იმუშავეს, რომ საქართველო ისევ მაჩანჩალებში დარჩენილიყო, თუმცა არც უმაგისობა იქნება, აი შიდა პოლიტიკურ ინსთებლიშმენტს (პოზიციას, თუ ოპოზიციას) კი ნამდვილად არაფერში სჭირდება სამშობლოს ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება, რომელიც ისე იოლად სამართი და დასაბრიყვებელი აღარ იქნება...
არქიფო სეთური. ეს ჩემი გუშინდელი კომენტარია, რომელიც არ გამომიქვეყნეთ
16 ნოემბერი 2020 01:26
7
რა ქვეყანაც ის ფეხბურთი.
AEY
16 ნოემბერი 2020 01:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული