საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.
აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.
ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.
ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი
კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
პ.ს. ხომ არ დადგა დრო ქართველმა ფეხბურთელებმა, ვისაც ნიჭიც აქვთ, განვითარების სურვილიც და პროფესიონალიზმზე დებს თავს, უკეთესი აგენტები აიყვანონ და მათ თავიანთი პირობები დაუყენონ, და არა ისე, როგორც დღემდეა, როცა აგენტები უყენებენ თავიანთ პირობებს და ნიჭიერ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უცხოურ "ჭ" კლასის გუნდებში ათამაშებენ მომავლის იმედად და მათგან საბოლოოდ დახუფულ კონსერვის ქილას ვიღებთ.
როგორც გერმანიის ნაკრებშია წესი, ნორმატივები ჩასაბარებელი რომ მოხვდე ნაკრებში ისეთი უნდა დააწესო საქართველოს ნაკრებში, ვინც ვერ ჩააბარებს ავტომატიურად ნაკრებს გარეთ დარჩება გამოძახების მიუხედავად. ყველას ექნება სურვილი რომ იმ ნორმატივი დაძლიოს. ამით კი მივიღებთ მომზადებულ ფეხბურთელებს მინიმუმ ფიზიკურად მაინც.
ბოდიში თუ ვინმე შევაწუხე ჩემი კომენტარით...