საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.
აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.
ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.
ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი
კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
ნაკრების მწვრთნელის ფუნქცია არის არსებული რესურსიდან ანუ თავიანთ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებიდან უნარების მიხედვით ჩამოაყალიბიბოს ნაკრების ბირთვი მეკარე, მცველი, საყრდენი, თავდამსხმელი 4-5 კაცი, შეარჩიოს და სანაკრებო შეჯიბრებაზე გამოიძახოს იმ დროს საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები მათი ამპლუის გათვალისწინებით, მაგალითად თუ 4 კარგი მარჯვენა მცველის გამოძახება შეუძლია და მარცხენა მცველზე ყავს მხოლოდ 1 სრულასოვანი კანდიდატი მან სარეზერვოდ მარჯვენა მცველი მაინც არ უნდა გამოიძახოს. უნდა გამოიძახოს სხვა ამპლუით მარჯვენა მცველი, შეიძლება ნაკლები შესაძლებლობების მქონე, მაგრამ მაინც მარჯვენა მცველი. კარგი მეთონე ავად თუ გახდა კალატოს არავინ გამოიძახებს მის შემცვლელად! ნაკრების მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული საფეხბურთო კონცეფცია, მაგრამ ეს კონცეფცია მან საკუთარ თავთან გუნდის მწვრთნელად მისვლისას უნდა განიხილოს იმიტომ, რომ ეს კონცეპცია შეიძლება გახდეს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი. მაგალითად, საქართველოს ნაკრებში მოსული მწვრთნელი თუ არის ტოტალური ფეხბურთის (მიხელსი) კონცეპტუალურად ერთგული და მცოდნე ის ვერასდროს შეძლებს ნაკრებში გამოძახებულ ქართველ ფეხბურთელებს ტოტალური ფეხბურთი წარმატებულად ათამაშოს. საქრთველოს ნაკრების მწვრთნელმა უნდა შეისწავლოს ქართული ფეხბურთის ისტორია, ნახოს მატჩები, გამოიტანოს დასკვნები, როდის, რომელი ფეხბურთის თამაშით აღწევდნენ წარმატებას ქართული კლუბები და თბილისის დინამო (ფაქტიურად საქართველოს პირველი ნაკრები, მეორე და მესამე ნაკრები ქუთაისის ტორპედო და ლანჩხუთის გურია). სხვათა შორის, საქართველოში ჩამოსული ტოპ მწვრთნელების წარუმატებლობის მიზეზი იყო სწორედ ეს ფაქტორი. კონკრეტულად, ისნი იყვნენ მაგარი ხისთავიანები - ვერ მიხვდნენ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ვეფხვებისათვის არ მოეთხოვათ მგლის ხროვის წესებით ენადირათ ან პირიქით! თავი არ შეიწუხეს ქართული ფეხბურთის ისტორიის სიღრმეებში ჩასვლით. ქედმაღლურად უდგებოდნენ საკითხს, მე კუპერი ვარ!.... მე ტოპმიულერი ვარ! მე საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გავხადე ეს "ტუზემცები" კი ვასწავლი მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს მხარს ვერ უბამენ და ა.შ. ასევე ნაკრების მწვრთნელი საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე უნდა იწყებდეს ქართული ენის სწავლას, ოჯახი საქართელოში უნდა ჩამოიყვანოს და სანამ აქ არის მოსწონს თუ არა ყველა ქართული გუნდის თამაშს უნდა დააკვირდეს. დაახლოებით ისეთი კაცი უნდა იყოს მორაგბეებს რომ ჰეიგი ყავდათ! კიდევ ბევრი რამე მაქვს სათქმელი, მაგრამ სხვა დროს იყოს.უკვე ძალიან გამიგრძელდა!