დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
ასეთი კრახის შემდეგ აუცილებლად შესაცვლელია ფედერაციის ხელმძღვანელობა, მაგრამ მაინც არავინ შეცვლის. გადახედეთ ვინ არის საქართველოში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი თავისი შედეგებით და დანიშნონ. ფეხბურთელები კიდევ უმრავლესობა შესაცვლელია.
gio
16 ნოემბერი 2020 14:25
1
უპირველეს ყოვლისა რაც უნდა შეიცვალოს ქართულ ფეხბურთში - ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიზირებული გენერალიტეტია. ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი და მან, ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი გააკეთა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ ცხადაძის მოხსნა პოლიტიკურად მოტივირებული სისულელე იყო, რომლის შედეგად თამაშის იმ დონეს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ცხადაძის მწვრთნელობის დროს შოტლანდიასთან და გერმანიასთან მატჩებში, ვეღარ მივაღწიეთ და ერთა თასზე აშკარად დაბალი დონის გუნდებთან ნაჩვენები რამოდენიმე კარგი თამაში ამას, ალბათ დამეთანხმებით, ვერ გადაფარავს. მოდით მოვიქცეთ ისე, როგორც ჭკვიანი ხალხი იქცევა: ნუ შევქმნით ამ წაგებებისგან ტრაგედიას და ვიფიქროთ წინსვლაზე. თუმცა ჩემის აზრით, ვიმეორებ - ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან ისინი თავად ვერასდროს შეიცვლებიან.
დავითი
16 ნოემბერი 2020 13:38
2
მეც მაგაზე ვგიჟდები. ერთადერთი ცხადაძის დროს მომწონდა პასები კომბინაციები და გუნდური თამაში და მიკვირდა როგორ შეძლოთქო და შეგვძლებია თურმეთქო და უცებ ბოღმის და ფულის შოვნის გამო გაუშვეს და რატომ არავინ არ ამოიღეთ ხმა?? თქვენც ხო ხედავდით ამას?
მართალი
16 ნოემბერი 2020 14:11
4
ბევრჯერ გამიგია-ბევრ მწვთნელს უთქვამს გუნდში რო გათამაშო ამდენი და ამდენი უნდა გადაიხადოო,რაც არ უნდა კარგი და ნიჭიერი ბავშვი იყოს ზოგ ზოგიერთები მაინც ფულს ითხოვენ,მერე უფულო ბავშვს გული უცრუვდება და ანებებს თავს და ფულის გადამხდელები კი თამაშობენ.ყველგან იმედია ესე არ არის
iakob_loladze
16 ნოემბერი 2020 14:22
0
გამიგია მეც ეს ამბები, მაგრამ ყველა მხოლოდ შინაურ წრეში ლაპარაკობს ამაზე.
...
16 ნოემბერი 2020 14:29
0
1) ფედერაცია უნდა შეიცვალოს
2) ხალხმა უნდა აირჩიოს ფედერაციის პრეზიდენტი
3) ბავშვთა მწვრთნელები უნდა გადამზადდნენ საზღვარგარეთ.
4) ბავშვთა აკადემიებს მიეხედოს, უფასო გახდეს ფეხბურთზწ ბავშვების სიარული და ავარჯიშონ კვალიფიციურმა გადამზადებულმა მწვრთნელებმა.

პს მე პირადად საკმაოდ კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ 10 წლის ბავშვს რომ 15-16 წლისწბთან ათამაშებ კარგად თამაშობსო და ყოველ განრაზებაზე 12 ლილომეტრს არბენინებ მაგიტომაც მომამტვრიეს ორივე ფეხი დღემდე მტკივა დატვირთვების დროს. რას იზამ პროფესიით მეთევზე იყო ჩემი ტრენერი (((
ემიგრანტი
16 ნოემბერი 2020 12:33
0
იცი რა მაინტერესებს დინამომ ვიღაც კლაკსვიკთან თუ ვერც დავიმახსოვრე სახელი იმათთან რო წააგო ჩვენმა მერმა ბატონმა კახიმ იმხელა რეჩი დაარტყა ფიფიაზე არაკომპეტენტური მენეჯერიაო (უბრალოდ ფაქტს ვიხსენებ) საერთოდ კერძო კლუბის მენეჯმენტს განიხილავდა და ფედერაციაზე რატომღაც სიტყვას არ ძრავს მემგონი აქ უფრო სწორი იქნებოდა ბატონო კახი თქვენი კრიტიკა მიკერძოებული და სუბიექტური რო არ ბრძანდებოდეთ. აზზე არ ხართ ყველაფერში ჩაისვარეთ
Papuna
16 ნოემბერი 2020 18:41
4
ფედერაცია უნდა გადადგეს მათმა გზამ წარმატება არ მოიტანა. სხვას მიეცეს საქმის გაკეთება ელემენტარული წარმატება არ გვქონია რაც მოსულები არიან. გადადგეს ფედერაცია!!!! ახალი ხედვებით ახალი სისხლია საჭირო !
beqa
16 ნოემბერი 2020 17:33
4
გამარჯობა, საკითხი ძალიან კომპლექსურია, თუმცა ვეცდები სიღრმეებში ჩასვლის (ბავშვთა ფეხბურთი, სახელმწიფოსგან დაფინანსება და ა.შ) გარეშე მოგახსენოთ ჩემი როგორც ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრის აზრი.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 2015 წლის შემდგომ, როცა ნაკრებში კახა ცხადაძე მოვიდა, გუნდის თამაში რადიკალურად შეიცვალა და ნამდვილად დაეტყო ახალი მწვრთნელის ხელი, გუნდი მთელი 90 წუთი აღარ იყო დაცვაში და დაიწყო ბურთის კონტროლი, რამდენიმე თამაშში იყო ძალიან კარგი კომბინაციური ფეხბურთიც, ვფიქრობ ვაისმა ეს გეზი გააგრძელა და რეალურად მისი ხელმძღვანელობის დროს დავრწმუნდი, რომ ნაკრებმა ისწავლა ბურთის დაჭერა და კონტროლი. შემიძლია გავიხსენო არაერთი შეხვედრა როცა დიდი სიამოვნება მივიღე ჩვენების თამაშით (პასების სიზუსტე, გააზრებული კომბინაციები და ა.შ), ამასთან ვფიქრობ რომ გუნდი მეტად სტაბილური გახდა, ვიდრე მანამდე იყო (სტაბილურობაში ვგულისხმოდ შედარებით ადეკვატურ შედეგებს). პირადად მე ამისთვის ვაისის მადლობელი ვარ. ვფიქრობ, რომ მის სამუშაოს დაფასება სჭირდება და ,,გაგდება/გაშვება’’ ამ ფორმილირებას მისი სამუშაოს დასრულებასთან დაკავშირებით უნდა მოვერიდოთ. თუმცა რა თქმა უნდა ვთანხმდებით - მან ნაკრებში თავი ამოწურა. ამას თავადაც ამბობს. ეს ზოგადად.

**რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას.
ვფიქრობ, რომ შედარებით დომინანტურმა ფეხბურთმა, ერთა ლიგის ,,დ’’ დივიზიონის ადვილმა შეხვედრებმა და შედეგებმა, ასპარეზზე გიორგი ჩაკვეტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამ ფეხბურთის გულშემატკივრები მოგვწყვიტა რეალობას, ამას დაემატა თითქმის 2 წლიანი ,,ფინალების’’ მოლოდინი და გამოვიდა რომ ჩვენ შევიქმენით განწყობა, სადაც ნაკრები აუცილებალდ გავიდოდა როგორც ევროპაზე, ასევე გადავიდოდა ,,ბ’’ დივიზიონში და მსოფლიოზე მოხვედრის შანსი ექნებოდა. ამის მეც მჯეროდა, თუმცა როგორც ჩანს ეს იყო მხოლოდ იმ სახის სცენარი და ის სასურველი მოლოდინი რომელსაც გარკვეულმა სიტუაციებმა შეუწყო ხელი და ჩვენ არასწორი განწყობა შეგვიქმნა. (თუ უზნაძეს დავესესხებით განწყობა სწორედაც რომ არის ერთგვარი მოლოდინის რეჟიმი, რომელსაც გარკვეული სიტუაციები კვებავენ)
**ვფიქრობ, ნაკრების რეალური ძალა ჩანდა შესარჩევის (და არა ერთა ლიგი) თამაშებში სადაც ვაგებდით ან ვერ ვიგებდით. ამ თამაშებზე ყველა თანხმდებოდა რომ აქცენტს დიდად არ ვაკეთებდით (ერთა ლიგის გამო) და რატომღაც დიდად არც ვნერვიულობდით, ზემოთ ნახსენები მოლოდინის გამო.
** დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, მჭედლიძე და ა.შ დაკარგული თაობის წარმომადგენლები არიან, უდიდესი ნიჭის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს იმ ფეხბურთის თამაში რასაც გულშემატკივარი ელოდა და რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდნენ. რატომ მოხდა ეს უკვე სხვა სალაპარაკო თემაა თუმცა ფაქტია, რომ ნაკრების მომავალი მათზე ვერ აეგება. ეს ხალხი ამ ასაკში ვეღარ შეიცვლება, იმაზე მეტს ვეღარ გააკეთებენ რაც აქამდე ვერ შეძლეს. შეიძლება რაღაც დააკლეს, შეიძლება ,,თავს ზემოთ ძალა არაა’’ თუმცა ჩემდა და ალბათ ყველას სამწუხაროდ მათგან მეტს არ/ვერ ველოდები. მგონია ვაისმა გუშინ, თავის პრესკონფერენციაზე, ისინიც იგულისხმა.

** ერთადერთი მიზეზი რატომაც გამეხარდა პლეიოფების გადატანა (ბელარუსი და მაკედონიასთან თამაში) მეგონა გიორგი ჩაკვეტაძე მოასწრებდა გამოჯანმრთელებას. მარტო ის არ არის, რომ მის გარეშე გაგვიჭირდებოდა, ვფიქრობდი ის ადამიანი ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გზის გავლაში იმსახურებდა იმ შესაძლებლობას, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა. მაშინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ პანდემია ამ სახეს მიიღებდა და ამ თამაშებს მაყურებლის გარეშე ჩავატარებდით, ასევე ვერ წარმოვიდგენდი, რომ გამოჩნდებოდა კიდევ ერთი ბიჭი რომელიც იგივე ცეცხლს დაანთებდა რაც მანამდე გიომ. (რა თქმა უნდა კვარას ვგულისხმობ) თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა ჩაკვე მეორეჯერ გაიტრამვა, კვარას ვირუსი შეეყარა. დავრჩით იმ გუნდის იმედად რომელზეც ზემოთა აბზაცსში ვისაუბრე. მიუხედავად ყველაფრისა ამ გუნდს ნამდვილად შეეძლო როგორც მაკედონიის ასევე სომხეთის დამარცხება, მაგრამ ამას დაემატა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩემი აზრით გადამწყვეტი გახდა ამ 2 მარცხში.
1. თამაშის წინა დღეს გავიგეთ, რომ ვერ ითამაშებდა კვარაცხელია და შენგელია. იმ ფონზე, როცა შეტევაში ტაქტიკურად გვიჭირს და ბოლოს როდის გავიტანეთ გუნდური გოლი რთული გასახსენებელია. როცა ჩვენ გუნდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ინდივიდუალისტ მოთამაშეს რომელსაც სივრცის ათვისება, კაცის მოტყუება და დარტყმა შეუძლია, ალბათ მარტივი წარმოსადგენია როგორ განიცდიდა ნაკრების თითოეული წევრი ამ ამბავს. ამას დაემატა ინტერნეტ სივრცეში გარკვეული გულშემატკივრების დაუფიქრებელი განცხადებები, რომლებმაც უიმედო სურათი დახატეს და იმის გათალისწინებით, რომ ნაკრების ფეხბურთელებამდე მსგავსი შეტყყობინებები აღწევს, ვფიქრობ ისინი უარესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
2. პირველ პუნქტში როგორც ვთქვი ტაქტიკური შეტევები გვიჭირს. არ გვყავს კვარა, თუმცა გვყავს მაღალი ცენტრ ფორვარდები, რომლებამდეც ბურთი ფლენგებიდან უნდა მივიდეს, ჩაწოდებით. სომხებთან პირველ თამაშში შესანიშნავად ითამაშა ლევან შენგელიამ და ზოგადად ის ალბათ ერთერთი საუკეთესო მომწოდებელია, რაც მთავარია აქვს ზუსტი პასი. სამწუხაროთ კვარასთან ერთად ისიც დაინფიცირდა და ამ კომპონენტში დავრჩით კაკაბაძის იმედად, რომელიც სტაბილური, კარგი მცველია (საკმაოდ ტექნიკურიც) თუმცა მე პირადად ვერ ვიხსენებ მის ზუსტ ჩაწოდებას. არადა ყველაზე ხშირად სწორედ ის აწვდის.
3. მინდა იცოდეთ, რომ ამ პუნქტს ვწერ ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე. დინამო არენა ნაკრების სახლია, თუმცა ამ სახლში აურას, რაც გაგრძნობინებს რომ მართლა სახლში ხარ ქმნის გულშემატკივარი. ეს დიდი უპირატესობა კენჭისყრის შედეგად მივიღეთ. შექმნილი სიტუაციისდა მიუხედავად უეფამ 30% შეუშვითო. მთავრობამ ძალიან ზედაპირული და ცივი პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ყველას, რომ რეალურად არც განხილულა მაყურებლის დასწების საკითხი საფუძვლიანად. არგუმენტებზე კი საუბარი ზედმეტია. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა თუ შეზღუდვა ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ამ შემთხვევაში ყველამ ვიცით რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენცია და ამ კუთხით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება. იმ მოქალაქეების, რომლებიც აგერ უკვე 2 კვირაა საარჩევნო პერიპეტიებში არიან ჩართულნი. იმ ხალხმრავალი შეკრებების შემხედვარე ყველას გვეუფლება განცდა, რომ თუ იქაც შენი მოქალაქეები არიან და აქაც, მაშნ ყველა და ყველგან ერთნაირად უნდა დავიცვათ, თუ არადა ჩვენ ვეჯახებით ორმაგ სტანდარტს. (სტადიონზე 30%-ის განთავსების და შეშვების ორგანიზება შეიძლებოდა და ამ პროცესში ბევრად მეტი უსაფრთხოება იქნებოდა ვიდრე მრავალათასკაციან აქციებზე რომლებსაც ვხედავთ ქვეყანაში) თუმცა მე პირადად ესეთი განცდა მეუფლება, რომ დაიკიდეს, ეს საკითხი გადააყოლეს არჩევნებს, ზედმეტად არ შეწუხდნენ და ეს ყველაფერი უფრო მტკივნეულია, როცა იცი საფეხბურთო სამყაროდან მთავრობაში არიან ,,წარმომადგენლები’’ რომლებსაც სიტყვა ნამდვილად ეთქმით. ამას დაემატა მეორე, მთავრობამ არ დაუშვა გამონაკლისი თამაშის დამთავრების შემდგომ იმ სავარაუდო ზეიმზე რაც ჩვენს რწმენაში უნდა ყოფილიყო. ნამდვილად არ ვიცი რა მოხდებოდა რომ მოგვეგო (მე მაინც მგონია ხალხი გამოვიდოდა და არც არავის არ დააჯარიმებდნენ) თუმცა ამ საკითხის ღიად დატოვების გამო ნაკრებს მოვუწყვეთ ისეთი დახვედრა რაც, ჩემი აზრით, თამაშის დამთავრებისას უფრო ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა. (მე რაც მინახავს ასე გამარჯვებულ გუნდს ხვდებიან ხოლმე). რა თქმა უნდა გუნდისთვის უნდა გვეგრძნობინებინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მათ გვერდით ვიყავით, თუმცა ვფიქრობ ამ სახის დახვედრამ მოთამაშეებზე კარგად არ იმოქმედა და გარკვეულწილად ემოციურად გადაწვა ისინი. ესეც გამოიწვია მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე სიჩუმემ. სიჩუმეზე კიდევ გამახსენდა, რომ თამაშამდე მაკედონიელებს ქვეყნის პრეზიდენტმა დაურეკა და ეს კადრები ქართულ სპორტულ საიტებზეც გავრცელდა. ჩვენთან???
** მოკლედ რაცაა და როგორცაა მგონია რომ ამ თამაშს არავინ დახვდა მზად არც გუნდი არც ქვეყანა და არც გულშემატკივარი. კორონამ ამ ყველაფერს გვირგვინი დაადგა და საბოლოოდ დავმარცხდით ყველაზე მნიშვნელოან თამაშში.

** შემდგომ რა იქნება არ ვიცი, რა უნდა შეიცვალოს მაგასაც ვერ ვიტყვი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მე ქართული ფეხბურთის მომავლის მჯერა, საქართველოს ნაკრების მჯერა. კვარასი, ჩაკვესი და კიდევ უამრავი ნიჭიერი ბიჭის მჯერა, რომ მათი ტალანტი ისე არ ჩაიკარგება როგორც ოქრის, ანანიძის და ა.შ თუმცა ამათიც მჯერა  იქნება გაეხსნათ ამ ასაკში მეორე სუნქთვა.

ლუკა
16 ნოემბერი 2020 15:41
2
მომეწონა, ეს მართლა გულშემატკივრის ნააზრევია. მადლობა ბატონო ლუკა.
გიზოგ
16 ნოემბერი 2020 16:30
0
რედაქციას!
ჩაატარეთ გამოკითხვა უნდა შეიცვალოს თუ არა ფედერაციის ხელმძღვანელობა და გააცანით შედეგები არაკაც კობიაშვილს!!!
11
16 ნოემბერი 2020 12:49
0
ფედერაცია უნდა შეიცვალოს აუცილებლად... შორიდანაც კი ჩანს რომ ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს..
rauli
16 ნოემბერი 2020 16:49
5
ერთი კომენტარი ძალიან მომეწონა "სანამ ცეკა ზის ლოჟაში და გულშემატკივარი გარეთ მანამ არაფერი გვეშველებაო" კალაძემ საბუთი გვქონდაო, ისიც ვერ გაიგო რატომ არ უნდა გამოჭიმულიყვნენ იქ, მორალთან ხართ მწყრალად ბატონო კახი თორემ საბუთი რომ არ გაგიჭირდებოდათ ჩვენც ვიცით.(უნახავმაო......), ეხლა საქმეზე, ფედერაცია რო გასაშვებია ორი აზრი არ არსებობს, ვერ წარმომიდგენია რა არგუმენტი უნდა გააჩნდეთ, რომ ადგილებზე დარჩნენ, ვაისს შეაწმინდეს ხელები და მორჩა???? ეგ არის პასუხისმგებლობა? პრემოები და დანამატებიც უნდა დაუბრუნონ ბიუჯეტს თუ ნამუსი აქვთ, მაგრამ აქაც "ბატონი" კახა დაკრიშავს, საძმოს გაჭირვებაში ხო არ მიატოვებს. კობიაშვილის მიკვირს, საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგი ფეხბურთელი იყავი, პირდაპირ პრეზიდენტად რომ მოგვევლინე, რა მენეჯერული თვისებები გქონდა ამისთანა, მარა კალაძეს ესე უნდოდა და..., თანაც ბიუჯეტიც ტკბილია, ეხლა ალათ ამ ნიჭს პარლამენტიდან მოგვაშველებ!! თუ მაინც და მაინც ფეხბურთში გინდათ დარჩენა გახსენით საფეხბურთო სკოლები, აკადემიები, უფრო ბობოლებმა იყიდეთ კლუბები, რომ გვიკიჟინებთ ბიზნესმა ფული უნდა ჩადოსო, ბიზნესებიც ამათ აქვთ და ფულიც, ეს ძმაკაცი ფეხბურთელებიც იქ დაასაქმეთ, დარწმუნებული ვარ იქ უფრო დიდ სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს და კერძო სექტორში პასუხისმგებლობაც გაცილებით დიდი ექნებათ, მარა რისკი დიდია არა?? ენერგეტიკა და მშენებლობა უფრო მშვიდი ბიზნესია + ბიუჯეტიც ძალიან მიმზიდველია!!!!!!!! რა "გვეშველება"? ყველამ თავისი საქმე აკეთოს და თავის ჩასვრილ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება მოეთხოვოს! (გაგრძელება იქნება ლატვიასთან თამაშის შემდეგ)
rigiti
17 ნოემბერი 2020 00:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული