დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
მმართველი ხალხი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში!!!
არავინ არ თქვას სპორტი პოლიტიკა არ არისო,გაიხსენეთ 1980 და 1984 წლების ოლიმპიადები,რეები იჩალიჩეს ჯერ საბჭოთა კავშირმა ,მერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!!!
მითუმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში,სპორტი მართლაც რომ პოლიტიკაა!!!
მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არაპროფესიონალების სიმრავლეა ფედერაციაშიც და ნაკრებშიც,მანამ სანამ "ნაცნობობა" არ მოიშლება ქვეყანაში,არაფერი არ ეშველება ქვეყანას და მაშასადამე სპორტსაც.
ემიგრანტი ქაქუცა
16 ნოემბერი 2020 10:59
1
საქართველოს ნაკრებში უნდა შეიცვალოს ფედერაცია სრულად...ეს აქსიომად მიმაჩნია!!! მწვრთნელს კი ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს სრული თავისუფლება შემადგენლობის შერჩევისა და დაყენების!
zaza
16 ნოემბერი 2020 23:25
0
სანამ ცეკა იჯდება ლოჟაში და ნამდვილი ქომაგი გარეთ იტირებს არაფერი გვეშველებააააა
ქომაგი
16 ნოემბერი 2020 20:44
3
ერთი წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული ფედერაციაში მომუშავე კაცს ისევე როგორც მწვრთნელს ყველა დონეს ეხება ეს. ერთი წიგნი. უინტელექტო და გაუნათლებელი კაცი არ უნდა იყოს რამის უფროსი.
იბერია
16 ნოემბერი 2020 15:44
2
ნეპოტიზმი სანამ არ დამთავრდება, სანამ ფედერაციას არ ეყოლება პროფესიონალი სტაფი, სანამ არ მოვა კარგი მწვრთნელი, რომელიც დამსახურების მიხედვით შეარჩევს შემადგენლობას და არა ძმაკაცობით და ასე შემდეგ, ამ დღეში ვიქნებით ყოველთვის. ნახეთ რა ქნეს? დავითაშვილი და ლობჟანიძე ჩასვეს სასტავში, ასევე მაკარიძე, რადგან ხალხის მოთხოვნა იყო, მაგრამ სამაგიეროდ მცველები არ დააყენეს, მარტო ხოჭოლავა და გრიგალავა რას იზამდა? ასევე კანკავა და გვილია რა ჯანდაბად უნდოდა? მარტო აბუ რას იზამდა? ისიც უთამაშებელი. ანუ ვინც თამაში უნდა გააკონტროლოს და შეაკავშიროს, ის ფეხბურთელები არაა ნაკრებში, აი აქ გამოჩნდა კიტეიშვილის როლი და მას რატომღაც უკანა პლანზე აყენებენ. ჯერ ერთი ვაისი არ იწვევს ბევრ ისეთ ფეხბურთელს, რომლებიც, რომ გვყოლოდა, აუცილებლად წაგვადგებოდა. რატომ არ გამოიცადა მჭედლიშვილი და ლაკვეხელიანი? სადაა ლოჩოშვილი? სადაა პარუნაშვილი, რომელიც სტაბილურად თამაშობს მის გუნდში? მასე გააფუჭეს ებრალიძე თავის დროზე, მასე აფუჭებენ არაბიძეს. რა უნდა მოქოქილიყო ხოჭოლავა, რომელიც მარტო თამაშობდა გრიგალავასთან ერთად დაცვაში? რატომ არაა ნაკრებში ნინუა? სადაა ჭანტურიშვილი? რომელიც ვარსკვლავებს არ კრეფს, მაგრამ ეხლა მოედნის ცენტრში, საყრდენ ზონაში გამოდგებოდა? ოქრის და ყაზაიშვილს შეტევაში რომ ათამაშებს, ხომ ხედავს რომ არააქვთ სისწრაფე, დახიე ყკან და ჩასვი საყრდენებად, ბურთთან კარგად არიან და პასებსაც გააკეთებენ, თუ ვერც ეს ვერ შეძლეს, გაუშვით ნაკრებიდან და მორჩა, ჯვარი ხომ არა გაქვთ დაწერილი, კანკავაც , კვერკველიაც, კაშიაც და ლორიაც გასაშვებია, ეგენი, ყოველთვის აგებენ გადამწყვეტ მატჩებს. გინდათ მითხრათ, რომ ც ჯგუფის დონე ვართ? არა ბატონებო, ბჯგუფსაც ვიმსახურებთ და ა ჯგუფშიც მოვერგებით, ოღონდ არა ამ ფედერაციის და მწვრთნელის ხელში. მერე კიდევ, ძალიან ბევრი ქართველი თამაშობს უცხო ქვეყნის პასპორტით, უკრაინაში, რუსეთში, ევროპაშიც, მათი მოძიება და მოყვანა ფედერაციის საქმეა, 2-3 მოთამაშეც რომ მოვიდეს, დიდი საქმეა. მოკლედ ყველაფერი შესაცვლელია მეგობრებო, ყველაფერი. საწყენი ისაა, რომ რესურსი გვაქვს და საქმისადმი, პირდაპირ ვიტყვი, ფედერაციის უნიათობის და საქმისად დანაშაულებრივი მიდგომის გამო, დღეს ნაკრები არა გვყავს. ესაა თაღლითობა, ათამაშო მაკარიძე, ხოჭოლავა და ლობჟანიძე-დავითაშვილი, და დაუყენო ის ნახირი, რომელიც დააყენეს და მერე თქვა, რომ ა ბატონო ვათამაშე და ვერაფერი ვერ ქნაო. ერთხელ დააყენეს ლობჟანიძე ფორვარდის პოზიციაზე და მაშინ გამოჩნდა, რომ იგი ამ ადგილისტვისაა გაჩენილი, თუმცა არ გაუტანია, მომენტები ჰქონდა მარა ღელავდა, ჰოდა, როგორც კი ნახეს, რომ თუ კიდევ ათამაშებდნენ ცენტრფორვარდად, მერე სხვებს, პროტეჟეებს, ვეღარ ათამაშებდნენ, და ვსიო, ის აღარ გამოჩენილა. ესაა დანაშაული და მავნებლობა. აი, რა უნდა შეიცვალოს. ნუ დამიბლოკავთ, ვიცი მწარე წერილია, მაგრამ იქნებ წაგადგეთ რამეში
აააი
16 ნოემბერი 2020 14:02
3
ძირფესვიად უნდა შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაციის მაფიოზები,და არამარტო ფეხბურთის ფედერაციაში!
პაატა
16 ნოემბერი 2020 11:34
0
ნაკრები არა ძმაო ცუდი კითხვაა .. ფეხბურთში ფეხბურთში რა უნდა შეიცვალოს და ზოგადად ცხოვრებაში რა უნდა შევცვალოთ ეგაა საქმე. ნაკრები არის პირამიდის ბოლო ზედა ლოდი. მაქედან რომ ვიწყებთ იმიტომ ინგრევა ყველაფერი ხუხულასავით
იბერია
16 ნოემბერი 2020 11:25
0
მ ე ნ ტ ა ლ ი ტ ე ტ ი
recondite
16 ნოემბერი 2020 11:13
0
ნუ ქმნით ილუზიას,რომ ჩვენი აზრი მომავალში იმუშავებს.
ვეტერანი
16 ნოემბერი 2020 11:03
1
სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს, ვათამაშოთ ნარდი ან დომინო
???
16 ნოემბერი 2020 21:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული