დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
Უნდა მოვარჩინოთ კვარა და ჩაკვეტაძე, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ...
Ჯიო
16 ნოემბერი 2020 11:09
0
ჭიაბრიშვილი დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად და ის ათამაშებს ახალ,პრაგმატულ ფეხბურთს! ნაყარ-ნუყარ მოთამაშეებს ნაკრებს არ გააკარებს და შედეგსაც მალევე დადებს! განათლებული ახალგაზრდა ადამიანია და რაც მთავარია ნამდვილი ქართველია!
მწრთვნელი
16 ნოემბერი 2020 19:55
2
კობიაშვილი ჩამოყალიბდეს პოლიტიკა ან ფეხბურთი.ვაკო კაზაიშვილი არაფრის მომცემი ფეხბურთელი.ხოჭოლავა თამაშობს ფიფქიასავით,არც კაშიაა არაფერი.სჰორეული პასები იცის მაგრამ დირკაა ხანდახან,ცხადაძე უნდა მოვიდეს ან ქეცბა მაგრამ არცერთან გაქვთ კარგი ურთიერთობა დგევანდელ ფეხბურთის ზემდგომებს,პოლიტიკა და ფეხბურთი სანამ იქნება აზელილი ერთმანეთში არაფერი გვეშველება,ა პოლიტიკური პრეზიდენტი უნდ მოვიდეს.ესაა ჩემი აზრი იქნებ ვცდები არვიცი
butxa
16 ნოემბერი 2020 18:02
1
უნდა შეირჩეს ისეთი მწვრთნელი, თუ ქართველი პროფესიონალი იქნება უკეთესია, ვისაც კარგად ესმის ქართველის მენტალობა და ე.წ. გაფართოებულ შემადგენლობაში უნდა დასახელდნენ ის ბიჭები (თითოეულ პოზიციაზე 2-3 კანდიდატი, განსაკუთრებით საყურადღებოა "პლეიმეკერის" პოზიცია) ვინც პოტენციურად შეძლებს იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რასაც შენი ქვეყნის ნაკრებში გარჯა ჰქვია და ხოლო მათგან მინდორზე გამოიყვანს იმ ფეხბურთელს, ვინც კონკრეტული თამაშისათვის იქნება მზად და არა ნაცნობობით ან "ლუბიმჩიკობით". გუნდი მხოლოდ ლეგიონერებით არ უნდა კომპლექტდებოდეს, შიდა ჩემპიონატიდან განა არ მოიძებნება 1-2 ისეთი ფეხბურთელი, ვისაც სურს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება და ნაკრებში (ასევე საკუთარ კლუბში თამაშის სტაბილურობა და მოტივაცია გაეზრდება) თავს არ დაზოგავს, რომ მომავალში შეამჩნიონ და უკეთესი, თუნდაც უცხოური ძლიერი კლუბის ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი, რაც ადვილი არ არის და ნიჭთან ერთად თავდაუზოგავი შრომა ჭირდება. ფედერაციაც, ხომ არ დაფიქრდებოდა, მაგ. კალათბურთის მსგავსად, ვინმე ახალგაზრდა, მაგრამ პროფესიონალი უნარების მქონე ნატურალიზებული ფეხბურთელის ჩართულობაზე, რაც გუნდში კონკურენციას ერთი-ორად გაზრდის და ვფიქრობ, ნაკრების თამაში შედეგსაც გამოიღებს....
პ.ს. ხომ არ დადგა დრო ქართველმა ფეხბურთელებმა, ვისაც ნიჭიც აქვთ, განვითარების სურვილიც და პროფესიონალიზმზე დებს თავს, უკეთესი აგენტები აიყვანონ და მათ თავიანთი პირობები დაუყენონ, და არა ისე, როგორც დღემდეა, როცა აგენტები უყენებენ თავიანთ პირობებს და ნიჭიერ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უცხოურ "ჭ" კლასის გუნდებში ათამაშებენ მომავლის იმედად და მათგან საბოლოოდ დახუფულ კონსერვის ქილას ვიღებთ.
KQ
16 ნოემბერი 2020 17:32
4
განათლება,განათლება და მხოლოდ განათლება და ეს უნდა დაიწყოს ბავშთა ფეხბურთიდან,ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს ბავშვებთან კვირაში სამი საათი მაინც,უნდა ჩაუნერგოს ბაVშვებს რომ მარტო ფული და ბე-ემ ვე ს,გარდა არის სამშობლოს სიყვარული,რომ შენს უკან არის სამ მილიონადე გულშემატკივარი,რომ თუ არ იხარჯები ბოლომდე გულს ტკენ იმ გულშემატკივარს,თვეში ერთხელ უნდა უჩვენო თბილისი 1981 წლის 13 მაისს,თუ რას ნიშნავს 13.05.1981 ქართველი გულშემატკივარისთვის.ამიტომ უნდა გადამზადნენ მწვრთნელები და მომზადნენ ფსიქოლოგები.ამ პათოსით აღზრდილი ბავშვების 10% საკმარისია,რომ კარგი ნაკრები გვყავდეს მომავალში!
ზვიად
16 ნოემბერი 2020 14:11
1
არ ვიცი შეიძლება ვინმეს აქვს დაწერილი ბევრი კომენტარია უკვე მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ფეხბურთელებს არ აქვთ საუკეთესო ფიზიკური მომზადება და სისწრაფე ძალიან რთულია რაიმეს დღეს მიარწიო.
როგორც გერმანიის ნაკრებშია წესი, ნორმატივები ჩასაბარებელი რომ მოხვდე ნაკრებში ისეთი უნდა დააწესო საქართველოს ნაკრებში, ვინც ვერ ჩააბარებს ავტომატიურად ნაკრებს გარეთ დარჩება გამოძახების მიუხედავად. ყველას ექნება სურვილი რომ იმ ნორმატივი დაძლიოს. ამით კი მივიღებთ მომზადებულ ფეხბურთელებს მინიმუმ ფიზიკურად მაინც.

ბოდიში თუ ვინმე შევაწუხე ჩემი კომენტარით...
გულგატეხილი
16 ნოემბერი 2020 13:53
1
პირველ რიგში შესაცვლელია მთლიანად ფედერაციის მენეჯმენტი
Io
16 ნოემბერი 2020 13:43
1
რით ვერ ვისწავლეთ სტანდარტულების გამოყენება, კუთხურის , საჯარიმოს ან თუნდაც აუტის ხეირიანად მოწოდება ?! ეს ბურთის გაჩერება კონტრშეტევის დროს ხომ საერთოდ პარადოქსია ! ხომ არსებობს წინასწარ შეთამაშებული კომბინაციები ამა თუ იმ საჭიროებისთვის ? როცა მეტოქე პრესინგს გეთამაშება რატომ ხდები უსუსური და ვერაფერს ვეღარ აკეთებ ? რატომ ? სად არის აქ მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, ყველა თამაშისთვის ორგინალური ? მაკედონიასთან აგებ და დარჩენილ წამებში რომ ცვლი მოთამაშეს რა დრო გაგყავს ? სად იყავი მანამდე? შთაბეჭდილება რჩება თითქოს მეტოქესთან გარიგებაში ხარ და მატჩების უაზრო ტაქტიკური მონახაზიც ამის ეჭვს აჩენს, არაფერია გამორიცხული ! თან იმ ქვეყანაში სადაც საკუთარ კარში აშკარად, გააზრებული ორი ბურთის გამტანი ლამის არის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო სიმართლის მთქმელს შეუკაზმავი ცხენიც სანატრელი აქვს
???
16 ნოემბერი 2020 13:35
5
მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს....
gio
16 ნოემბერი 2020 13:27
2
ვხვდები რომ იხუმრეთ, რასაკვირველია. ისე კი ეგ ფრაზა გვღუპავს ყველაფერში ბოლო ოცდაათი წელია :) )))))))))))
დავითი
16 ნოემბერი 2020 13:41
0
კალაძის ფეხბურთელობის დროს თვითოთ მოეწონებოდა თამაშის დროს მხოლოდ ნაციონალები რო მჯდარიყვნენ სტადიონზე,არაფროფესიონალების,უპასუხისმგებლო,უგუნურების ხელშია ფეხბურთი.ხალხი უნდა გამოფხიზლდეს სხვა გზას ვერ ვხედავ!
თეოფა
16 ნოემბერი 2020 13:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული