ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
რავერ გაძეხით წადით დაგვტოვეთ ფსკერია უკვე. 1 წარმატებაც არ გვქონია რაც მოსულებიხართ. შეიკრიბეთ მეგობრები და კარგად გრძნოობთ ხო თაავს. სხვაზე გადაბრალებით უკეთესები ვერ გახდებით. მოშორდით ნუ შეგვაზიზხეთ
beqa
16 ნოემბერი 2020 17:30
3
შენ და ზოგადად შენისთანა პატარა კაცუნებს, რომ გაქვთ კომენტარის კეთების უფლება, სწორედ ესაა ჩვენი ბოლოდროინდელი "დიდი წარმატებების" უპირველესი მიზეზი. ეროვნული ნაკრების პოლიტიკას, თქვენნაერი გაუნათლებელი,უინტელექტო,უვიცი, უგემოვნებო, და უსაშველოდ ამბიციერი კაცუნები არ უნდა წარმართავდეს. თქვენ,იმასაც ვერ მიხვდით, რომ, როდესაც მლიქვნელმა და ბრიყვმა ჟურნალისტებმა, თქვენი სამეული, ლამის ქართული ფეხბურთის ყველა დროის პირველ სამეულად დაგასახელათ, ეს დიდი სისულელე და თქვენი მასხრად აგდება, ძირშივე აღეკვეთად.
დ.დ.
16 ნოემბერი 2020 17:26
5
ან გადააბიჯოს კობიაშვილმა თავის უაზრო ამბიციებს ცხადაძის მიმართ,ან თავის უინტელექტო,უაზრო გუნდთან ერთად ეხლავე წავიდეს,რომ ახლები დროულად აირჩნენ და ახალი მწვრთნელი დროულად მოვიდეს.ისე თუ თავმოყვარეობა აქვთ,პირადად მაგათ მოიყვანეს ვაისი და შემდეგაც კბილებით იცავდნენ,ამიტომ უპირობოთ უნდა წავიდნენ.ხელოვნურბალახიან,უმარტივეს მოედნებს უმაგათოდაც გააკეთებენ,მაგათ სხვა არაფერი გაუკეთებიათ.
ნუკრი
16 ნოემბერი 2020 18:08
3
დაიბანეთ ხელები? სულგაყიდულო წურბელებო
ნიკილოზი
16 ნოემბერი 2020 17:46
4
53 წლის კაცი ვარ და ასეთი უპასუხისმგებლო და უნიჭო ნაკრები რაც ამ ბოლო თამაშებში ვნახე არ მახსოვს
პასუხისმგებელი ვაისთან ერთად არის ფედერაცია და ჩვენი მთავრობა
ელგუჯა
მეზობელს გული ცუდადა აქვს მაგ თამაშების მერე უნამუსოებო
ელგუჯა
16 ნოემბერი 2020 18:18
7
ესტონეთთან თამაშის შემდეგ მთელი ფეხბურთის ფედერაცია უნდა გადადგეს! ნაკრები უნდა დაიშალოს!
aburjga
16 ნოემბერი 2020 17:45
1
ფედერაციას!!! საქმის კეთება შედეგით არ ფასდება?! ფეხბურთის შემთხვევაში, სპორტული შედეგით. შედეგი რა გვაქვს საკლუბო ან სანაკრებო დონეზე?! როგორც ფეხბურთელებს, მათ შორის კობიაშვილს განსაკუთრებით, საკმაოდ სერიოზული ფეხბურთი აქვს ნათამაშები, მაგრამ ერთი კითხვა: ფედერაციას და ქართულ ფეხბურთს რომ მართავენ, ყველას ერთად რამდენი წიგნი აქვს წაკითხული?! ობიექტურად, მოტივაცია რაში მდგომარეობს?! რატომ უნდა დარჩეთ ფედერაციის მართვაში?! და ერთი კიდევ, ლევან, ფედერაციის პრეზიდენტი ხარ, თავზე დაგვემხო ნაკრები და სხვა რომ არაფერ ვთქვათ უხერხულია დამალვა, გამოდი და ელემენტარული კომენტარი მაინც გააკეთე!!!
ამოძახილი უფსკრულიდან
16 ნოემბერი 2020 20:24
1
კობიაშვილმა რა კომენტარი უნდა გააკეთოს ფეხბურთზე?სცალია კი ამისათვის. მან მყისიერად გააკეთა კომენტარი იმ ვანდალურ ფაქტზე, როცა მელიამ თავისი ოფისის აფეთქება კობის და მის ხროვას დააბრალა (არადა დიდი ასლბათობით კობის შპანობის ნახელავია). აი ესაა ჩვენი მართლაც თვალსაჩინო ვეტერანი ფეხბურთელი კობის დღევანდელი სიტუაცია. ის ამ ორი თამაშის წაგების შემდეგ სრულიად დეგრადირებულია ფეხბურთის მოყვარულთა თვალში. აწი გინმდ პარლამენტში იჯდეს, გინდ მექისეობა დაიწყოს ორთაჭალის აბანოებში და გინდ ბიძინას დაცვის უფროსი გახდეს. ის დიდი ნულია. ესაა სულ
სიკო
17 ნოემბერი 2020 14:09
0
ყველას მაგრად გვიყვარდით ქართველებს იაშკა კობი კალა დემე და სხვები მაგრამ იმდენი მოახერხეთ ამ თქვენი კაი ბიჭობით შავობას მიწოლით ფულის კეთებით უკვე გვეზიზღებით ამ წუმპეში რო იყავით ადრე ხო გული გწყდებოდათ? ეხლა მაინც გექნათ იმდენი ახალ თაობას მიეღწია რამისთვის მაგრამ ალბათ შურიც არის გშურთ თქვენ რომ არა ამათმაც არ უნდა მიაღწიონ ხო? ფულის მეტი რა გაქვთ? წადით ბიზნესიბაკეთეთ ხალხი დაასაქმეთ რატო გვწოვთ სისხლს????
ეს საქართველოა
16 ნოემბერი 2020 18:27
6
არანაირი განათლება, არანაირი ცოდნა არ აქვთ მიღებული , კაი ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას რო კარგი მენეჯერიც ხარ, უნდა ერკვეოდე ბევრ რამეაში, პლიუს უნდა გყავდეს პატიოსანი ჯგუფი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, საქმეზე შეყვარებული ხალხი, დააამთავრეს კარიერა და პირდაპირ ფედერაციაში წამოსკუპდნენ, ყველა რაღაცის დირექტორი და მოადგილე გახდა, ერთი ვის რამდენი აქ ხელფასი მანდ და რა ჯდება წლიურად ფედერაცის ხელფასები, იქნებ გაგვაგებინოს ვინემ? ყველა ვეტერანი მანდ აბირჟავებს ერთ ოფისში, არადა თავის მოსაფხანი დრო არ უნდა გქონდეთ თქვენ წესით, სამწუხაროა რო ქართულ რეალობაში, გულშემატკივრის გარდა თქვენ პირში არავინ გეტყვიათ სიმართლეს, არც ჟურნალისტები რომლებიც ენისმოჩლექვით გელაპარაკებიან და არც ვეტერანები, მაგათი იმედი მე პირადად კაი ხანია აღარ მაქ! ესე ვიქნებით ჩვენ კიდე კაი ხანი, და არც ვიცი ვინ შეიძლება რომ ჩაგანაცვლოთ, მამუკა კვარაცხელია ერთხელ მახსოვს მაგრად ცემეს თავის თავი არჩევნებში რო წარადგინა და მემგონი ეგ აწი ვეღარ გარისკავს. /იმხელა მილიონები ტრიალებს მანდ, მუჯირი და კობიაშვილი ასე ადვილად არ დათმობენ!! ასე ხდება ერთ დროს საყვარელი ფეხბურთელები შეიძლება ვირთხებივით შეგზიზღდეს!
Vasili
16 ნოემბერი 2020 18:23
3
ყველაზე ძაან ვაისი მეცოდება. ხო კურდღელი მწვრთნელი იყო,ხო არანაირი ტაქტიკა,არანაირი კომბინაცია,არანაირი ატანდარტი,დაგვიანებული კი არა გადაგვიანებული და ვერასოდეს და არაფრის მომცემი შეცვლები,ხო სულ ვიძახდი რო ვერ აგვისრულებს ეს კაცი ოცნებას მეთქი,მაგრამ ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მაინც ვაისი არის.კორუფცია,ნაცნობ მეგობრობა,არა პროფენიოლიზმი და მთავარი:სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება უფასო ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან-სულ ასე ვიქნებით დამცირებულები და დამარცხებულები.

Jordan beli
16 ნოემბერი 2020 22:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული