ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროფესიონალ და თავისუფალ მწვრთნელს დანიშნავდნენ. ჩვენთან დანიშნავენ ისეთ რომლის მართვის სადავეები ექნებათ.რათ უნდათ?ეს მონური ფილისოფიაა
პეტროსი
16 ნოემბერი 2020 18:45
3
ვინ უნდა მოიყვანონ.ვაისმაც კი თქვა ქართველ ფეხბურთებთან საუბარს აზრი არ აქვს შენიშვნასაც არ არ იღებენო.ამათთან გინდ იურგენ კლოპი მოგიყვანია აზრი არ აქვს. აი ბოლო ინტერვიუში დავეთანხმე ბევრ რამეში. ყველაფერი მწვრთნელზე არ უნდა გადატყდეს. ნუ მის შეცდომებზე ცალკეა სალაპარაკო, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე რომ შეცდომას რომ ხედავ იქ მარტო მწვრთნელი არაა დამნაშავე
haaland
16 ნოემბერი 2020 18:27
1
ყველა ერთად ასე რამ დაგადებილად რამ გამოგაშტერათ? კაი ვაისი არ იძახებდა ხო.. ეხლა ხო წავიდა ნაკრებში ვინცაა ერთი სული აქვთ ევროპაში ან ამერიკაში წავიდნენ.... წამსვლელი გაუშვით... ესტონეთან კირკიტაძე გამოიძახეთ ხარაიშვილი გამოიძახეთ ნინუა გამოიძახეთ ბუდუ გამოიძახეთ აბა ის სია რისთვის ჩამოწერეთ თუ ვინმე გამოაკლდებოდა უნდა დაგემატებინათ ხო? ამატებთ ვინმეს? ფეხბურთის თამაში ნუ გონიათ ფედერაციის მართვა შეიგნეთ ბურთი არაა ფედერაცია მისით გაერთოთ და აკენწლოთ!!!!! ხო ხედავთ ვერ უძღვებით წადი და ვინმე ისეთი გამოჩნდება ვინც მიხედავს ფეხბურთს კობიაშვილმა ისე დაალაგა ფედერაცია და პარლამენტი არცერთი არ ეთმობა რა ისწავლეთ ასეთი რა გაქვთ დამთავრებული იქნებ ჩვენც რამე გვეშველოს გვითხარით
Rigiti qartveli
16 ნოემბერი 2020 18:20
3
ჩესნად გითხრათ არც მე მევასება ვაისი ბოლო ორი წელია,მაგრამ რომ გავიგე ეს ამბავი ორმაგად დამწყდა გული,შემეცოდა რაღაც პონტში. თვითონაც უშვებდა ბევრ შეცდომებს მაგრამ ფეხბურთელებიც არ ყოლია ამ კაცს, კვარას და ჩაკვეს გარეშე 0 ყოფილა ნაკრები. წარმატებები ვაისს და იმედია არ დავივიწყებთ და დავაფასებთ მომავალშიც მართლა გულით უნდოდა მოგება მაგასაც... :(((
Koba Aba.
16 ნოემბერი 2020 18:02
4
ჯარიმის და კუთხურის ჩაწოდება როგორ ვერ ისწავლეს, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩაწოდებისას ბურთს ვერ ერევიან.
გია
16 ნოემბერი 2020 21:52
0
შედეგი არის ძალიან ცუდი ფედერაციის მუშაობის და რატომ?? ნაკრების თამაში აგებულია 2 ფეხბურთელზე, ჩაკვე ტრავმიანობამ შეაწუხა და დაგვაკლდა ხოლო კვარას გამოკლებამ გვანახა რა ფეხბურთს თამაშობს ჩვენი ნაკრები!! ეს ორი ბიჭი ჩვენი იმედია მაგრამ დამერწმუნეთ საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან მარტო ამ ორ ბიჭის იმედზე ყოფნა ილუზიაა, თანამედროვე ფეხბურთში გუნდი უტევს, საიდანაც შეიძლება ლიდერებმა შეუსრულონ მეტოქეს. ჩვენ შემთხევაში უნდა მივცეთ ბურთი კვარას ან ჩაკვეს და ველოდოთ როდის შექმნიან მორიგ შედევრს, მეტოქემაც ხო იცის ამ ბიჭების შესახებ და შედეგი რაღა იქნება??? ახალი ბიჭებია ნაკრებში მოსაყვანი ვისაც შეტევა ეხერხებათ და არა ბურთის მეკარესთან გამუდმებით დაბრუნება.
zaza
16 ნოემბერი 2020 21:03
3
არაფერ გეშველებათ ამ მწვრთნელების ცვლით!კუპერი ტოპმიოლერი ვაისი კიდევ რამდენი მწვრთნელი შეიცვლება ნეტავ?როდემდე უნდა იტყუოთ თავები?ვერ დარბიან ვერააა დადიან ომედანზე იქნებ მაგას იაქციოთ ყურადღება ალიოოოო.
გეგი
16 ნოემბერი 2020 18:45
4
მე ვფიქრობ,გუშინ რომ თქვა,ზოგო ფეხბურთელი შემდეგი ფორმაციის ნაკრებში ვერ მოხდება თავისი საქმისადმი მიᲓგომითო,ეგ არ აპატიეს.ე.ი.გამოდის რომ აძახებინებდნენ ძალით.აბა როგორ,თუ Არ მოგწონს,რატო იძახებ.გავალდებულებენ.ამ მატჩის მერე გეტყვით თითოეულ თგვენგანზე რას ვფიქრობო,ხომ თქვა გუშინ.უბრალოდ ხმამაღლა აღარ გვითხრა ჩვენ,ვინები არიან.სხვებისთვის უნდა გამომეცხადებინაო მეტი ნდობა.
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 01:19
2
ახალი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს რო სამუშაო კარგად და მშვიდათ დაიწყოს დრო ბევრი ექნება რო ფეხბურთელებს დააკვირდეს და შეისწავლოს.ცხადაძე მაგარი იქნებოდა მწვრთნელად.
ziko
16 ნოემბერი 2020 17:37
7
ასაკობრივ ნაკრებებში უაზროა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა , გამრუდებულ უნარ-ჩვევებს ვეღარ გამოასწორებენ და ფინანსების გადაყრა იქნება,საერთოდ გასაუქმებელია. პანდემია მოვიშველიოდ დროებით შევწყვიტოდ გამოსვლა, დაგვეზოგება ფინანსები. ბავშვებს ჩამოუყვანონ სპეციალისტები, ფსიქოლოგები( მათ შორის ზოგიერთის მშობლებისთვისაც ) და ახლიდან დაიწყონ შენება სუფთა ფურცლით, მერე კერძო სექტორსაც გაუჩნდება მონაწილების სურვილი.
გუსანი
16 ნოემბერი 2020 18:24
2
ras mozgachob ,ra cxadadze ,ris cxadadze. an bin moiyvans da an ras datanxmdeba
Drago
16 ნოემბერი 2020 18:05
6
ეს თბილისია და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის.იცის ხალხმა რომ კობიაშვილი არ არის ისეთი ინტელექტის,განათლების და ჭკუის პატრონი,რომ ორი ასეთი საპასუხისმგებლო და შრომატევადი თანამდებობა შეითავსოს და გაუძღვეს.ამიტომაცაა ასე საქმე.თავის საქმეს რომ ვერ უძღვება და არ იცის,იმიტომა აითვალისწუნა ხალხმა,თორემ როცა ფეხბურთელი იყო,ყველას უყვარდა,რადგან იმ საქმეს აკეთებდა,რომელიც იცოდა.ამიტომ სანამ ბოლომდე არ აცრუებიათ გული შენზე და შენ სასტავზე,კაცურად უნდა გადადგეთ.ძნელია კი ამდენი რამის დათმობა მავრამ უნდა გადადგათ ვაჟკაცური ნაბიჯი.Ბოლო ბოლო ამ ქალაქში ცხოვრობთ და არ უნდა შეგტცხვეთ გარეთ გამოსვლის.სულ ახლობლების ხარჯზე ხომ ვერ იქნები,შენც ხომ უნდა გაგაჩნდეს კაცობა.
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 01:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული