კვეკვესკირი: რასაც ამდენი წელი ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ

AutoSharing Option
ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 39 /
მთელი გუნდი უნდა დასვა ერთ ოთახში და თავიანთი თამაში ბოლომდე აყურებინო სამჯერ მაინც. აი ესე უნდა დასაჯო ეგენი, მერე სამ სამი პაანჩური თითოს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
19:07 17-11-2020
2
არა არა არა !!! ნიკა, ბიჭებო სანამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ვისწავლით მანამდე არ გამოვა არაფერი !!! ერთხელ მაინც თუ გინახავთ სრულად, თქვენი ფორმაციის ნაკრების თამაში განმეორებით ტელევიზიით?! თუ არა, მერწმუნეთ ძალიან ძალიან რთული საყურებელი იყო ყოველთვის და ფაქტიურად ტანჯვა-წამებას უდრიდა. არა შეტევა, არა კარში დარტყმა, არა ჩაწოდება, არა სირბილი, არა სისტემა, ტაიმების ბოლო წუთებზე გაშვებული გოლები, დაბალი სათამაშო კლასის გამო აკიდებული პენლები და ა.შ. ყოველივე რაღაც ფაცი-ფუცს უფრო ჰგავდა ვიდრე სისტემას, ფაქიურად წინა საუკუნისაც არა უფრო იმის წინა საუკუნის თამაშის მაგვარს აკეთებდით მოედანზე. რაც შეეხება ერთა ლიგის ფინალს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო დ დივიზიონის ანუ ევროპაში ყველაზე მაჩანჩალა გუნდების დივიზიონის ფინალი და მანდ მოსახვედრად ვის მოვუგეთ ის გუნდებიც ნუ დაგავიწყდებათ(გასვლაზე ანდორასაც ვერ მოვუგეთ) და სომხეთთან წაგებით ხომ საერთოდ ისტორიაში ჩაეწერეთ (სომხეთთან წაგება არ გვქონდა, მითუმეტეს სახლში) რაც შეეხება შენებას და წყალში გადაყრას: ამდენი ხნის ნაშენები მყარი რომ ყოფილიყო ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ვერ გადაყრიდით !!! რათქმაუნდა ყველას წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თვითკრიტიკის გარეშე ეს ძალიან ძნელია !!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული