ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
ლევან ეგეთი კაცი გვყავდა ჩვენ უკვე თემურ ქეცბაია მარა შენ იყავი მემგონი ერთ ერთი პირველი რო დაიწყე ყვირილი ეს კაცი გიჟია, უზდელი და არაადეკვატურიო.

ქეცბაია არც გიჟია არც არაადეკვატური უბრალოდ სიმართლე თქვა ფედერაციაზე, ფეხბურთელებზე და თქვენზეც ჟურნალისტებზე რო აპრავებთ ფეხბურთელებ და ვიღაც ვიღაცეებს.

ვისგან ელოდები რამის თქმას? ეგენი ყველა ერთად აკეთებენ ფულს. ძველებმა ასწავლეს ახლებს როგორ კეთდება ბული და ახლა ერთმანეთს ხოარ გამოააშკარავებენ?

თორე რა კოლეგიალობაზეა ლაპარაკი ფეხბურთი კვდება საქართველოში
ქომაგი
17:02 18-11-2020
7
ხალხო ქეცბაია არ იყო ტრიბუნიდან რო ვეძახდით რას გადაგვაყოლე დვალიშვილს და სირაძესთქო? უკან პასი უკან პასი და 5 მცველით თამაში ქეცბაიას დროს არ იყო? ასე მალე რატო გავიწყდებათ?! ქეცბაიამ კარგი ნაკრებს კვიპროსიდან უფრო გაუკეთა 4 ფეხბურთელის მუდმივ პრაქტიკას ვგულისხმობ, თორე აქედან რო გინება ფურთხებით გააგდეთ დაგავიწყდათ? და მართლებიც იყო მაშინ გულშემატკივარი! ახლა რატო გინდათ დაბრუნდეს რა გაიზარდა? საქართველოს ნაკრებს სჭირდება გამოცდილი და კომუნიკაბელური მწვრთნელი ნერვოზის გარეშე, რომელიც ფეხბურთელების დადანაშაულებით არ ახსნის წაგებას და ვაჟკაცურად თვითონ დაიბრალებს, ფეხბურთელები დადანაშაულებით იყო მუდმივად ქეცბა დაკავებული, რომ მესის თვითონ ვერ დაბადებდა და ნაკრების ფეხბურთელები კიდე არ ვარგოდნენ, შენ მწვრთნელი რო ხარ კომბინაციები უნდა დაამუშაო, კუთხური და ჯარიმა რო ვერ ჩაგვიწოდებია 20 წელია! არავისზე ნაკლებადარ მიყვარს და ვაფასებ ქეცბას მარა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად არ გამოდგება!
სალუქვაძე კიდე ერთ-ერთია იმ ცოტა ჟურნალისტთაგან რომელიც რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ტრ.კს არ ულოკავს ფედერაციას!
ბასკი
15:04 18-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული