დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
Ისე კომენტატორებს ჯილდო ეკუთვნით როგორია ამ სამი თამაში გაძღოლა
buxrika
19 ნოემბერი 2020 00:42
2
სამარცხვინოები ჩვენს იმედებს ამართღლებენ.ბურთს აწვალებენ და მეტი არაფერი.ბურთის შეურაწყოფაა ამათი მასზე შეხება.
gia
18 ნოემბერი 2020 23:01
2
მე ამ ყველაფერს ერთ წინადადებაში შევაჯამებდი: " საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს ჰკითხეს, რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდიო?"
გიორგი
18 ნოემბერი 2020 23:27
3
დარწმუნებული ვარ საქართველოს ჩემპიონატიდან შერჩეული 11 ფეხბურთელი ამათ აჯობებს
ზურა
18 ნოემბერი 2020 23:01
7
ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით 2-3 ათასი კაცი... და 30% რას იზამდა დინამოზე ხომ წარმოგიდგენიათ.. და ვინმე რომ გამოვა და იტყვის არამგონი მოგვეგო ხალხი რომ სტადიონზე ყოფილიყო მაკედონიასთანო რა უნდა ელაპარაკო იმას.. ყველა იმას მიუძღვის ბრალი მაკედონიასთან ფინალის წაგებაში, ვინც არ დაუშვა ხალხი სტადიონზე და თვითონ ლოჟებში ინერციით მივიდნენ ))
ზუზუ
18 ნოემბერი 2020 23:55
9
კა რა! ერთი მითხარი აქ ან მაკედონიას ან სომხეთს თუ ყავდა გულშემატკივარი სტადიონზე ვინმე! მოიგეს ხო მაინც! თამაში თუ არ იცი და იმის იმედად ხარ მაყურებლის ყიჟინა მეტოქეს დაანნევს სახლში კობია წახვიდე, არც დაიღლები და არც სხვად აუშლი ნერვებს
!!!
19 ნოემბერი 2020 09:05
0
საკუთარი მოედნიდან მეტოქის საჯარიმომდე მისასვლელად 30 პასის გაკეთება რომ გჭირდება იქ დამთავრებულია ყველაფერი...!!!!
ნიკოლოზი
19 ნოემბერი 2020 08:54
0
თქვენ ვერ ხვდებით ბატონო ნიკოლოზ, ეს ქართული ტიკი-ტაკაა )))
დინამოელი
19 ნოემბერი 2020 10:06
0
ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, ბ-ნო ნიკოლოზ. დასასრული ცოტა მოგვიანებით დგება როცა ცოდვა-ჭირით ატანილ ბურთს ერთი სწრაფი, ზუსტი გამჭოლი და ძალიან გონივრული პასით საკუთარ მეკარეს ვუბრუნებთ, ან "უარეს" შემთხვევაში, ცენტრალურ მცველს:)
giglia
19 ნოემბერი 2020 12:33
0
ფიზიკური მომზადება 0.
ziko
18 ნოემბერი 2020 23:33
3
რაღაც არც მაკედონიას უცდია ბ ლიგაში გადასვლა, ჩვენი დონისთვის არაფლის მომტანია ბ დივიზიონი, სომხებს მთლად გაბრიყვებენ მანდ. სწორ დივიზიონში დავრჩით ჩვენ და მაკედონია, თუ ევროპა აქედან გათამაშდა 2024 წლის მეტი შანცი გვაქ, ჩვენ და ჩვენი დონის გუნდებს
გოგა
18 ნოემბერი 2020 23:25
8
ქართული ფეხბურთი მკვდარია! მკვდარს წესიერი ხალხი წესის აგების შემდეგ კრძალავენ. ნუ ვითხოვთ მათგან იმას რაც არ იციან, თუ არადა ერთხელ მაინც ხომ უნდა გაეკეთებინათ მოედანზე ყოფნისას "ზაბეგანიე", დაეკეტათ ფლანგური შეტევისას შორეული ძელი, ბურთი ერთი შეხებით დაემუშავებინათ, ან სულაც სრულყოფილი პრესინგი ეთამაშათ. ან კარში დარტყმები რას გავს, მოუმზადებელი და უსუსური. ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოურტყიათ. ან ამდენი უკან გადაცემა რა უბედურებაა, ამათ პირველი შეტევის ეფექტზე არაფერი სმენიათ. ან საიდან უნდა იცოდენ. ბავშვებს საფეხბურთო სკოლებში სასტავში იმის მიხედვით აყენებენ თუ როგორი შეXლებული მამიკო ჰყავს კონკრეტულ ბავშვს. ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. 300 მილიონი რომელიც თითქოს ფეხბურთში ჩაიდო კლუბების გასაძლიერებლად, რეალურად მოხმარდა მკვდარი სულების შენახვას, რომლებსაც ნაცნობ-მეგობრობით არჩევდნენ ფედერაციიდან თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ლოიალობის ნიშნით. ყოფილა შემთხვევები როდესაც სახელფასო ფონდი მკვდარი სულებისთვის მნიშვნელოვნად აღემატებოდა ფეხბურთელებზე გასაცემ თანხას, და პირველ რიგში მათზე გაიცემოდა ხელფასები. ხელფასის გრადაცია სხვადასხვაა ლიგის მიხედვით. მაგალითად: მკვდარი სული 1000-1500 ლარი, ფეხბურთელი 250-300 ლარი. ეს ყველაფერი ფედერაციაში ძალიან კარგად იციან!!! ეს და კიდევ ათასი სხვა უმსგავსობები რაც ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში არის მიზეზი რის გამოც ვართ "ტრაკში". სომხებმა კი ჯგუფი მოიგეს!!! P.$. ჟურნალისტები დაინტერესდით და მოიპოვეთ მასალები, განცვეფრებულები დარჩებით თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ფეხბურთი!!!
G.A.L.
18 ნოემბერი 2020 23:58
4
დარწმუნებული ვარ ჭიაბერაშვილის ლოკომოტივით დაკომპლექტებული ნაკრები მოუგებდა მაკედონიას სომხეთს და ესტონეთის ნაკრებსაც
რობი
19 ნოემბერი 2020 01:51
2
სომხეთი ჯგუფის გამარჯვებული!)
John Wick
18 ნოემბერი 2020 23:00
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული