დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
ნეტაი თქვენ ვინც თამაშს უყურეთ. ან საქმე არ გქონდათ ან რამე სხვა. არავის ვცინებ უბრალოდ მიკვირს რა მაგარი ხალხი ყოფილხართ. ვისურვებდი თქვენს გამძლეობას! თამაშს არ მიყურებია მაგრამ ჩემი დიდი ხნის ბალელშიკობის გამო მაქვს უფლება შევუკურთხო გუნდს გულში მაინც, ანგარიშიდან გამომდინარე
დავით 67
19 ნოემბერი 2020 04:08
5
რეალურად რომ შევაფასოთ ნაკრების თამაშები, ფაქტია რომ 2 საყრდენით ვთამაშობთ (კანკავა, კვეკვესკირი). თანამედროვე ფეხბურთში გახსენდებათ რომელიმე გუნდი ვინც 2 საყრდენით თამაშობს? მართლა მაინტერესებს და დავაკვირდები.

ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს.

დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია.

შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება.

არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია.

ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით.

ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით.

და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე.

ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ!

გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!
რომელუ
19 ნოემბერი 2020 03:12
0
მოთამაშე მცველის უკან არ უნდა იმალებოდეს, მცველი რომ მოიშორო უბურთოდ უნდა იმოძრაო ბევრი! პასს რომ გაძლევენ ბურთმა კი არ უნდა მოგძებნოს მაგნიტივით შენ უნდა მოძებნო ბურთი! ხანდახან მოედანზე თავი უნდა აწიო და გაიხედ გამოიხედო სულ მევანე ბალახს არ უნდა დაყურებდე! და საერთოდ არაა აუცილებელი დაელოდო და შეტევა მადინ დაიწყო როცა მოწინააღმდეგის 11 ივე ფეხბურთელი საკუთარ საკატიმოსთან მოიყრის თავს!!!
ფეოლა
19 ნოემბერი 2020 08:30
0
აღარ მინდა ვუყურო ამათ ვაი ფეხბურთს, მაგრამ ვერ ვშვები. მგონი ჯობია ჭიაბრიშვილს ჩააბარონ ნაკრები და შეიქმნას ისეთი საბჭო ან ჯგუფი რომელშიც იქნება 2-3 პატიოსანი სახელ-გაუტეხელი პერსონა, რომლებიც გააკონტროლებენ მწვრთნელის დამოუკიდებლობას-თავისუფლებას(ალბათ მიხვდებით რატომაც). ამ შემადგენლობიდან ჩემი აზრით ნახევარის დაძახება აღარც ღირს .
ზაზა
19 ნოემბერი 2020 03:09
2
ვინმემ თუ იცის, კვარაცხელია ან შენგელია როგორ არიან? მხოლოდ ტესტი იყო დადებითი ( რომელიც ცრუ-დადებითი შეიძლება იყოს, როგორც ცრუ-უარყოფითი), თუ ავად არიან?
გიორგი
19 ნოემბერი 2020 02:38
0
მართალი ბრძანდებით ბატონო გიორგი, ყველაფერს, რომ თავი დავნებოთ განა აქამდე არავინ არ უნდა დაინტერესებულიყო მათი მდგომარეობი. ვთხოვ ხვიჩას და ლევანს გაახმაურონ ვინმემ მოიკითხა ამ დღეებში? რათქმა უნდა ნათესავებს და ახლობლებს არ ვგულისხმობ. მაგრამ ვის სცალია ფეხბურთისთვის და ფეხბურთელებზე. ყველას თავის საქმე ედარდება, თუნდაც საფეხბურთო ჩინოსანი იყოს.
გიზოგ
19 ნოემბერი 2020 14:05
0
მეც მაინტერესებს
რაგბის ფანი
19 ნოემბერი 2020 10:45
0
სიმართლე გითხრათ საერთოდ არ გავბრაზებულვარ, ყოველთვის განვიცდი და ეხლა თითქოს აღარც ვინერვიულე, რაღაც მომენტებში მაგრად ვიცინე ჩვენი ფეხბურთელის მოძრაობებზე, მარა მერე ცოტა კი შემეშინდა , ხო არ გამარაკენის მეთქი საბოლოოდ ამ ჩემანალებმა?! /
Vasili
19 ნოემბერი 2020 01:39
0
მთავარ მწვრთვნელა მხოლოდ ლაშა სალუქვაძე თუ გვიშველის!!!!!!!!!!!!!!!!!
ვუყაროთ კენჭი!!!!!!!!!!!!!!!!!
123
19 ნოემბერი 2020 01:19
11
Vtqvat burti aqvs kankavas,an kvekves-ra xdeba dalshe..gana zurikos ar unda ro chven da mamamisi suliko gaaxaros,an vakos ar unda,an sxvebs..mgagram ar ician rogor imodzraon..kakaba amodis xaztan sadgac gverditi xazis 65-70 metrze dgas(!) centrshi vinc unda shewyobilad moqmedebdnen telegipicebivit modzraoben 4metris radiusshi dzundzuleben-titqos ixsnebian..amasobashi burtians guli ereva amati yirebit da abrunebs pass bolo mcvelze...bolo mcvels yavs kakabadze xaztan-romelsac adzlevs burts da iwyeba igive tavidan.
Axla xo 3 tamashi itamasha nakrebma-vinmeze tu ityvit ro kargad itamasha da vaisma rato ar daayenao..xo iyo adrec wahebebi,magram ragac positivi iyo-vigac tavs gamoichenda,zamenis kaci mainc da vidzaxdit es rogor ar daayena im shebenma tqo..
Axla kide vinmem zivzivadze ar mixsenot-zivzivadzes mieca shansi da maltas mcvelebma gagudes 2018 wels avstriashi..MALTAS mcvelebma,avstriis an norvegiis ki ara..
Igive iqneboda rac zurikoze-skamze rogor datovao..ro atamasha ra gaaketa ro?
Ubralod-sanam evroze ar gaxvalt ar imariajot..ar unda aq televiziit ragac klipebis chveneba tqvens ojaxebze da colebze..ara xart jer gmirebi..roca iq gaxvalt merec..iq ukve 24 gundi tamashobs 16is nacvlad da iq iyvnen ukve latvia da albaneti..ase rom iqac sanam finalurzec jgufidan ar gaxvalt nu imariajebt..
Tipebs zeagmatebuloba moundat da colebi gamoamariajes-rogor cxovroben kiprze tu kaliforniashi..
Levani
19 ნოემბერი 2020 01:17
5
გ ვ ი შ ვ ე ლ ე ე თ !!!
პეტროსი
19 ნოემბერი 2020 01:15
1
Ისე კომენტატორებს ჯილდო ეკუთვნით როგორია ამ სამი თამაში გაძღოლა
buxrika
19 ნოემბერი 2020 00:42
2
კანკავა კაჭარავა კვირკველია კაშია გვილია კაზაიშვილი უნდა ჩამოკიდონ ლურსმანზე ბუცები.
klaster
19 ნოემბერი 2020 00:36
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული