დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
ვინც გაძელით და ბოლომდე უყურეთ, მონაწილე ვარ თქვენი აღშფოთებისა, მაგრამ თუ ნახეთ ერთი რამ იყო თვალში საცემი: საჯარიმოს წრემდე მიჰქოდათი, იქ კი ერთი კაცის მოტყუება და კარში დარტყვა იყო საჭირო, ვერ გავიგე განზრახ აკეთებდენ ალბათ ამას თუ არა ფეხბურთელს, რომელსაც ერთი კაცის მოტყუება არ შეუძლია რა უნდა ნაკრებში?
ჰავლაბრელი ტიღუა
18 ნოემბერი 2020 23:33
2
გაგიჭირდებოდათ!!! არც ჯიგარი არც სისხლი არც გული, ვინ ხართ რა ხარ, საიდან მოხვედით!!!!!!!!!!!!!!
სანდრო
18 ნოემბერი 2020 23:30
6
მე ამ ყველაფერს ერთ წინადადებაში შევაჯამებდი: " საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს ჰკითხეს, რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდიო?"
გიორგი
18 ნოემბერი 2020 23:27
3
რაღაც არც მაკედონიას უცდია ბ ლიგაში გადასვლა, ჩვენი დონისთვის არაფლის მომტანია ბ დივიზიონი, სომხებს მთლად გაბრიყვებენ მანდ. სწორ დივიზიონში დავრჩით ჩვენ და მაკედონია, თუ ევროპა აქედან გათამაშდა 2024 წლის მეტი შანცი გვაქ, ჩვენ და ჩვენი დონის გუნდებს
გოგა
18 ნოემბერი 2020 23:25
8
აბა აბა ბიჯო, თან როგორი დაუძლურებულები, ერთი კვირა პური არ უჭამიათ საწყლებს)))))))))))))წადით, ცხვარი მაინც მწყემსეთ მინდორში, სტადიონზე თქვენ ვერ დარბიხართ და... პაპუნაშვილი 5 წუთში დაიღალა და გაქრა, ვაკო ბოლოს ფეხზე ვეღარ იდგა. ამ გუნდს რუბინი 10-დან 9-ს მოუგებს. რა ევროპის შემპიონატი, მკვდარ ესტონეთს სახლში ვერ უგებენ. ლორიამ 93-ე წუთზე მოიფიქრა ბურთის სწრაფად შეყვანა თამაშში.))))) რა უნდა კაჭარავას და გრიგალავას ნაკრებში? კაშია ბოლოს რას აკეთებდა? ამათ ყველას ისევ ბებერი ჯაბა ჯობია გამძლეობით, რაც ეგ დარბის წინ და უკან, მალადეც რა.
ჯოყოლა
18 ნოემბერი 2020 23:17
2
ვაისს გავეყარეთ, ვუის შევეყარეთ.
ცოტნე
18 ნოემბერი 2020 23:16
2
ეხლა თამაშის მერე ჩემმა ძმამ დამირეკა ტელეფონზე და 5 წუთი სიტყვა ვერ ვუთხარით ერთმანეთს, უბრალოდ ისტერიულად ვიცინოდით ორივე, სიმწრის სიცილით.
ირაკლი
18 ნოემბერი 2020 23:10
2
საცოდავობით დავიწვი!
So
18 ნოემბერი 2020 23:07
1
ჰა იტირეთ და იბღავლეთ ახლა პრესკონფერენციებზე და სთორებზე.ზოგს რა ბედი აქვს ისე თქვენც ფეხბურთელი გერქვათ და მე უსაქმური :დდდდდ როდემდე დააბრალებთ ახლა მაკედონიას ძაან მაინტერესებს რათ უნდა ამას თქვენზე ნაკლებად არ განვიცდით და უაზრობები თუ განიცდი შე ოჯახაყვავებულო!!!!!!! ირბინე მაინც მონდომება დამანახეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!ბიჭო ღარიბი ქვეყანა ვართ და კალაძის საძმაკაცოს 200 მილიონით რატო ვაფინანსებთ ამიხსენით.
აბგდ
18 ნოემბერი 2020 23:05
5
დაუძლურებული არა ნუ მიედებ მოედებით ტყეში იმუშავეს თუ სად გადაიღალა ეს ხალხი ? თამაში არ უთამაშიათ სირბილით თავი არ მოუკლიათ სამწუხარო რეალობა ის არის რომ უკვე ფარერები ჩვენზე მაღალი დონეა ხოლო ჩვენი დონე არის ანდორა გიბრალტარი სან მარინო და თუ ასე გაგრძელდა ესენიც მალე გაგვისწრებენ უნდა შეგვეძლოს ამის აღიარება ეს არის სინამდვილე და რომ ვუყურებ უახლეს 10- 15 წელიწადში არანაირი წინსვლა არ იქნება ფეხბურთში მე დავამთავრე ჯოგზე ყურება ვისაც ანტიფეხბურთი გიყვართ უყურეთ
გიო
18 ნოემბერი 2020 23:04
2
კალათბურთის ყურებას არაფერი ჯობია, ბოლომდე იხსრჯება ყველა, ვედრობით ოფლს ღვრიან ამათგან განსხვავებით!!!
ნიკოლოზი
19 ნოემბერი 2020 09:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული