რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
წიწაკა უნდა გეჭმია, მწარე წიწაკა! ისტე მაგათ არ ეტყობად დარდი და შენ რატომ გვაბოლებ?
მზად არა კვახი კიდევ. სად შეყავი თავი აზრზე არ ხარ ჯერ.
კ ო მ ბ ლ ე
18 ნოემბერი 2020 23:59
2
კა თუ ძმა ხარ რაის ნაკრებისთვის მზად ხარ... საერთოდ რეალობას მოკლებული ხალხი ვართ!
პაბლო
18 ნოემბერი 2020 23:52
1
დიდი აზრი ნამდვილად არ აქვს დღევანდელ სიტუაციაში ვინ გაწვრთნის ნაკრებს.სახელიანმა მწვრთნელმა ვერასდროს ვერაფერი ქნა და დატოვეთ ეს ბიჭი,იქნებ უსახელომ მოახერხოს რამე.მაგრამ ისეთი პირი უჩანს ნემსაძეს აპირებს ფედერაცია მწვრთნელად...
master
18 ნოემბერი 2020 23:52
33
მერე, ვერ დაალევინე თითო ბოთლი ღვინო თამაშის წინ? ეგრევე მოვიდოდნენ ხასიათზე.)))))))))
ქიტესა
18 ნოემბერი 2020 23:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული