ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ეროვნული გუნდის გასულ მატჩებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა?! ბევრად მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი.

გრიგალავასა და კვირკველიას მინდა მივმართო. თავს მიხედეთ, ბიჭებო. სირცხვილია ასეთ ფორმაში ნაკრებში ჩამოსვლა. არ შეიძლება, რადგან ასეთი წონით ჩამოსვლა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანი
ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა ცხადაძემ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
kargit xalxo ra cxadadze tipi sadac iyo yvelgan gamogdebulia. tavis shvils rom atamashebda sircxvili eg iyo. fulis keteba unda tore eg nakrebis done araa.
5
გრიგალავა და ესტონელთა კაპიტანი რამოდენიმეჯერ ერთად გამოჩდნენ კადრში, ნამდვილად ვეტერანთა თამაში გეგონებოდა, ასე, 10 წლისა წინ რომ დაამთავრეს კარიერა.
საწყენია ის, რაც ნოემბერში მოხდა. Soso 26 წელი იხეთქავს გულს, აბა მე რა ვთქვა, 61 წელია ფეხბურთზე რომ დავდივარ და გული გახეთქილი მაქვს დღეს. თუმცა საბედნიეროდ სკლეროზი არ მაქვს და მისგან განსხვავებით მახსოვს 1964 წელიც, 76, 78, 81... წლები. გულს ამით ვიმშვიდებ. 1966 წლიდან უნგრეთი სულ ქვევით და ქვევით ეშვებოდა, გახსოვთ 1954 წელს მსოფლიო ჩემპიონობის ღირსი იყო. და აი დადგა მაგათთვისაც აღორძინების დრო. სიმართლე გითხრათ, სულ არ მომწონს როგორ თამაშობენ, მაგრამ შედეგს კი დებენ უკვე. ევროზეც გავიდნენ და A დივიზიონშიც გადავიდნენ. ასე რომ, იმედი ჩვენც უნდა გვქონდეს.
რაც შეეხება ახალ მწვრთნელს. მეც ქართველისკენ ვიხრები. ალბათ ნემსაძე და ცხადაძეს შორის უნდა ამოვარჩიოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კობი შეძლებს რაღაცეების გადალახვას და ცხადაძეს შესთავაზებს მთავარ მწვრთნელობას. ორივეს ვთხოვ, იფიქრეთ არა საკუთარ ამბიციაზე, არამედ ერისთვის, ნაკრებისთვის როგორ აჯობებს.
მაინც მაქვს დიდი იმედი, რომ 2021 წლიდან დაიწყება ჩვენი სანაკრებო (თუნდაც) ფეხბურთის აღორძინება. ყველას გილოცავთ გიორგობას. გაიხარეთ.
alexandre
10:18 20-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული